„პუტინის და კაბაევას საიდუმლო ვაჟი, რომელიც მამას ძალიან ჰგავს“ - რა ფოტოს აქვეყნებს რუსი პოლიტიკოსი

ალინა და პუტინი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები რუსი პოლიტიკოსი კონსტანტინ ბოროვოი სოციალურ ქსელში ბავშვის ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ბიჭი ვლადიმერ პუტინის და ალინა კაბაევას ვაჟია.

მისივე ინფორმაციით, ფოტოები 2021 წლით თარიღდება.

„დიმიტრი ვლადიმეროვიჩ კაბაევი ალინა მარატოვნა კაბაევას ვაში, ტრილიონერი...“ ,- წერს პოლიტიკოსი.

ფოტოებს „ფეისბუქ“ მომხმარებლების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„ძალიან ჰგავს მამას.. რომ გაიზრდება ვინაობას დამალავს...ეტყობა რაც გაიზრდება...“, - წერენ სოციალურ ქსელში.