„ნიჭიერის“ გამარჯვებულს, ვანო ფიფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება
1787855994
ევროკავშირმა სანქცირებულთა სიაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სავარაუდო საყვარელი, ალინა კაბაევა შეიყვანა.
ამავე სიაში ასევე მოხვდნენ პუტინის პრესსპიკერი პესკოვის ცოლი, მისი ვაჟი და ქალიშვილი, ასევე Yandex-ის თანადამფუძნებელი არკადი ვოლოჟი.
ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სანქცირებულთა სიაში რუსეთის პატრიარქი კირილიც იყო, თუმცა როგორც ოგვიანებით გახდა ცნობილი, ის სანქცირებულთა სიიდან უნგრეთის მოთხოვნით ამოიღეს.
ხოსეპ ბორელმა სანქციების სიაში პუტინის პატრიარქის არყოფნა „კომპრომისზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის ხარჯები“ უწოდა.
სანქციები ჯამში 18 იურიდიულ და 65 ფიზიკურ პირს დაექვემდებარა.