პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხატვრულ ტანვარჯიშში ოლიმპიური, ევროპის ხუთგზის და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ალინა კაბაევა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სავარაუდო საყვარელია და მათ საერთო სამი შვილი ჰყავთ. აგრეთვე, მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ პუტინი უკურნებელი სენითაა დაავადებული, - ამის შესახებ ტელეკომპანია Украина 24-ის ეთერში პოლიტტექნოლოგმა მიხეილ შეიტელმანმა ისაუბრა.
"კაბაევას სანქციები იმიტომ არ დაუწესეს, რომ ის პუტინის არც მეუღლეა და არც საყვარელი, ეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დაფარვის მორიგი ოპერაციაა, რომლის უკან რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელის სექსუალურ სფეროში რაღაც პრობლემები იმალება. რუსი დიქტატორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარის გაკეთებისას, ამის თაობაზე პოლიტტექნოლოგმა მიხეილ შეიტელმანმა ტელეკომპანია Украина 24-ის ეთერში განაცხადა.
პოლიტტექნოლოგმა პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დიდი ეჭვი გამოთქვა.
"პუტინი ძალიან ავადმყოფი ადამიანია, თუმცა არა ამდენად. მას გადაუდებელი ოპერაციის გაკეთება დღეს არ სჭირდება. არაფერი კრიტიკული არ დაემართება, არ არის საჭირო ამის დაჯერება. ეს, უფრო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დაფარვის ოპერაციაა", - თქვა შეიტელმანმა.
პოლიტტექნოლოგის აზრით, ის მსგავსი სპეცოპერაციების ნიშნებს ხედავს, რომლებსაც სხვა სფეროებშიც ახორციელებენ: "როგორ მუშაობს ამ ორგანიზაციის დღევანდელი სტრუქტურა. ყოველი შემთხვევისთვის 100 ოპერაციას "გაისვრის". ჩვენ გვაქვს ოპერაცია, სახელწოდებით "პუტინი ავადაა".
შემდეგ ამ ოპერაციის ფარგლებში, ვინც ამაზეა პასუხისმგებელი, რაღაც კონტენტი უნდა გაყიდოს. არის ოპერაცია "ახლა მოლდოვის დაპყრობას დავიწყებთ" და ვინ გასცემს ამ ოპერაციის კონტენტს. რაღაც მომენტში ეს ოპერაცია შეიძლება რეალური გახდეს. შეიძლება არც გახდეს. მთავარია, ერთდროულად და ბევრი გაავრცელონ".
შეიტელმანს მიაჩნია, რომ კაბაევა ამ ოპერაციის ერთ-ერთი ნაწილია. ამაზე რიგი ნიშნები მიგვანიშნებს: "აი, არის კლასიკური ოპერაცია - ისტორია კაბაევაზე. ყველას სჯერა. მე ათასჯერ დამისვეს კითხვა, რატომ არ დაუწესეს კაბაევას სანქციები, მას ხომ პუტინისგან შვილები ჰყავს, მაგრამ როდესაც ჩვენ ვიცოდით, რომ პუტინს პირველი მეუღლისგან, ლუდმილასგან ნამდვილი შვილები ჰყავს, არ ვიცოდით, სად არიან ისინი, არავინ.
აი, კაბაევას შვილების შესახებ კი რატომღაც ვიცით და რატომღაც ამაზე ერთადერთი სიახლე რუსეთში გამოცემამ გამოაქვეყნა (შემდეგ ჩვენ ავიტაცეთ), რომელიც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის გენერლის საკუთრება იყო. საკვირველია, არა?"
შეიტელმანი ამბობს, რომ ოპერაციის მიზანია, პუტინის სექსუალური პრობლემების სხვა რამეზე გადატანა მოხდეს და თან მას ალფა-მამრის სახე მოუგონონ, რაც სინამდვილეში დიქტატორის ანტიპოდს წარმოადგენს:
"კაბაევა არავითარი საყვარელი არ არის. რა პუტინის საყვარელი, რაში სჭირდება საყვარელი. ის ასექსუალური ადამიანია, როგორც მინიმუმ. მეტიც, დიდი ალბათობით, რაღაც უცნაური ან ჰომოსექსუალური გადახრების მქონე ან რაღაც მსგავსი ადამიანია. ეს მისი ყველა ქცევიდან მოჩანს...
მაგრამ პრეზიდენტი-ჰომოსექსუალი რუსეთში დაუშვებელია. ეს როგორ, ჩვენს პრეზიდენტს... სანამ ჩვენ აქ, იქ მას... ეს ხომ რუსი ერისთვის მიუღებელია. აი, ალფა-მამრი კი რუსეთში ძალიან მისასალმებელია. თუმცა, თქვენ შეხედეთ პუტინს, გოგონებო, თქვენი აზრით, ის ალფა-მამრია? ის ვინ იყო? რუხი თაგვი.
ის რომელ გოგონებს მოეწონებოდათ? გასაგებია, რომ გოგონები უარს ეუბნებოდნენ და ამასთან დაკავშირებით რაღაც ტრავმა აქვს. კაბაევას ისტორია ასეთი ტიპური, 90 პროცენტით რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ტყუილია". - წერს გამოცემა.