1732386875
ბრიტნი სპირსი კალათბურთელის, ვიქტორ ვემბანიამის დაცვამ სასტუმრო Aria-ში სცემა - საქმეს პოლიცია იძიებს
TMZ იუწყება, რომ : ლას-ვეგასის პოლიცია ფრანგი კალათბურთელის "სან ანტონიოს" დაცვის, ვიქტორ ვემბანიამის მიერ ამერიკელი მომღერლის ბრიტნი სპირსის ცემის საქმეს იძიებს. TMZ-ის ცნობით, შემთხვევა 6 ივლისს ღამით სასტუმრო Aria-ში მოხდა.
ტაბლოიდის ცნობით, სპორტსმენი სასტუმროში იმყოფებოდა, როცა პოპ-ვარსკვლავმა შენიშნა. ის ამტკიცებს, რომ კალათბურთელთან სურათის გადაღება სურდა და წარმატების მილოცვა, რის შემდეგაც მას დაარტყეს და მომღერალი მიწაზე დაეცა. სპირსის წარმომადგენლებმა მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინეს პოლიციას.
თავდამსხმელი უკვე იდენტიფიცირებულია. აღმოჩნდა, რომ ეს იყო კალათბურთელის დაცვის თანამშრომელი დამიან სმიტი, რომელიც ასევე არის სან ანტონიოს კლუბის დაცვის დირექტორი. დიდი ალბათობით, გამოძიების დაწყების მიუხედავად, ეს საქმე საოლქო პროკურატურას გადაეცემა და კაცს ბრალი არ წაუყენებენ. როგორც გამოცემის წყაროებმა განმარტეს, საქმე არ განიხილება როგორც კრიმინალური, რადგან სმიტი არ ცდილობდა მომღერლისთვის ზიანის მიყენებას, არამედ იცავდა ვემბანიამას.
ასევე დაგაინტერესებთ:
ალენ დელონის შვილები, მამის „კომპანიონ“ ქალს სასამართლოში უჩივიან