შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1760805171
დიდმა ბრიტანეთმა პუტინის წინააღმდეგ მორიგი სანქციების პაკეტი გამოაქვეყნა, რომელშიც 1000-ზე მეტი ადამიანი შედის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სანქცირებულთა შორისაა, პუტინის ყოფილი მეუღლე ლუდმილა ოჩერეტნაია, ყოფილი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, პუტინის საყვარელი ქალია და რუსეთი ფედერაციის პრეზიდენტის ახლო გარემოცვის სხვა წევრები.
„ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების დაწესებას ყველასთვის, ვინც ეხმარება და ხელს უწყობს პუტინის აგრესიას უკრაინის გამარჯვებამდე“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.