„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, კლინიკა „იმედის“ წინააღმდეგ, გათავისუფლებული რეანიამტოლოგის სარჩელზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
კლინიკას ექიმისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს.
მოსამართლის, გადაწყვეტილებით, გიორგი აფციაურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი კლინიკა იმედის 1–ელი ივლისის ბრძანება გიორგი აფციაურის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. რეანიმატოლოგის სამსახურის აღდგენის ნაწილში კი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
„კლინიკა „იმედს“, გიორგი აფციაურის სასარგებლოდ, სამსახურში აღდგენის ნაცვლად, კომპენსაციის სახით
16 161, 56 ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურება დაეკისროს. ასევე, კლინიკას დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 1–ელი ივლისიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე, ყოველთვიურად 8080 ლარის და 56 თეთრის ოდენობით“, – განაცხადა მოსამართლე, მაია ჯავახიშვილმა.
გიორგი აფციაურის სასარგებლოდ, კლინიკა „იმედს“ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, 1000 ლარის ანაზღაურებაც.
გიორგი აფციაური ახალციხის კლინიკა „იმედიდან“ 2021 წლის 30 ივნისს, გაათავისუფლეს.