megi baqradze

სამართალი 1689835313

იძებნება ექიმი, რომელმაც მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ინფორმაცია გასცა

ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, ცრუ  ინფორმაციის მიწოდებაში ბრალდებულ ექიმზე, ბექა ლიპარტელიანზე ძებნაა გამოცხადებული.ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, პირადი მოტივით, ცრუ ჩვენების მიცემისთვის ამავე კლინიკის ყოფილი ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე, ექთანი თეა გზირიშვილი და უმცროსი ექიმი ბექა ლიპარტელიანი დამნაშავედ 7 ივლისს ცნო.საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სამართალდამცველებმა ვიოლეტა ინასარიძე და თეა გზირიშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს. რაც შეეხება ბექა ლიპარტელიანს, ის განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მასზე ძებნა საქართველოს პროკურატურამ იმავე დღეს გამოაცხადა.მოსამართლის გადაწყვეტილებით, თეა გზირიშვილს 2 წელი და 6 თვე, ვიოლეტა ინასარიძესა და ბექა ლიპარტელიანს კი 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.ასევე დაგაინტერესებთ:⇒ VIDEO: გინება და ჩხუბი მეტროში - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება⇒ პლეხანოველი მარინას უკანასკნელი ინტერვიუ „პრაიმტაიმის“ არქივიდან - მოპარული შვილი და გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გამხელილი ოცნებები⇒ ზოდიაქოს ეს ნიშნები არასოდეს გიღალატებენ და საუკეთესო მეგობრობას გაგიწევენ⇒ „დიდი ხანია, თავი ასე კარგად არ მიგრძნია...“ - რას ამბობს ნატალია ყიფშიძე პირადსა და მშობლებზე

ბრიტნი

მსოფლიო 1688755698

ბრიტნი სპირსი კალათბურთელის, ვიქტორ ვემბანიამის დაცვამ სასტუმრო Aria-ში სცემა - საქმეს პოლიცია იძიებს

TMZ იუწყება, რომ : ლას-ვეგასის პოლიცია ფრანგი კალათბურთელის "სან ანტონიოს" დაცვის, ვიქტორ ვემბანიამის მიერ ამერიკელი მომღერლის ბრიტნი სპირსის ცემის საქმეს იძიებს. TMZ-ის ცნობით, შემთხვევა 6 ივლისს ღამით სასტუმრო Aria-ში მოხდა.ტაბლოიდის ცნობით, სპორტსმენი სასტუმროში იმყოფებოდა, როცა პოპ-ვარსკვლავმა შენიშნა. ის ამტკიცებს, რომ კალათბურთელთან სურათის გადაღება სურდა და წარმატების მილოცვა, რის შემდეგაც მას დაარტყეს და  მომღერალი მიწაზე დაეცა. სპირსის წარმომადგენლებმა მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინეს პოლიციას.თავდამსხმელი უკვე იდენტიფიცირებულია. აღმოჩნდა, რომ ეს იყო კალათბურთელის დაცვის თანამშრომელი დამიან სმიტი, რომელიც ასევე არის სან ანტონიოს კლუბის დაცვის დირექტორი. დიდი ალბათობით, გამოძიების დაწყების მიუხედავად, ეს საქმე საოლქო პროკურატურას გადაეცემა და კაცს ბრალი არ წაუყენებენ. როგორც გამოცემის წყაროებმა განმარტეს, საქმე არ განიხილება როგორც კრიმინალური, რადგან სმიტი არ ცდილობდა მომღერლისთვის ზიანის მიყენებას, არამედ იცავდა ვემბანიამას.ასევე დაგაინტერესებთ:  ორი ექიმი სასამართლო დარბაზში დააკავეს, ერთზე ძებნა გამოცხადდა - პროკურატურის განცხადება მეგი ბაქრაძის საქმეზეალენ დელონის შვილები, მამის „კომპანიონ“ ქალს სასამართლოში უჩივიან

ოზონი

მსოფლიო 1688754515

ცნობილი კომპანიის, „ოზონის“ თანამშრომლებს შორის სასიკვდილო ინფექცია გავრცელდა - ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით იხოცებიან

ეკატერინბურგში ამანათების გამანაწილებელი, ცნობილი კომპანიის, „ოზონის“ თანამშრომლებს შორის სასიკვდილო ინფექციის გავრცელება დაფიქსირდაროსპოტრებნადზორი: მენინგოკოკური ინფექცია გამოვლინდა ეკატერინბურგში ოზონის 7 თანამშრომელში. საშიში დაავადების გავრცელების შესახებ ინფორმაციას სვერდლოვსკის ოლქის როსპოტრებნადზორის დეპარტამენტი ავრცელებს.დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფიცირების შვიდი დადასტურებული შემთხვევაა, გამოვლენილია საკონტაქტო პირების წრე. გადაუდებელი ვაქცინაცია 60-ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა, ზოგიერთს დაავადების პრევენციისთვის ანტიბიოტიკები დაუნიშნეს.„ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის დროს განისაზღვრა კერების საზღვრები ინფიცირებული მოქალაქეების საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებზე. გატარდა ანტიეპიდემიური და პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის შენობის გაძლიერებული დეზინფექცია, სამედიცინო და ლაბორატორიული გამოკვლევა. ორგანიზებული იყო საკონტაქტო პირები“, - ნათქვამია როსპოტრებნადზორის განცხადებაში.მენინგოკოკურმა ინფექციამ შეიძლება გავლენა იქონიოს ტვინზე და გამოიწვიოს სიკვდილი. დაავადება განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის. ზოგიერთი ადამიანი საკმაოდ ადვილად გადაიტანს მენინგიტს, სავარაუდოდ ანტიგენური დაცვის ან ანტისხეულების გამო. თუმცა, სწორედ ისინი ხდებიან ხშირად საშიში დაავადების მატარებლები, რომელიც ადვილად ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. ინფექცია განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება იმავე ოთახში, როგორც ეს შეიძლება მოხდეს საწყობის თანამშრომლებთან, რომლებიც ცხოვრობდნენ ან მუშაობდნენ ერთმანეთის გვერდით.ეკატერინბურგში ოზონის თანამშრომლებს შორის მენინგოკოკური ინფექციის პირველი მსხვერპლი იყო 46 წლის თანამშრომელი, სახელად ანა. ამის შესახებ SHOT იუწყება.ინფორმაცია ქალის გარდაცვალების შესახებ სამუშაო ჩატებში 26 ივნისს გამოჩნდა. ამის შემდეგ მენეჯმენტმა შემოსასვლელში შემოიღო ნიღბის რეჟიმი და ტემპერატურის გაზომვა.მეორე მსხვერპლი 21 წლის კალათბურთელი კირილია. ახლა ქალაქის საავადმყოფოებში ინფექციაზე ეჭვმიტანილია რვა ადამიანი. ბოლო ორი პაციენტი საავადმყოფოში  6 ივლისს მოათავსეს.  ასევე დაგაინტერესებთ:ორი ექიმი სასამართლო დარბაზში დააკავეს, ერთზე ძებნა გამოცხადდა - პროკურატურის განცხადება მეგი ბაქრაძის საქმეზეალენ დელონის შვილები, მამის „კომპანიონ“ ქალს სასამართლოში უჩივიან

მეგი ბაქრაძის საქმე

სამართალი 1688752712

ორი ექიმი სასამართლო დარბაზში დააკავეს, ერთზე ძებნა გამოცხადდა - პროკურატურის განცხადება მეგი ბაქრაძის საქმეზე

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სასამართლომ სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ,,პრაიმტაიმი" უცვლელად გთავაზობთ:,,თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ახალციხის კლინიკა იმედის" ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „ახალციხის კლინიკა იმედი“-ს ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სტატუსით გამოკითხვისას შპს „ახალციხის კლინიკა იმედის” ექიმმა, ექთანმა და რეანიმაციული განყოფილების უმცროსმა ექიმმა, მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლის მიერ გაფრთხილებულები იყვნენ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და ექიმისთვის პასუხისმგებლობის არიდების მოტივით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. გამოკითხვისას ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, იმუნიზაციის ექიმმა მათი თანდასწრებით პაციენტს ადრენალინი გაუკეთა, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ სინამდვილეში ბრალდებულს დაზარალებულისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია.მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) წარედგინათ.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ორ ბრალდებულს 3-3 წლით, ხოლო ერთს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ორი ბრალდებული სასამართლო დარბაზში დააკავეს, ხოლო ერთი ბრალდებულის მიმართ გამოცხადდა ძებნა.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამავე საქმეზე, ერთ-ერთ ბრალდებულს ავადმყოფის განსაცდელში მიტოვების ფაქტზე, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილი) წარდგენილი აქვს ბრალდება და თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს", - აღნიშნულია განცხადებაში.ასევე ნახეთ:შავ ზღვაში, 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვესთბილისში, კაცი ცოლს სასტიკად გაუსწორდა - ქალი რეანიმაციაში, უგონო მდგომარეობაშიაგარდაცვლილია საპატრიარქოს დამლაგებელი - "კურიერის" ინფორმაციით, იგი მეუფე შიოს სამუშაო ოთახსაც ალაგებდა,,განზრახ გადაყარა წყალში, სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა..." - 16 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე 3 პირი დააკავეს

megi baqradze

სამართალი 1688742234

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, სასამართლომ 3 ექიმი დამნაშავედ ცნო - მათ პატიმრობა მიესაჯათ

ახალციხის კლინიკა "იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე პირადი მოტივით ცრუ ჩვენების მიცემაში ამავე კლინიკის ბრალდებული ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე და კიდევ ორი პირი - თეა გზირიშვილი და ბექა ლიპარტელიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.ვიოლეტა ინასარიძე და თეა გზირიშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე აიყვანეს. რაც შეეხება ბექა ლიპარტელიანს, ის განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.მოსამართლის გადაწყვეტილებით, თეა გზირიშვილს 2 წელი და 6 თვე, ვიოლეტა ინასარიძესა და ბექა ლიპარტელიანს კი, 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდათ შეფარდებული.  ასევე ნახეთ:შავ ზღვაში, 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვესთბილისში, კაცი ცოლს სასტიკად გაუსწორდა - ქალი რეანიმაციაში, უგონო მდგომარეობაშიაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

მეგი ბაქრაძ

სამართალი 1672328919

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს მოსამართლემ 4 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

ვაქცინაციის შემდეგ დაღუპული ახალგაზრდა ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომა დღეს, 29 დეკემბერს გაიმართა.პროკურატურა ვიოლეტა ინასარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად 5 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საფუძველი არ არსებობდა. საბოლოოდ სასამართლომ ექიმს 4 000 ლარიანი გირაო შეუფარდა – ამ თანხის გადახდისთვის მას 30 დღის ვადა აქვს.

მეგი ბაქრაძ

სამართალი 1672222323

ცნობილია, რა დადგენილება გამოიტანა პროკურატურამ მეგი ბაქრაძის საქმეზე

საქართველოს პროკურატურამ „ახალციხის კლინიკა იმედი“-ს ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ამავე კლინიკის ექიმის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 18 მარტს, ქ. ახალციხეში, შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“, ამავე კლინიკის თანამშრომელს - ექთან მეგი ბაქრაძეს ასტრაზენეკას ვაქცინით „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა.როგორც უწყებაში აცხადებენ, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანების თანახმად, ვაქცინირებული პირი 30 წუთის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, რა დროსაც ექიმი ვალდებული იყო ვაქცინაციის შემდგომი შესაძლო გართულების შემთხვევაში პაციენტისთვის გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია.ექიმმა ვაქცინაციიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, მეგი ბაქრაძე დაყოვნების ოთახში ნახა, რა დროსაც მას კისრის და გულმკერდის ზედაპირზე აღენიშნებოდა სიწითლე და ვენაში კათეტერის ჩადგმა მიმდინარეობდა, რაც ვაქცინაციის შემდეგომ გართულებას და ანაფილაქსიად მიჩნეულ მდგომარეობას წარმოადგენდა. აქვე, აღსანიშნავია, რომ ანაფილაქსია შეფასებულია როგორც სწრაფად მანიფესტირებადი სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია.„მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულმა ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა და ვალდებული იყო შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, არასაპატიო მიზეზით არ გაუწია სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება და კლინიკის ტერიტორია დატოვა.ვინაიდან მეგი ბაქრაძეს, ექიმის მიერ არ გაეწია დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც კატასტროფის ბრიგადამ პაციენტი თბილისში, მდებარე „თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ გადაიყვანა, სადაც მეგი ბაქრაძე ასტრაზენეკას ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების შედეგად, ანაფილაქსიური შოკით, 2021 წლის 19 მარტს გარდაიცვალა.ექიმის მიმართ გამოტანილია ბრალდების შესახებ დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამავე საქმეზე, პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სამ პირს, მათ შორის ხსენებულ ექიმს აქვს ბრალდება წარდგენილი და თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს“, - აცხადებენ პროკურატურაში,.

პროკურატურა

სამართალი 1672218861

LIVE: საგანგებო ბრიფინგი პროკურატურაში

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის  სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა.ბრიფინგი 14:00 საათზე დაიწყება.„პრაიმტაიმი“ ბრიფინგს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ცნობისთვის, 27 წლის მეგი ბაქრაძეს ახალციხის კლინიკა იმედში, კორონავირუსზე აცრის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა, თუმცა, ექთნის გადარჩენა ვერ შეძლეს. მეგი ბაქრაძის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის ბრადებულ ახალციხის კლინიკა იმედის 2 ექიმს და 1 ექთანს აღკვეთის ღონისძიებად 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. 

megi baqradze

სამართალი 1671393621

მეგი ბაქრაძის საქმეზე სამხარაულის დასკვნა მზადაა - ექთნის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის საქმეზე სამხარაულის დასკვნა მზადაა, დასკვნის მიხედვით, მეგი ბაქრაძე ანაფილაქსიური შოკით გარდაიცვალა.„დასკვნა არ გადმოგვცეს. გვქონდა ერთ საათზე მეტი საუბარი. შეგვითანხმდნენ, რომ ხუთ სამუშაო დღეში, მომდევნო კვირის პარასკევს გადმოგვეცემა დასკვნა. რა მიზეზითაც ახლა არ გადმოგვცეს, განმარტეს, რომ ამას დადგენილებაშიც ჩაწერენ. საბოლოო ჯამში, მოვახერხეთ მხოლოდ გაცნობა ზედაპირულად. დასკვნა საკმაოდ მოცულობითია. დასკვნაში გარდაცვალების მიზეზად ანაფილაქსიური შოკი წერია“,– აცხადებს ადვოკატი, ნინო ამაღლობელი „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბრისას.თუ რა გახდა ანაფილაქსიური შოკის გამომწვევი მიზეზი, მომდევნო კვირას, ადვოკატებისთვის დასკვნის გადაცემის შემდეგ გახდება ცნობილი.კლინიკა „იმედის“ ექთანი, მეგი ბაქრაძე ახალციხეში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ასტრაზენეკას“ გაკეთების შემდეგ ცუდად  2021 წლის 18 მარტს გახდა. იმავე დღეს ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახალგაზრდა ქალი 19 მარტს გარდაიცვალა.კლინიკა „იმედში“ გაცემული ჯანმრთელობის ცნობაში ახალგაზრდა ექთნის  გარდაცვალების რამდენიმე სავარაუდო მიზეზი ეწერა, მათ შორის ანაფილაქსიური რეაქცია, რაც ამ დროის მონაცემებით ექსპერტიზის დასკვნითაც დადასტურდა. მიზეზებს შორის ეწერა ფილტვის ემბოლიაც. ლევან რატიანის განცხადებით მათ კლინიკაში პაციენტი „სამბალიანი კომით შეიყვანეს“. ექთნის გარდაცვალების დეტალებზე დღემდე არ საუბრობდნენ ჯანდაცვის სამინისტროში. უწყებაში აცხადებდნენ, რომ ექსპერტიზის პასუხს ელოდებოდნენ. რა პოზიცია ექნება სამინისტროს მომხდარზე, ამ ეტაპზე უცნობია.

მეგი ბაქრაძის საქმე

სამართალი 1657175823

რა თანხა მოუგო კლინიკას რეანიმატოლოგმა, რომელიც გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის გამო სამსახურიდან მოხსნეს?

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, კლინიკა „იმედის“ წინააღმდეგ, გათავისუფლებული რეანიამტოლოგის სარჩელზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.კლინიკას ექიმისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს.მოსამართლის, გადაწყვეტილებით, გიორგი აფციაურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი კლინიკა იმედის 1–ელი ივლისის ბრძანება გიორგი აფციაურის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. რეანიმატოლოგის სამსახურის აღდგენის ნაწილში კი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. „კლინიკა „იმედს“, გიორგი აფციაურის სასარგებლოდ, სამსახურში აღდგენის ნაცვლად, კომპენსაციის სახით16 161, 56 ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურება დაეკისროს. ასევე, კლინიკას დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 1–ელი ივლისიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე, ყოველთვიურად 8080 ლარის და 56 თეთრის ოდენობით“, – განაცხადა მოსამართლე, მაია ჯავახიშვილმა.გიორგი აფციაურის სასარგებლოდ, კლინიკა „იმედს“ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, 1000 ლარის ანაზღაურებაც.გიორგი აფციაური ახალციხის კლინიკა „იმედიდან“ 2021 წლის 30 ივნისს, გაათავისუფლეს.

bakradzis bavSvebi

საზოგადოება 1652378280

"დედა დღეს, სამორიგეოდ წავიდოდა, მერე სამსახურიდან უნდა მოდიოდესო" - 27 წლის მეგი ბაქრაძის მცირეწლოვანი შვილების სულისშემძვრელი ისტორია

"უკვე თვეებია, ბავშვები საათს მისჩერებიან, ამბობენ, დედა ამ დროს სამსახურიდან უნდა მოსულიყო... ახლა, უნდა მიდიოდეს... დღეს, სამორიგეოდ უნდა იყოს წასულიო..." - ასე იწყებს "პრაიმტაიმთან" საუბარს ვაქცინაციის დროს გარდაცვლილი 27 წლის მეგი ბაქრაძის დედა, ირმა ტეფნაძე. ის შვილიშვილების უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ პატარა შვილები საათის ციფერბლატთან "ცხოვრობენ" და დედის სამსახურში წასვლის და მერე, უკან დაბრუნების დროს ითვლიან...27 წლის მეგის მეუღლე, 7 წლის სალომე და 9 წლის საბა დარჩა. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ ბავშვების ცხოვრებაში მამა აქტიურადაა ჩართული. ირმა ამბობს, რომ ის სამაგალითო მამაა. მოზარდებს ტრაგედიის დაძლევაში ბიძა და მისი შვილებიც ძალიან ეხმარებიან. თავად ირმა ტეფნაძე ემიგრაციაში იყო, როცა შვილი დაეღუპა. ის მაშინ, დაბრუნდა, საქართველოში 2 თვე დარჩა და მერე ისევ ემიგრანტის ცხოვრებას იტალიაში დაუბრუნდა, ახლაც საზღვარგარეთ იმყოფება."იტალიაში ვიყავი, როცა ეს საზარელი ამბავი გავიგე, შვილი დავკარგე. რამდენადაც სწრაფად შეიძლებოდა ჩამოსვლა, ჩამოვედი. სახლში 2 თვე ვიყავი, მერე ისევ იტალიაში სამუშაოდ დავბრუნდი და ახლაც აქ ვარ. ბავშვებს საოცარი მამა ჰყავთ, ის სამაგალითოა და ვისურვებდი, ყველა ბავშვს ასეთი მზრუნველი მამა ჰყავდეს. მე ჩემს სიძეს ვერ ვესაუბრები, ემოციურად არ ვარ მზად, არ შემიძლია... ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ ვესაუბრე, დაბადების დღე მივულოცე და მერე - აღდგომას. ბავშვები საათს მისჩერებიან, რაც დედა დაკარგეს, უკვე თვეებია, ბავშვები საათს მისჩერებიან, ამბობენ, დედა ამ დროს სამსახურიდან უნდა მოსულიყო... ახლა, უნდა მიდიოდეს... დღეს, სამორიგეოდ უნდა იყოს წასულიო... ასე ცხოვრობენ, თუმცა ყველა ცდილობს ტრაგედია დააძლევინონ, ბიძამისს ბავშვები ჰყავს, ხან მათთან არიან ესენი, ხან ის ბავშვები მოდიან და ასე გადის დღეები. მე ჩემს თავს არ დავეძებ.... ბავშვები მეცოდებიან, ღმერთმა მათ მისცეს ძალა, უდედობის სიმწარეს გაუმკლავდნენ..." - ამბობს ირმა ტეფნაძე. 

megi bakradzde

საზოგადოება 1652201160

ვინმე რომ დააპატიმრონ მათი შვილებიც ხომ გამწარდებიან, პატარებმა რა დააშავეს?! - მეგი ბაქრაძის დედის პირველი კომენტარი ექიმის სკანდალურ ჩვენებაზე

ახალციხეში აცრის შემდეგ გარდაცვლილი 27 წლის ექთნის საქმე ისევ ბუნდოვანია. ალაპარაკდა საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე - ექიმი, რომელსაც კლინიკამ, მისი მტკიცებით, ტყუილი ათქმევინა.როგორც ირკვევა, ცუდად გახდომის შემდეგ მეგი ბაქრაძეს საჭირო დახმარება არ აღმოუჩინეს, ექიმს არ გაუკეთებია ადრენალინი, ტყუილი ჩაიწერა პაციენტის ისტორიასა და ფორმა 100–შიც. ექიმი კი ყველაფერში კლინიკის მენეჯმენტს ადანაშაულებს. ამის შესახებ მედიკოსმა ვიოლეტა ინასარიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. ამის შესახებ "პრაიმტაიმი" გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის დედას, ირმა ტეფნაძეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ გამოძიების იმედი აქვს და სჯერა, რომ სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს. "იმედი მქონდა, რომ სიმართლე გამოაშკარავდებოდა, მაგრამ არ ველოდი, რომ ვიოლეტა ასე ნაძირლურად მოიქცეოდა და თავიდან ამ სიმართლეს დამალავდა. მართალია, ახლა ალაპარაკდა, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია: ვიოლეტას ტყუილის თქმის გარკვეული ინტერესი ჰქონდა, თუმცა როცა მიხვდა, რომ მხოლოდ მისი პასუხისმგებლობა დადგებოდა, თავის გადასარჩენად ჩვენება შეცვალა და სიმართლე თქვა, ესაა ჩემი ვერსია. დიდი იმედი მაქვს, რომ პროკურატურა ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. შესაძლოა, გამოძიება იქამდეც მივიდეს, რომ მეგიმდე ათობით ადამიანის ვაქცინაცია მოხდა, ტყუილი აღმოჩნდეს. ჩვენ ვიცით, რომ ჩემი შვილი პირველი აიცრა. ასევე ტყუილია, რომ მეგის ემოციური ფონი ჰქონდა, ის უმშვიდესი ადამიანი გახლდათ. ერთგვარი შევბაა, ყველამ გაიგოს, სინამდვილეში რა მოხდა - ჩემთვისაც კი მოუწერიათ, რომ მეგიმ აბორტი არ გაიკეთაო? ვეუბნები არა-მეთქი, მაგრამ ეს ჭორი მაინც დადის. მე არ ვამბობ, რომ შვილი ძალით მომიკლეს, მათ შეცდომა უვიცობით და გამოუცდელობით დაუშვეს, რომელსაც მეგის სიცოცხლე შეეწირა. - რა არის ოჯახის მოთხოვნა?- მე მხოლოდ სიმართლის გამოაშკარავება მინდა. ვინმე რომ დააპატიმრონ, შვილები მათაც ხომ ჰყავთ... მათი შვილებიც ხომ გამწარდებიან, პატარებმა რა დააშავეს?! სამართლიანობის აღდგენას კი იმიტომ ვითხოვ, რომ სხვამ შეცდომა აღარ დაუშვას, სხვა დედას შვილი აღარ მოუკვდეს დაუდევრობით და პატარები არ დაობლდნენ. ერთხელ ვიოლეტას facebook გვერდზე შევედი - შვილთან ერთად ჩახუტებულს ფოტო დაედო... ჩემი შვილი რომ ცოცხალი იყოს, ისიც ხომ ჩაეხუტებოდა თავის შვილებს?!