პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შვეიცარიაში მდებარე ვილა, რომლითაც სავარაუდოდ რუსი ოლიმპიური ჩემპიონი, ალინა კაბაევა სარგებლობდა, 75 მილიონ შვეიცარიულ ფრანკად (დაახლოებით 75,5 მილიონ ამერიკულ დოლარად) გაიტანეს გასაყიდად. ამის შესახებ საზღვარგარეთ მცხოვრები რუსი ოპოზიციონერის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებული საიტი "დოსიე" იუწყება.
„დოსიეს“ კორესპონდენტი დაუკავშირდა აგენტს, რომელიც ამ ობიექტის გაყიდვით არის დაკავებული. კაბაევა - „ნაციონალური მედია ჯგუფის“ ტოპ-მენეჯერს, რომელსაც ბევრი ჟურნალისტური გამოძიება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შვილების დედას უწოდებს, - საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება რუსეთის პრეზიდენტთან მჭიდრო ურთიერთობის გამო.
კერძო სახლი შვეიცარიასა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ მუნიციპალიტეტში, კოლონიში, მდებარეობს. ამ სახლს კაბაევას შვეიცარიაში ცხოვრების შესახებ მიძღვნილ სტატიაში ახსენებს Wall Street Journal-იც, რომლის თანახმად ტანმოვარჯიშე ქალი იქ ლუგანოს რეზიდენციაში და ასევე კოლონიში, შვეულმფრენის მოედნიან ვილაში ცხოვრობდა. "დოსიეს" ჟურნალისტმა დაადგინა, რომ მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთ ვილას აქვს შვეულმფრენის ასაფრენ-დასაფრენი მოედანი.
ვილა მდებარეობს Rampe de Cologny-ის ქუჩაზე, იმ კერძო სახლის გვერდით, რომელიც ადრე პრეზიდენტ პუტინის მეგობარ, გენადი ტიმჩენკოს ეკუთვნოდა.
"დოსიეს" კორესპონდენტი სახლის შეძენას ბანკირის თანაშემწის სტატუსით შეეცადა. აგენტმა თავდაპირველად მას უამბო დეტალები უძრავი ქონების შესახებ, ვიდრე არ მიიღო შეკითხვა, არის თუ არა ეს ვილა დაკავშირებული კაბაევას სახელთან. ეს შეკითხვა უპასუხოდ დარჩა, ხოლო მალე აგენტმა განაცხადა, რომ ობიექტი აღარ იყიდებოდა. ოფიციალური ჟურნალისტური მოთხოვნიდან მალევე, გაყიდვის შესახებ განცხადებაც მოიხსნა.