ბრიტანეთმა ალინა კაბაევას დედას სანქციები დაუწესა – „პუტინის მეგობარი ქალის ოჯახი მილიონობით ფუნტის ქონებას ფლობს“

ალინა კაბაევა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

ახალი პაკეტი ითვალისწინებს ყველა იმ პროდუქციის რუსეთში შეტანას, რომელსაც შესაძლოა კრემლი სამხედრო წარმოებისთვის იყენებდეს.

დღევანდელი ამკრძალავი ზომები ზრდის ზეწოლას რუსულ ელიტაზე. სანქციების ქვეშ მოხვდა რამდენიმე ცნობილი გვარი:

მატიას ვარნიგი - პუტინის ახლო მეგობარი, Nord Stream 2-ის აღმასრულებელი დირექტორი და წარსულში რუსული ენერგეტიკული კომპანიების Transneft-ისა და Rosneft-ის გამგეობის წევრი.

ლიუბოვ კაბაევა - ყოფილი რუსი ტანმოვარჯიშის, სათათბიროს დეპუტატის ალინა კაბაევას დედა. თავად ალინა კაბაევას, სავარაუდოდ, ახლო პირადი ურთიერთობა აქვს პუტინთან. კაბაევების ოჯახი, გავრცელებული ინფორმაციით, ფლობს მილიონობით ფუნტის ღირებულების ქონებას რუსეთში.

ალექსეი დიუმინი - პუტინის დაცვის ყოფილი უფროსი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ყირიმის ანექსიაში. დიუმინი აქტიურად იყო ჩართული უკრაინაში რუსი სამხედროების მხარდაჭერაში, მათ შორის რუსული დრონების სასწავლო სკოლის ფუნქციონირებასა და ხელშეწყობაში.

ალექსეი კოზაკი - ყოფილი ვიცე-პრემიერი და პუტინის მოკავშირე დიმიტრი კოზაკის ვაჟი.

სანქციების დაუწესდა “გაზპრომისა“ და “აეროფლოტის“ 20 აღმასრულებელ პირს, მათ შორის “გაზპრომის“ თავმჯდომარეს და რუსეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ზუბკოვს, ასევე ორ მოქმედი რუს მინისტრს.