ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება - რას გვიმზადებს 2027 წელი
1793997405
ათენის ტურისტულ ზონაში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში მომხდარ ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. უცხოური მედიის ცნობით, ინციდენტი პარასკევს მოხდა, რამაც შენობის სრული დანგრევა გამოიწვია.
საბერძნეთის დედაქალაქის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციის შედეგად ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალის ცხედარი უკვე ამოიყვანეს. ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება ხუთი ადამიანი — ხანდაზმული წყვილი და სამი უცხოელი ტურისტი.
როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ტურისტებს, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით არ კონკრეტდება, ბინა პარასკევს უნდა დაეცალათ და სამშობლოში გაფრენილიყვნენ, ისინი აეროპორტში არ გამოცხადებულან.
ტრაგედიის მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.