ჰაკერი

მსოფლიო 1695482420

ჰაკერებმა რუსული მონაცემთა ბაზა გატეხეს და ასობით მილიონი საჰაერო ფრენის შესახებ მონაცემები მოიპოვეს

უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედმა ჰაკერებმა Sirena-Travel-ის დაჯავშნის სისტემის რუსული მონაცემთა ბაზა გატეხეს. მათ მიიღეს ინფორმაცია 664 მილიონი ფრენის შესახებ 16 წლის განმავლობაში. ამის შესახებ შეტყობინება ჰაკერთა საზოგადოების ტელეგრამის არხზე გავრცელდა.დაზუსტებით უცნობია, რომელი სამთავრობო და უსაფრთხოების სააგენტოები შეიძლება იდგნენ თავად ჯგუფის უკან. მოპოვებული ორი მონაცემთა ბაზა, როგორც ჰაკერები წერენ, შეიცავს მგზავრების ტელეფონის ნომრების თითქმის 3,5 მილიარდ ჩანაწერს და 664,6 მილიონ ჩანაწერს მგზავრების პერსონალური მონაცემებით, ფრენის ნომრებით, მარშრუტებით, ტარიფებით, მგზავრთა ტელეფონის ნომრებით, პირადი ნომრებით და ა.შ. მონაცემები მოიცავს 2007 წლიდან 2023 წლამდე პერიოდს.ჰაკერების ჯგუფის წყარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ KibOrg არ გეგმავენ ეს მონაცემები გაასაჯაროოს.ჰაკერებმა მონაცემთა ბაზიდან მხოლოდ ორი „ნიმუში“ გამოაქვეყნეს ინტერნეტში. ერთი ეხება ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის და როსნეფტის დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრის, კარინ კნაისლის ფრენების შესახებ ინფორმაციას, რომელიც ზაფხულში რუსეთში გადავიდა. მეორე კი ეხება პუტინის მეგობარი ქალის, ალინა კაბაევას მინსკიდან მოსკოვში ბოლო ფრენის მონაცემებს.

ალინა კაბაევა

მსოფლიო 1677238860

ბრიტანეთმა ალინა კაბაევას დედას სანქციები დაუწესა – „პუტინის მეგობარი ქალის ოჯახი მილიონობით ფუნტის ქონებას ფლობს“

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.ახალი პაკეტი ითვალისწინებს ყველა იმ პროდუქციის რუსეთში შეტანას, რომელსაც შესაძლოა კრემლი სამხედრო წარმოებისთვის იყენებდეს.დღევანდელი ამკრძალავი ზომები ზრდის ზეწოლას რუსულ ელიტაზე. სანქციების ქვეშ მოხვდა რამდენიმე ცნობილი გვარი:მატიას ვარნიგი - პუტინის ახლო მეგობარი, Nord Stream 2-ის აღმასრულებელი დირექტორი და წარსულში რუსული ენერგეტიკული კომპანიების Transneft-ისა და Rosneft-ის გამგეობის წევრი.ლიუბოვ კაბაევა - ყოფილი რუსი ტანმოვარჯიშის, სათათბიროს დეპუტატის ალინა კაბაევას დედა. თავად ალინა კაბაევას, სავარაუდოდ, ახლო პირადი ურთიერთობა აქვს პუტინთან. კაბაევების ოჯახი, გავრცელებული ინფორმაციით, ფლობს მილიონობით ფუნტის ღირებულების ქონებას რუსეთში.ალექსეი დიუმინი - პუტინის დაცვის ყოფილი უფროსი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ყირიმის ანექსიაში. დიუმინი აქტიურად იყო ჩართული უკრაინაში რუსი სამხედროების მხარდაჭერაში, მათ შორის რუსული დრონების სასწავლო სკოლის ფუნქციონირებასა და ხელშეწყობაში.ალექსეი კოზაკი - ყოფილი ვიცე-პრემიერი და პუტინის მოკავშირე დიმიტრი კოზაკის ვაჟი.სანქციების დაუწესდა “გაზპრომისა“ და “აეროფლოტის“ 20 აღმასრულებელ პირს, მათ შორის “გაზპრომის“ თავმჯდომარეს და რუსეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ზუბკოვს, ასევე ორ მოქმედი რუს მინისტრს.

ალინა და პუტინი

მსოფლიო 1674843896

„პუტინის და კაბაევას საიდუმლო ვაჟი, რომელიც მამას ძალიან ჰგავს“ - რა ფოტოს აქვეყნებს რუსი პოლიტიკოსი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები რუსი პოლიტიკოსი კონსტანტინ ბოროვოი სოციალურ ქსელში ბავშვის ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ბიჭი ვლადიმერ პუტინის და ალინა კაბაევას ვაჟია.მისივე ინფორმაციით, ფოტოები 2021 წლით თარიღდება.„დიმიტრი ვლადიმეროვიჩ კაბაევი ალინა მარატოვნა კაბაევას ვაში, ტრილიონერი...“ ,- წერს პოლიტიკოსი.ფოტოებს „ფეისბუქ“ მომხმარებლების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.„ძალიან ჰგავს მამას.. რომ გაიზრდება ვინაობას დამალავს...ეტყობა რაც გაიზრდება...“, - წერენ სოციალურ ქსელში. 

ალინა კაბაევა

მსოფლიო 1665778020

ალინა კაბაევას სახლი შვეიცარიაში 75,5 მილიონ დოლარად იყიდება - „დოსიე“

შვეიცარიაში მდებარე ვილა, რომლითაც სავარაუდოდ რუსი ოლიმპიური ჩემპიონი, ალინა კაბაევა სარგებლობდა, 75 მილიონ შვეიცარიულ ფრანკად (დაახლოებით 75,5 მილიონ ამერიკულ დოლარად) გაიტანეს გასაყიდად. ამის შესახებ საზღვარგარეთ მცხოვრები რუსი ოპოზიციონერის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებული საიტი "დოსიე" იუწყება.„დოსიეს“ კორესპონდენტი დაუკავშირდა აგენტს, რომელიც ამ ობიექტის გაყიდვით არის დაკავებული. კაბაევა - „ნაციონალური მედია ჯგუფის“ ტოპ-მენეჯერს, რომელსაც ბევრი ჟურნალისტური გამოძიება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შვილების დედას უწოდებს, - საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება რუსეთის პრეზიდენტთან მჭიდრო ურთიერთობის გამო.კერძო სახლი შვეიცარიასა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ მუნიციპალიტეტში, კოლონიში, მდებარეობს. ამ სახლს კაბაევას შვეიცარიაში ცხოვრების შესახებ მიძღვნილ სტატიაში ახსენებს Wall Street Journal-იც, რომლის თანახმად ტანმოვარჯიშე ქალი იქ ლუგანოს რეზიდენციაში და ასევე კოლონიში, შვეულმფრენის მოედნიან ვილაში ცხოვრობდა. "დოსიეს" ჟურნალისტმა დაადგინა, რომ მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთ ვილას აქვს შვეულმფრენის ასაფრენ-დასაფრენი მოედანი.ვილა მდებარეობს Rampe de Cologny-ის ქუჩაზე, იმ კერძო სახლის გვერდით, რომელიც ადრე პრეზიდენტ პუტინის მეგობარ, გენადი ტიმჩენკოს ეკუთვნოდა."დოსიეს" კორესპონდენტი სახლის შეძენას ბანკირის თანაშემწის სტატუსით შეეცადა. აგენტმა თავდაპირველად მას უამბო დეტალები უძრავი ქონების შესახებ, ვიდრე არ მიიღო შეკითხვა, არის თუ არა ეს ვილა დაკავშირებული კაბაევას სახელთან. ეს შეკითხვა უპასუხოდ დარჩა, ხოლო მალე აგენტმა განაცხადა, რომ ობიექტი აღარ იყიდებოდა. ოფიციალური ჟურნალისტური მოთხოვნიდან მალევე, გაყიდვის შესახებ განცხადებაც მოიხსნა.წყარო: „რადიო თავისუფლება“

სანქციები

ომი უკრაინაში 1659507444

კანადის და აშშ-ს „შავ სიას" კიდევ 43 ადამიანი და 17 იურიდიული პირი დაემატა - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაფართოვდა

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი რაუნდი დააწესა და სიას დაამატა რამდენიმე მსხვილი რუსი ბიზნესმენებისა და კომპანია, მათ შორის მაგნიტოგორსკის რკინისა და ფოლადის კომბინატი (MMK) და მისი რიგი შვილობილი სტრუქტურა, მათ შორის ფონდი Skolkovo.აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები დაწესებულია რუსული ელიტის წევრებისა და ეკონომიკური სექტორის იმ კომპანიების მიმართ, რომლებსაც რუსეთის რეჟიმისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვთ.სანქციების სიაში ასევე მოხვდა ყოფილი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა, რომელსაც აშშ-ის ხაზინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფს უწოდებს. მანამდე კაბაევას წინააღმდეგ სანქციები დააწესეს კანადამ და გაერთიანებულმა სამეფომ.სამშაბათს კანადამ გააფართოვა სანქციები რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობისა და თავდაცვის საწარმოების წინააღმდეგ უკრაინაში ომთან დაკავშირებით.ე.წ. "შავ სიას" კიდევ 43 ადამიანი და 17 იურიდიული პირი დაემატა, მათ შორის, კიევის გარეუბან ბუჩაში მომხდარი "საზარელი მოვლენების" გათვალისწინებით, ნათქვამია კანადის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პუტინი და კაბაევა

მსოფლიო 1657437275

პუტინი „69 წლის ასაკში ისევ მამა გახდება“ - რას წერს Mirror-ი ექსკლუზიურად ამბავზე

უცხოური ტაბლოიდი ექსკლუზიურად იტყობინება, რომ 69 წლის ვლადიმერ პუტინი მალე ისევ მამა გახდება. იგი საყვარელი ქალისგან, ყოფილი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევასგან ბავშვს ელოდება. როგორც ამბობენ, მანამდე რუსეთის პრეზიდენტს კაბაევასგან უკვე შეეძინა ორი შვილი. ახლა წყვილი ქალიშვილს ელოდება.წყარო ირწმუნება, რომ როდესაც პუტინს ამის შესახებ უთხრეს, მან თქვა: „მე მყავს საკმარისი შვილი, და უკვე მყავდა საკმარისი ქალიშვილი დიდი ხნის წინ”.ამასთან , 2015 წლის მარტში აცხადებდნენ, რომ კაბაევას ვაჟი შეეძინა შვეიცარიის VIP კლინიკაში, ხოლო 2019 წელს მას მოსკოვში ტყუპები ეყოლა, მაგრამ შვეიცარაში მცხოვრებმა რუსმა გინეკოლოგმა 2022 წელს პრესას განუცხადა, რომ ორივე ბავშვი ბიჭი იყო, რაც შეიძლება იმას ნიშნავს, რომ პუტინს ჰყავს ორი ვაჟი, 7 და 3 წლის.  პუტინის პირადი ცხოვრება საიდუმლოებით არის მოცული - ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენი შვილი ჰყავს პრეზიდენტს.ცნობილია, რომ მას ჰყავს ქალიშვილები: აკადემიკოსი და ბიზნესმენი მარია ვოროცოვა, რომელიც 37 წლისაა და 35 წლის კატერინა ტიხონოვა, რომელიც მეცნიერი და ყოფილი მოცეკვავეა.  ორივე ქალიშვილი პუტინს ყოფილ მეუღლესთან, ლუდმილასთან ჰყავს.ორივე შვილს სანქციები აქვს დაწესებული დასავლეთის მიერ. ამასთან, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციები დაწესებული აქვს პუტინის ყოფილ მეუღლე ლუდმილა ოჩერეტნაიას,  საყვარელ ქალს ალინა კაბაევას და  პრეზიდენტის ახლო გარემოცვის სხვა წევრებს.

პუტინი და კაბაევა

მსოფლიო 1654286995

ევროკავშირმა სანქცირებულთა სიაში პუტინის საყვარელი ქალი შეიყვანა

ევროკავშირმა სანქცირებულთა სიაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სავარაუდო საყვარელი, ალინა კაბაევა შეიყვანა.ამავე სიაში ასევე მოხვდნენ პუტინის პრესსპიკერი პესკოვის ცოლი, მისი ვაჟი და ქალიშვილი, ასევე Yandex-ის თანადამფუძნებელი არკადი ვოლოჟი. ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სანქცირებულთა სიაში რუსეთის  პატრიარქი კირილიც იყო, თუმცა როგორც ოგვიანებით გახდა ცნობილი, ის სანქცირებულთა სიიდან უნგრეთის მოთხოვნით ამოიღეს.ხოსეპ ბორელმა სანქციების სიაში პუტინის პატრიარქის არყოფნა „კომპრომისზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის ხარჯები“ უწოდა.სანქციები ჯამში 18 იურიდიულ და 65 ფიზიკურ პირს დაექვემდებარა.

პუტინი

მსოფლიო 1654281691

მრავალმილიონიანი იახტები, ძვირად ღირებული სასახლეები და ფინანსური აქტივები - პუტინის ელიტა სანქციების კიდევ ერთ პაკეტში მოხვდა, შავს სიას 17 გავლენიანი გვარი დაემატა

მრავალმილიონიანი იახტები, ძვირად ღირებული სასახლეები და ფინანსური აქტივები - პუტინის ელიტა სანქციების კიდევ ერთ პაკეტში მოხვდა.ამერიკულ შავ სიას 17 გავლენიანი რუსის გვარი დაემატა, მათ შორის არის რუსული პროპაგანდის მთავარი რუპორი, მარია ზახაროვაც.ვაშინგტონის გარდა პერსონალური სანქციების მორიგი პაკეტი მიიღო ევროკავშირმაც, რომლის შავი სია რუსი ბიზნესმენების და სამხედროების გარდა, უკრაინელი კოლაბორაციონისტებითაც გამდიდრდა.ამასთან, ნომრით 1 171 - სანქცირებულთა სიაშია ალინა კაბაევა, რომელსაც საერთო შვილების გარდა პუტითან საერთო სალაროც აქვს.მარია ზახაროვა, რუსული პოლიტიკის ყველაზე გავლენიანი ქალი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციების სიაში შეიყვანა. ვაშინგტონმა გაყინა მისი ფინანსური ანგარიშები. საფრთხე ემუქრება ზახაროვას მეუღლის, ანდრე მაკაროვის მრავალმილიონიან ბიზნესსაც.თეთრი სახლის სანქციების ახალი პაკეტი შეეხო პუტინთან დაახლოებულ რუს ოლიგარქს ალექსეი მორდაშოვსაც. ფოლადის მაგნატის სახელით ცნობილ მილიარდერს სანქციები აქვს დაწესებული ევროკავშირის მხრიდანაც. მორდაშოვის ქონება 30 მილიარდ დოლარს აღწევს. სახაზინო დეპარტამენტი ყინავს ოლიგარქის და მისი ოჯახის აქტივებს, ძვირად ღირებულ იახტებსა და სასახლეებს.მორდაშოვი იმ მცირერიცხოვან ოლიგარქებს შორისაა, რომლებმაც საკუთარი ქონების გადარჩენა, ომის საჯარო დაგმობით სცადა, თუმცა ის დასავლურ სანქციებს მაინც ვერ გადაურჩა.კიდევ ერთი რუსი ოლიგარქი, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა, გოდ ნოსინოვია. წარმოშობით ებრაელი მილიარდერი ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა და ძირითადად უძრავი ქონების ბიზნესითაა დაკავებული. მას შემდეგ, რაც მისი გვარი სანქციების სიაში მოხვდა, გოდ ნოსინოვი ებრაელ ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტის თანამდებობიდანაც გადააყენეს.ვაშინგტონი ასევე სანქციებს უწესებს ცნობილ მუსიკოსს, ჩელისტ სერგეი როლდუგინს, რომელიც ცნობილია მეტსახელით - “პუტინის საფულე“. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ როლდუგინი განკარგავს ვლადიმერ პუტინის ოფშორულ აქტივებს. მისი სახელი ფიგურირებს პანამა ფეიფარსის დოკუმენტებშიც.აშშ-მა იურიდიული და ფიზიკური პირების წინააღმდეგ რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციის გამო შემოღებული სანქციების სია გუშინ გააფართოვა. სულ ჩამონათვალს კიდევ 17 რუსის გვარი დაემატა.

kabaeva-putin

ომი უკრაინაში 1652631360

რატომ არ დაუწესეს სანქციები პუტინის საყვარელ ქალს - პოლიტტექნოლოგის ხმაურიანი ინტერვიუ

არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხატვრულ ტანვარჯიშში ოლიმპიური, ევროპის ხუთგზის და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ალინა კაბაევა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სავარაუდო საყვარელია და მათ საერთო სამი შვილი ჰყავთ. აგრეთვე, მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ პუტინი უკურნებელი სენითაა დაავადებული, - ამის შესახებ ტელეკომპანია Украина 24-ის ეთერში პოლიტტექნოლოგმა მიხეილ შეიტელმანმა ისაუბრა."კაბაევას სანქციები იმიტომ არ დაუწესეს, რომ ის პუტინის არც მეუღლეა და არც საყვარელი, ეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დაფარვის მორიგი ოპერაციაა, რომლის უკან რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელის სექსუალურ სფეროში რაღაც პრობლემები იმალება. რუსი დიქტატორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარის გაკეთებისას, ამის თაობაზე პოლიტტექნოლოგმა მიხეილ შეიტელმანმა ტელეკომპანია Украина 24-ის ეთერში განაცხადა.პოლიტტექნოლოგმა პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დიდი ეჭვი გამოთქვა."პუტინი ძალიან ავადმყოფი ადამიანია, თუმცა არა ამდენად. მას გადაუდებელი ოპერაციის გაკეთება დღეს არ სჭირდება. არაფერი კრიტიკული არ დაემართება, არ არის საჭირო ამის დაჯერება. ეს, უფრო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დაფარვის ოპერაციაა", - თქვა შეიტელმანმა.პოლიტტექნოლოგის აზრით, ის მსგავსი სპეცოპერაციების ნიშნებს ხედავს, რომლებსაც სხვა სფეროებშიც ახორციელებენ: "როგორ მუშაობს ამ ორგანიზაციის დღევანდელი სტრუქტურა. ყოველი შემთხვევისთვის 100 ოპერაციას "გაისვრის". ჩვენ გვაქვს ოპერაცია, სახელწოდებით "პუტინი ავადაა".შემდეგ ამ ოპერაციის ფარგლებში, ვინც ამაზეა პასუხისმგებელი, რაღაც კონტენტი უნდა გაყიდოს. არის ოპერაცია "ახლა მოლდოვის დაპყრობას დავიწყებთ" და ვინ გასცემს ამ ოპერაციის კონტენტს. რაღაც მომენტში ეს ოპერაცია შეიძლება რეალური გახდეს. შეიძლება არც გახდეს. მთავარია, ერთდროულად და ბევრი გაავრცელონ".შეიტელმანს მიაჩნია, რომ კაბაევა ამ ოპერაციის ერთ-ერთი ნაწილია. ამაზე რიგი ნიშნები მიგვანიშნებს: "აი, არის კლასიკური ოპერაცია - ისტორია კაბაევაზე. ყველას სჯერა. მე ათასჯერ დამისვეს კითხვა, რატომ არ დაუწესეს კაბაევას სანქციები, მას ხომ პუტინისგან შვილები ჰყავს, მაგრამ როდესაც ჩვენ ვიცოდით, რომ პუტინს პირველი მეუღლისგან, ლუდმილასგან ნამდვილი შვილები ჰყავს, არ ვიცოდით, სად არიან ისინი, არავინ.აი, კაბაევას შვილების შესახებ კი რატომღაც ვიცით და რატომღაც ამაზე ერთადერთი სიახლე რუსეთში გამოცემამ გამოაქვეყნა (შემდეგ ჩვენ ავიტაცეთ), რომელიც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის გენერლის საკუთრება იყო. საკვირველია, არა?"შეიტელმანი ამბობს, რომ ოპერაციის მიზანია, პუტინის სექსუალური პრობლემების სხვა რამეზე გადატანა მოხდეს და თან მას ალფა-მამრის სახე მოუგონონ, რაც სინამდვილეში დიქტატორის ანტიპოდს წარმოადგენს:"კაბაევა არავითარი საყვარელი არ არის. რა პუტინის საყვარელი, რაში სჭირდება საყვარელი. ის ასექსუალური ადამიანია, როგორც მინიმუმ. მეტიც, დიდი ალბათობით, რაღაც უცნაური ან ჰომოსექსუალური გადახრების მქონე ან რაღაც მსგავსი ადამიანია. ეს მისი ყველა ქცევიდან მოჩანს...მაგრამ პრეზიდენტი-ჰომოსექსუალი რუსეთში დაუშვებელია. ეს როგორ, ჩვენს პრეზიდენტს... სანამ ჩვენ აქ, იქ მას... ეს ხომ რუსი ერისთვის მიუღებელია. აი, ალფა-მამრი კი რუსეთში ძალიან მისასალმებელია. თუმცა, თქვენ შეხედეთ პუტინს, გოგონებო, თქვენი აზრით, ის ალფა-მამრია? ის ვინ იყო? რუხი თაგვი.ის რომელ გოგონებს მოეწონებოდათ? გასაგებია, რომ გოგონები უარს ეუბნებოდნენ და ამასთან დაკავშირებით რაღაც ტრავმა აქვს. კაბაევას ისტორია ასეთი ტიპური, 90 პროცენტით რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ტყუილია". - წერს გამოცემა. 

მისი საყვარელი

მსოფლიო 1652444014

ალინა კაბაევას ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა პუტინის წინააღმდეგ მორიგი სანქციების პაკეტი გამოაქვეყნა, რომელშიც 1000-ზე მეტი ადამიანი შედის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.სანქცირებულთა შორისაა, პუტინის ყოფილი მეუღლე ლუდმილა ოჩერეტნაია,  ყოფილი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, პუტინის საყვარელი ქალია და  რუსეთი ფედერაციის პრეზიდენტის ახლო გარემოცვის სხვა წევრები.„ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების დაწესებას ყველასთვის, ვინც ეხმარება და ხელს უწყობს პუტინის აგრესიას უკრაინის გამარჯვებამდე“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.

შალვა ალინა პუტინი

მსოფლიო 1652382060

ვინ იყო პუტინის რჩეული ქალის ქუთაისელი სიყვარული, რომელზეც დაქორწინებას აპირებდა - ქართველების სარძლოს უცნობი ამბები

ბევრმა არ იცის, რომ რუსეთის პრეზიდენტთან სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებამდე კაბაევა ქუთაისელების სარძლო გახლდათ.48 წლის მილიციის კაპიტანი შალვა მუსელიანი და 34 წლის ალინა კაბაევა დღეს ალბათ, ოფიციალურ ქორწინებაში იქნებოდნენ,  მათ ცხოვრებაში ვლადიმერ პუტინი, რომ არ გამოჩენილიყო.ვინ არის შალვა მუსელიანი და გახდა თუ არა ალინა კაბაევასთან დაშორების მიზეზი რუსეთი პირველი პირი?ის საქართველოდან 1990 წლების დასაწყისში წავიდა. მუსელიანების ოჯახი ქუთაისის  ერთ-ერთ უბანში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე ცხოვრობს. სახლში შალვა მუსელიანის დედა გვხვდება.ირკვევა, რომ შალვა მუსელიანი, რომელსაც ახლობლები დათოს ეძახიან 90-იან წლებში, რუსეთში ასპირანტურაში ჩაბარების მიზნით ჩავიდა, თუმცა, ასპირანტურის ნაცვლად ადგილობრივი მილიციის განყოფილებაში მოეწყო.მოსკოვში გაიცნო მომავალი მეუღლე ოლღა, რომელთანაც ერთადერთი ქალიშვილი - ნანა შეეძინა. რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ოჯახი დაინგრა. ეს მას შემდეგ, რაც შალვა მუსელიანმა ალინა კაბაევა გაიცნო - მხატვრულ ტანვარჯიშში, ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. თავად ოლღამ, რომელიც ამჟამად მოსკოვში ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს, ჯერ კიდევ წლების წინ რუს ჟურნალისტს მოუყვა, რომ მეუღლესთან მისი დაშორების მიზეზი ალინა კაბაევა არ გამხდარა. თუმცა იქვე საინტერესო დეტალი გაამჟღავნა - შალვამ ალინას ძვირადღირებული „მერსედესი“ აჩუქაო.მოგვიანებით მედიამ ისიც გაარკვია, რომ მაღალი კლასის ავტომობილი კაბაევამ თავისი ფულით შეიძინა და მეტი რომანტიზმისთვის საქმროს საჩუქრად გაასაღა. კაბაევების ოჯახს სურდა შალვა მუსელიანი შეძლებულ სასიძოდ წარმოეჩინა, თუმცა, როგორც ჩანს, ალინამ გამოგონილ შეძლებულს ნამდვილი მილიარდერი არჩია, თანაც რუსეთის პირველი პირი.შალვა მუსელიანის დედა „პრაიმთაიმთან“ საუბარში ამბობს, რომ ამჟამად მის ვაჟს ალინა კაბაევასთან ურთიერთობა აღარ აქვს. „კი, რუსული პრესა წერდა, მაგრამ ახლა ვის მოაგონდა ეს ამბავი, ეს იყო წლების წინათ. ხომ გითხარი დამთავრდა-მეთქი. დიდი ხანია ერთად აღარ იყვნენ ისედაც“, - ამბობს მუსელიანის დედა. თავად ალინა კაბაევას ცხოვრება ელვის სისწრაფით შეიცვალა, რაც მისით რუსეთის პრეზიდენტი მოიხიბლა. ახალგაზრდა სექსუალურ სპორსტსმენს მედალი პირადად ვლადიმერ პუტინმა დაჰკიდა.აღსანიშნავია, რომ ქართველი შალვა მუსელინის მსგავსად ალინა კაბაევათი კრასნოდარის მხარის გუბერნატორის ვაჟიც იყო დაინტერესებული. ამ ამბის გახმაურების შემდეგ გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იგივე ბედი გაიზიარა შალვა მუსელიანმაც, რომელიც კაბაევასთან რომანის შემდეგ ქურდულ სამყაროსთან კავშირში და ქრთამის აღებაში დაადანაშაულეს.

ალინა კაბაევა

ტაბლოიდი 1651840110

სანქცირებულთა სიაში, შესაძლოა, პუტინის საყვარელი ქალიც მოხვდეს

სპორტსმენი ალინა კაბაევა, რომელსაც პუტინთან რომანს მიაწერენ, შესაძლოა, ევროკავშირის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესებულ სანქციების მეექვსე პაკეტის სიაში მოხვდეს, ამის შესახებ CNN წერს.გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიღებული არაა, თუმცა, გამორიცხული არაა, რომ ალინა კაბაევა სანქცირებულ ადამიანებს შორის, ამჯერად, ნამდვილად მოხვდეს.Wall Street Journal-მა აპრილში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს ოფიციალური პირები მსჯელობდნენ, დაეწესებინათ თუ არა სანქციები კაბაევას მიმართ, თუმცა, მაშინ მასზე სანქციები არ განხორციელდა, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, მიიჩნიეს, რომ ეს ნაბიჯი რუსეთსა და აშშ-ს შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობას კიდევ უფრო გაამწვავებდა.ჭორები კაბაევასა და პუტინს შორის რომანის შესახებ 2008 წლიდან ვრცელდება, მეტიც, ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტს კაბაევისგან სამი შვილი ჰყავს.