„ვის რას ერჩოდნენ...“ - მოკლული ცოლ-ქმარი ნანა ფირანიშვილი და სოსო სუჯაშვილია
1794428716
აშშ-ში, ნიუ-იორკის ბრუკლინის რაიონ ფლატბუშში, სამსართულიანი საცხოვრებელი შენობის ნაწილი ჩამოინგრა.
შემთხვევა 11 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე, ბედფორდის გამზირზე, ნომერ 2625-ში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნგრევის შედეგად რამდენიმე ადამიანი ნანგრევებში მოყვა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ეძებენ მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს. Associated Press-ის ცნობით, მაშველებმა სულ მცირე ერთი ადამიანი ნანგრევებიდან გამოიყვანეს და საკაცით გადაიყვანეს.
შემთხვევა იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ნგრევის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დაშავებულთა საბოლოო რაოდენობა ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის.