გიორგი ყიფშიძე მამაზე

საზოგადოება 1716032750

„იმედი მაქვს მაპატიებს ამ ინტერვიუს... ზედმეტი მომსვლია ზურაზე ტლიკინი!“ - გიორგი ყიფშიძე მამაზე

გიორგი ყიფშიძე ამბობს, რომ მამასთან, ზურა ყიფშიძესთან დაკავშირებით ზედმეტი ილაპარაკა. ამის შესახებ გიორგი სოციალურ ქსელში წერს და იმედს გამოთქვამს, რომ მამა ამ ინტერვიუს აპატიებს.„ნუ ხო! რაც არის ეგ არის… იმედი მაქვს მაპატიებს ამ ინტერვიუს!!! მე უკვე ვაპატიე რაზეც ბრაზი მქონდა!!! ეხლა რომ ვუსმენ ჩემ თავს… ცოტა არ იყოს ზედმეტი მომსვლია ზურაზე ტლიკინი!!!!“ – წერს გიორგი ყიფშიძე.ცნობისთვის, გიორგი ყიფშიძემ ნიკოლოზ წულუკიძის რუბრიკაში გულახდილად გასულ თვეს ისაუბრა.გიორგი ამბობდა, რომ მამას უკვე 1 წელია არ ელაპარაკებოდა და მას და ზურას მეგობრობა არ გამოსდიოდათ.

zura yifshidze

საზოგადოება 1715166004

“გამანახევრა ამ ამბავმა, გული მწყდება რომელია…” - რას ჰყვება ზურა ყიფშიძე

 მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ რამდენიმე კვირის წინ გადაცემაში „იმედის დღე“ მამასთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე ერთი წელია, რაც მამასთან კომუნიკაცია არ აქვს.შვილთან უთანხმოებაზე ზურა ყიფშიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა და მომხდარს „რაღაც გაუგებრობა“ უწოდა.გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს: – გიორგი ამჟამად საქართველოში არ არის, ხომ?– ბიშკეკშია სამკურნალოდ, მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს იღებენ იმ უბედურებაზე (დამოკიდებულებაზე), თან მონაწილეობს… სამწუხაროდ, ერთი წელია მასთან ურთიერთობა არა მაქვს.– რა მოხდა თქვენ შორის?– არაფერი, რაღაც გაუგებრობა მოხდა­ და ვერ მიხვდა ადამიანი, დედასა და მამას პატივი ეციო… ამით იწყება ყველაფერი, ხომ? რაღაცას რომ აწყენინებ, მერე ბოდიშის მოხდაც უნდა შეგეძლოს… მერე დათმობაზე წავედი, მაგრამ იქიდან ვერაფერი ვიგრძენი, ამიტომ დღეს ასეა.– კამათი ყველა მშობელსა და შვილს მოსვლია, თქვენს შემთხვევაში რა საკითხზე იყო?– მისი ცხოვრების სტილზე, ცოლების ცვლაზე. მე ეს არასწორი მგონია და ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მოეპყრა სიყვარულსაც, ბავშვების შექმნასაც და როცა ვერ გავუგეთ ერთმანეთს, დავეჯახეთ. ამასობაში კი ერთი წელი გავიდა.– ერთმანეთს ხომ ხვდებით, ერთ სახლში ცხოვრობთ, ერთ თეატრში მუშაობთ, სპექტაკლებში, მაგალითად, „მეფე ლირში” ორივე მონაწილეობთ…– ჰო, ესეც ნონსენსია, ერთ სახლში ვცხოვრობთ და ურთიერთობა არა გვაქვს, ეს მიეცი, ის გამოართვი, ეს უთხარი და ა.შ. პირდაპირი კონტაქტი არა გვაქვს. ეს როგორ ხდება, არ ვიცი, მაგრამ ხდება…– გული გწყდებათ, რომ ასე მოხდა?– რა თქმა უნდა, ძალიან. გამანახევრა ამ ამბავმა. გული მწყდება რომელია…– იმედია, ისიც დათმობს და თქვენც…– შეიძლება ჩემი შეცდომაცაა, მაგრამ ხომ ვამბობ, დათმობაზეც წავედი, კონტაქტშიც შევედი, როდემდე შეიძლება ასე ვიყოთ, ხომ? თუ ჰგონია, ამდენად მართალია, არ ვიცი… როგორც ამბობს, ცუდად ვიყავი და შენ ეს არ გაითვალისწინე, მეცი, რაღაცები მითხარი და მეც გითხარიო… ახლობელ ადამიანს, ადრე თუ გვიან, ყველაფერს ვაპატიებ, სხვანაირად არ შემიძლია. ეტყობა, ის სხვაგვარად ფიქრობს, არ ვიცი.– თქვენი მეუღლე რას ამბობს?– განიცდის, ისიც ცუდადაა. ჯიგიტი, ვაჟკაცი გოგო მყავს, მაგრამ ბრაზდება ამაზე. შვილია და უყვარს, ზედ დაჰფოფინებს. ბოლოს ყველაფერს მე მაბრალებენ; წავლენ, წამოვლენ, მე მომადგებიან ხოლმე. დაუნახაობა-დაუფასებლობას ვერ ვიტან, საშინელებაა, ბიძინა ივანიშვილისა არ იყოს, ვერ გავიგე, ამ კაცისგან რა უნდათ?!

ლენუკა ყიფშიძე

საზოგადოება 1713982220

„იმედი მაქვს, ჯანმრთელი ჩამოვა და დარწმუნებული ვარ, არ ემახსოვრება, რაც მაშინ ჩაწერა და თქვა… - ლენუკა ყიფშიძე ძმისა და მამის ურთიერთობაზე

ლენუკა ყიფშიძე მისი ძმის, მსახიობ გიორგი ყიფშიძის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება. საუბარია გიორგი ყიფშიძის მიერ მამასთან, ზურა ყიფშიძესთან ურთიერთობაზე გაკეთებულ განცხადებაზე.ასევე, მსახიობის „ინსტაგრამ“ გვერდზე გავრცელებულ მოკლე ვიდეობზე, რომელშიც გიორგი ყიფშიძე მის პოლიტიკურ არჩევანსა და თბილისში მიმდინარე აქციებზე საუბრობს.„ჩემს ძმას არ ვამართლებ, მაგრამ არ ვარ მომხრე, მთელმა საქართველომ ჩემს ოჯახის წევრებზე უარყოფითი რაღაცები მომწეროს. მოგეხსენებათ, ჩემი ძმა ბიშკეკში მკურნალობს, არა თურქეთში და გერმანიაში… ბევრს გეცოდინებათ, რომ როცა [ადამიანი] სამედიცინო დაწესებულებაშია, გათიშული ჰყავთ და რას საუბრობს, თვითონ არ იცის.ადრე იყო განაწყენებული… ოჯახის წევრები ერთმანეთში ხშირად ჩხუბობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ვემტერებით, ამიტომ ნამეტანი ნუ გაგიხარდებათ…ძალიან ცუდი შეტყობინებები შემოდის, მაგრამ ნუ გიხარიათ, ყველა ოჯახს აქვს რაღაც პრობლემა… გიორგიმ არასწორი ფორმით გააჟღერა, მაგრამ ესეც მესმის, რადგან ახლა სხვა მდგომარეობა აქვს, ცუდ ეტაპს გადის, იმედი მაქვს, ჯანმრთელი ჩამოვა და დარწმუნებული ვარ, არ ემახსოვრება, რაც მაშინ ჩაწერა და თქვა… მე და მამაჩემიც ვჩხუბობთ, მაგრამ საჯაროდ ამაზე არ ვსაუბრობთ, გიორგი არ არის ფხიზლად, მკურნალობას გადის, თავის სამყაროშია და რაღაცებს ლაპარაკობს…ძალიან გთხოვთ, გვიყვარდეს ერთმანეთი და მეტი კარგი გვიხაროდეს ერთმანეთის…“, – ამბობს ლენუკა ყიფშიძე ვიდემიმართვაში.

გიორგი ყიფშიძე

საზოგადოება 1713942636

VIDEO: „გიორგი არ არის ფხიზლად, მკურნალობას გადის, თავის სამყაროშია და რაღაცებს ლაპარაკობს…“ - ლენუკა ყიფშიძე

ლენუკა ყიფშიძე მისი ძმის, მსახიობ გიორგი ყიფშიძის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება. საუბარია გიორგი ყიფშიძის მიერ მამასთან, ზურა ყიფშიძესთან ურთიერთობაზე გაკეთებულ განცხადებაზე.ასევე, მსახიობის „ინსტაგრამ“ გვერდზე გავრცელებულ მოკლე ვიდეობზე, რომელშიც გიორგი ყიფშიძე მის პოლიტიკურ არჩევანსა და თბილისში მიმდინარე აქციებზე საუბრობს.„ჩემს ძმას არ ვამართლებ, მაგრამ არ ვარ მომხრე, მთელმა საქართველომ ჩემს ოჯახის წევრებზე უარყოფითი რაღაცები მომწეროს.. მოგეხსენებათ, ჩემი ძმა ბიშკეკში მკურნალობს, არა თურქეთში და გერმანიაში… ბევრს გეცოდინებათ, რომ როცა [ადამიანი] სამედიცინო დაწესებულებაშია, გათიშული ჰყავთ და რას საუბრობს, თვითონ არ იცის..ადრე იყო განაწყენებული… ოჯახის წევრები ერთმანეთში ხშირად ჩხუბობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ვემტერებით, ამიტომ ნამეტანი ნუ გაგიხარდებათ…ძალიან ცუდი შეტყობინებები შემოდის, მაგრამ ნუ გიხარიათ, ყველა ოჯახს აქვს რაღაც პრობლემა… გიორგიმ არასწორი ფორმით გააჟღერა, მაგრამ ესეც მესმის, რადგან ახლა სხვა მდგომარეობა აქვს, ცუდ ეტაპს გადის, იმედი მაქვს, ჯანმრთელი ჩამოვა და დარწმუნებული ვარ, არ ემახსოვრება, რაც მაშინ ჩაწერა და თქვა… მე და მამაჩემიც ვჩხუბობთ, მაგრამ საჯაროდ ამაზე არ ვსაუბრობთ, გიორგი არ არის ფხიზლად, მკურნალობას გადის, თავის სამყაროშია და რაღაცებს ლაპარაკობს…ძალიან გთხოვთ, გვიყვარდეს ერთმანეთი და მეტი კარგი გვიხაროდეს ერთმანეთის…“, – ამბობს ლენუკა ყიფშიძე ვიდემიმართვაში.ნახეთ ვიდეო ↓

lenuka

ტაბლოიდი 1713940850

ლენუკა ყიფშიძე მიმართვას ავრცელებს

ლენუკა ყიფშიძე მისი ძმის, მსახიობ გიორგი ყიფშიძის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება. საუბარია გიორგი ყიფშიძის მიერ მამასთან, ზურა ყიფშიძესთან ურთიერთობაზე გაკეთებულ განცხადებაზე.ასევე, მსახიობის „ინსტაგრამ“ გვერდზე გავრცელებულ მოკლე ვიდეობზე, რომელშიც გიორგი ყიფშიძე მის პოლიტიკურ არჩევანსა და თბილისში მიმდინარე აქციებზე საუბრობს.„ჩემს ძმას არ ვამართლებ, მაგრამ არ ვარ მომხრე, მთელმა საქართველომ ჩემს ოჯახის წევრებზე უარყოფითი რაღაცები მომწეროს. მოგეხსენებათ, ჩემი ძმა ბიშკეკში მკურნალობს, არა თურქეთში და გერმანიაში… ბევრს გეცოდინებათ, რომ როცა [ადამიანი] სამედიცინო დაწესებულებაშია, გათიშული ჰყავთ და რას საუბრობს, თვითონ არ იცის.ადრე იყო განაწყენებული… ოჯახის წევრები ერთმანეთში ხშირად ჩხუბობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ვემტერებით, ამიტომ ნამეტანი ნუ გაგიხარდებათ…ძალიან ცუდი შეტყობინებები შემოდის, მაგრამ ნუ გიხარიათ, ყველა ოჯახს აქვს რაღაც პრობლემა… გიორგიმ არასწორი ფორმით გააჟღერა, მაგრამ ესეც მესმის, რადგან ახლა სხვა მდგომარეობა აქვს, ცუდ ეტაპს გადის, იმედი მაქვს, ჯანმრთელი ჩამოვა და დარწმუნებული ვარ, არ ემახსოვრება, რაც მაშინ ჩაწერა და თქვა… მე და მამაჩემიც ვჩხუბობთ, მაგრამ საჯაროდ ამაზე არ ვსაუბრობთ, გიორგი არ არის ფხიზლად, მკურნალობას გადის, თავის სამყაროშია და რაღაცებს ლაპარაკობს…ძალიან გთხოვთ, გვიყვარდეს ერთმანეთი და მეტი კარგი გვიხაროდეს ერთმანეთის…“, – ამბობს ლენუკა ყიფშიძე ვიდემიმართვაში.

ლენუკა და ზურა ყიფშიძეები

ტაბლოიდი 1713860554

VIDEO: „ვინ გამომივლის, გაინტერესებს ხომ?!“- ლენუკა ზურა ყიფშიძის კადრებს აქვეყნებს

ყიფშიძეების ოჯახი სხვადასხვა მიზეზის გამო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. რამდენიმე დღის წინ, გიორგი ყიფშიძემ თქვა, რომ თითქმის 1 წელია, მამას, ბევრისთვის საყვარელ მსახიობ ზურა ყიფშიძეს არ ელაპარაკება. საპირისპირო ხდება ლენუკას შემთხვევაში.„ზურა გადასარევი მამაა. ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. კი, ერთმანეთს ნერვებს ვუშლით, მაგრამ... რაც წლები ემატება, უფრო ბავშვური და საყვარელი ხდება“, - თქვა ერთ-ერთ გადაცემაში ლენუკამ და მამა-შვილის ურთიერთობის დეტალები გაიხსენა.ის ხშირად აღნიშნავს, რომ მამას კარგად უგებს და ბევრ რამესაც უყვება. ამჯერად, მან  მამასთან გადაღებული სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა ↓

ლენუკა და ზურა ყიფშიძეები

საზოგადოება 1710188986

VIDEO: „რაც წლები ემატება, უფრო ბავშვური და საყვარელი ხდება...“ - რაზე კამათობენ ყველაზე ხშირად ლენუკა და ზურა ყიფშიძეები

ზურა გადასარევი მამაა. ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. კი, ერთმანეთს ნერვებს ვუშლით, მაგრამ... რაც წლები ემატება, უფრო ბავშვური და საყვარელი ხდება, - ამბობს ლენუკა ყიფშიძე და მამა-შვილის ურთიერთობის დეტალებს ჰყვება.ვრცლად ↓

janri

კულტურა 1702117020

„ზაზასნაირ ადამიანს, სულ სხვა დაფასება უნდა... ნეტა, ცოცხალი ყოფილიყო და საერთოდ არაფერი გადაგვეღო" - ჟანრი ლოლაშვილი ზაზა ურუშაძეზე

კინორეჟისორ ზაზა ურუშაძის გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა. 2019 წლის 7 დეკემბერს, რეჟისორი მოულოდნელად, აუზზე, გულის შეტევით გარდაიცვალა. ეს იყო შოკი ქართული კინოსამყაროსთვის. მაშინ ის 53 წლის იყო. ხელოვანის გახსენება, მის ნაცნობ-მეგობრებს, დღემდე ტკივილს აყენებს...ზაზას კინოანგარიშზეა ფილმები: "მე მოვედი", "აქ თენდება", "ბოლო გასეირნება", "სამი სახლი", "მანდარინები", "დარჩი ჩემთან", "აღსარება," "ანტონი". სერიალი "ცხელი ძაღლი".გთავაზობთ მის ფილმებთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებს, რომელიც შესაძლოა "პრაიმტაიმიდან" პირველადაც გაიგოთ.რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ ფილმი "სამი სახლის" ფაბულა ჟანრი ლოლაშვილის ნახატზე ააგო. სახელოსნოში ნანახმა "ბუებმა" ისე აღფრთოვანდა, რომ ტილომ სცენარი დააწერინა. საბოლოოდ კი, ფილმის საინტერესო სინოფსისი მივიღეთ.ნახატი მოგზაურობს სამ სხვადასხვა დროში, აღმოჩნდება სამ სახლში. ჟანრი ფილმში კოლექციონერის როლშია, მხატვრის როლს კი ზურა ყიფშიძე თამაშობს. ჟანრი ლოლაშვილი: - მე და ზაზა სულიერი მეგობრები ვიყავით. კინოს იქით ჩვენ სულს სხვა, განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. სცენარებს, სინოფსისებს ვწერდით ერთად, გეგმები გვქონდა, უნდა გვეთანამშრომლა. მაგრამ… არ შედგა… ნეტა, ცოცხალი ყოფილიყო და საერთოდ არ გადაგვეღო რამე."ცხელი ძაღლის" გადაღების პერიოდში 4 წელი გავატარეთ ერთად. მერე იყო "სამი სახლი", რომელშიც ჩემი ნახატი გამოიყენა და სცენარი ამაზე ააგო. კინო ზედმიწევნით კარგად იცოდა. თავისი კინოესთეტიკა ჰქონდა. თავისებური, ატიპური ხედვით.იუსტიციის სამინისტროში, პატარა გამოფენა იყო, ზაზა მოვიდა და მითხრა - ბუების ნახატი რატომ არ მაჩვენეო? იქ არის და ნახე-მეთქი. არა, ადრე რატომ არ მაჩვენეო? და ახლა ხომ ნახე-მეთქი, გავოცდი. ხვალ დაგირეკავო, მითხრა. მეორე დღეს დამირეკა და უკვე ფილმის სინოფსისი წამიკითხა. ამ ჩემს ნახატზე სცენარის დაწერა დაუწყია.ასე შექმნა "სამი სახლის" სცენარი და 2008 წელს ფილმიც გადაიღო.მერე ვუთხარი ჩიტის პორტრეტი მაქვს-მეთქი. ჩიტის პორტრეტის იდეა მოეწონა. რამე სხვა ტილოსაც ხომ არ დახატავო და დიდი, გამოგონილი ჩიტის პორტრეტი გავუკეთე, რომელიც სახლში დაკიდა...გაოგნებული ვარ ზაზას ნაადრევი წასვლით...მინდა გითხრათ, ძალიან ჩქარა იღებდა ფილმს, დროს არ კარგავდა. მაგრამ დიდი ხნის ნაფიქრს ჰგავდა. წყნარად, მშვიდად, თავისი გარკვეული ესთეტიკით იღებდა. სრულიად ახალი ხელწერა შემოიტანა ქართულ კინოხელოვნებაში, მაგალითად, დიალოგის კულტურა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.ხშირად უმადურები ვართ ადამიანები. ზაზასნაირ ადამიანს, სულ სხვა დაფასება უნდა, მაგრამ ასე არ არის. მხოლოდ მეგობრებისთვის კი არა, ის ქვეყნისთვის არის დიდი დანაკარგი.მე ზაზას მადლიერი ვარ. მასთან გატარებული დრო ჩემთვის გაკვეთილებად დარჩება. მინდა მეგობრობისთვის მადლობა ვუთხრა და პატივი მივაგო მის ხსოვნას.დიდი რეჟისორი დააკლდა ქართულ კინოს. ქართულ კინოხელოვნებას გამოაკლდა ადამიანი, რომელსაც თავისი ხელწერა ჰქონდა. "სამ სახლში", მხატვრის ძმის როლს თამაშობს მურმან ჯინორია. ზაზას ისიც იხსენებს.მურმან ჯინორია: – ზაზა ის რეჟისორი იყო, რომელმაც ღრმად იცოდა თავისი პროფესია. შედიოდა პერსონაჟის, ეპიზოდის, სცენის სიღრმეებში და ატმოსფეროს ქმნიდა ისევე, როგორც ქმნიდნენ ჩვენი დიდი რეჟისორები.ზაზასთან შეგეძლო ხელოვნებაზე გესაუბრა, მის თაობაში მსგავსი დონის პროფესიონალი იშვიათად მეგულება.თავს ბედნიერად ვთვლი, რომ მასთან არაერთხელ ვითანამშრომლე.მწყინს, რომ ასე ადრე წავიდა."დარჩი ჩემთან"დავით ბეჟიტაშვილი: ძალიან მინდოდა ფილმი ზაზა ურუშაძეს გადაეღო. იმ დროს ახალი გამოსული იყო მისი "სამი სახლი". მოკლედ, ვგიჟდები ამ ფილმზე, ვგიჟდები ზაზაზე. იმ დროს უკვე "მანდარინების" გადასაღებად ემზადებოდა, დეკორაციები მზად ჰქონდა, მაგრამ შეჩერებული იყო… და ბედად, თავისუფალი აღმოჩნდა.შევხვდი კინო "რუსთაველში" და გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემს წინადადებას მთლად აღტაცებით არ შეხვედრია. მელოდრამა ჩემი არ არის, არ გადამიღიაო, მითხრა, მაგრამ დავითანხმე და გადაწყდა, რომ ფილმი შესვენების გარეშე, 34 დღეში უნდა გადაგვეღო.ნახა ირანული ვერსია, მისი ადაპტაცია თამარ ბართაიასთან ერთად გააკეთა, სცენარში ბევრი რამ შეცვალა კიდეც.თქვენთან საჯაროდ ვამბობ პირველად, რომ ამ როლისთვის ზაზას ნატა მურვანიძე უნდოდა… მარწმუნებდა, რომ ამ ფილმში მას ხედავდა და ძალიან მაგარი იქნებოდა. ვეთანხმებოდი, მაგრამ ჩემი მხრივ, მეც ვარწმუნებდი, რომ ნატოს სხვა მომღერლის ნამღერზე პირი უნდა გაეღო, რაც მე არ მინდოდა.პროდიუსერის უფლებები „ცუდად“ გამოვიყენე და ჩემი გავიტანე. ქალბატონი ქეთის (ლელას გმირი) პარტნიორი ბიჭის როლის შემსრულებელიც მე უნდა შევარჩიო-მეთქი, ვუთხარი. სხვაში არც არაფერში ჩავრეულვარ. ორი დღის გარდა, იმ 34 დღის მანძილზე, გადასაღებ მოედანზე არ მივსულვარ. ან როგორ შეიძლებოდა ზაზას გვერდით დავმჯდარიყავი და შენიშვნა მიმეცა. ამიტომ დასაწყისში გვქონდა პატარ-პატარა “ჭიდაობები”.ლელამ დიდი შრომისუნარიანობა გამოავლინა. 34 სამუშაო დღიდან 30-ის გადაღება ღამით მიდიოდა. არც ერთი დასვენების დღე არ ჰქონია. მოასწრო და ჩადგა ფორმაში, ძალიან გახდა. როლისთვის თავგანწირვა ჰქონდა. შემიძლია ვთქვა, რომ მეორე სუნთქვა გაეხსნა ამ ფილმით.პირველად ვამბობ იმასაც, რომ თავიდან ბიჭის როლზე ლაშა ჯუხარაშვილი მოიაზრებოდა.ლაშას როლზე მუშაობა დაწყებული ჰქონდა კიდეც. დადიოდა კლინიკებში და სიმსივნით დაავადებულებს აკვირდებოდა. მერე გარკვეული მიზეზის გამო, სიტუაცია შეიცვალა და გავაგრძელე მთავარი გმირის შემსრულებლის ძებნა. რთული აღმოჩნდა.ბოლოს, როლანდ ოქროპირიძემ რეკომენდაცია გაუწია პაატა ინაურს და „სამეფო უბნის თეატრსა“ და „მარჯანიშვილის თეატრში“, მე და ოთარ მიქელაძე (ის კონსულტანტობას მიწევდა), მის სპექტაკლებს დავესწარით, შემდეგ ის გავიცანით და დავამტკიცეთ კიდეც როლზე.მართლა უნიჭიერესი ბიჭი აღმოჩნდა. ეს ფილმი მის მხრებზე დგას. იმდენად ორგანულია, რომ მისი გმირის მიმართ თანაგრძნობა გიჩნდება."მანდარინები"ესტონურ-ქართული კო-პროდუქცია “მანდარინები” 2015 წელს ნომინირებული იყო “ოქროს გლობუსის” და “ოსკარის” საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის ნომინაციით.ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის პერიოდში ვითარდება, თუმცა ფილმში არ არის ასახული ომის სცენები. მასში მოთხრობილია აფხაზეთში მცხოვრები ესტონელების შესახებ. ომის დროს, ესტონეთის ხელისუფლებამ აფხაზეთიდან იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე მათგანმა თავისი სურვილით არჩია აფხაზეთში დარჩენა. სოფელში ორი მოსახლეღა შემორჩა. ქართველებსა და ჩეჩნებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ, ერთ-ერთი ესტონელი, ივო (ლემბიტ ულფსაკი) სახლში შეიფარებს სიკვდილის პირას მყოფ ერთმანეთის მტრებს: დაჭრილ ქართველ მოხალისე მეომარსა (მიშა მესხი) და დაქირავებულ ჩეჩენ ბოევიკს (გიორგი ნაკაშიძე). აღმოჩნდება, რომ ესტონელი ივოს შვილი ომის დაწყებისას ქართველების ხელით დაიღუპა.აი, თუ როგორი გარდასახვით მოხდება ქართველისა და ჩეჩენის დამეგობრება, ეს ფილმში გექნებათ ნანახი, თუ არადა, უნდა ნახოთ."ზაზა, ამ ფილმში, მთავარი როლის შემსრულებლად მე მთვლიდა" - ამბობს გიორგი ნაკაშიძე "პრაიმტაიმთან". ასევე დაგაინტერესებთ: საკმეველი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ამარცხებს - სტრესს, ნევროზს, პანიკურ შეტევებსა და უძილობასვისზე იქორწინა ცისანა სეფიაშვილმა"შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო… და ქალიშვილის ორმოცის მეორე დღეს, დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ” – ლაურა რეხვიაშვილი გამაოგნებელი ისტორიით

ბაბი

ტაბლოიდი 1701338580

ბაბი კირკიტაძის გასაოცარი ფრენა - ნახეთ, კადრები, რომელმაც სოცქსელი მოიცვა

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ანრი ჯოხაძის კონცერტზე, მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ საოცრად ამაღელვებელი და სახიფათო ნომერი შეასრულა.მისმა ფრენამ სიმღერის – „სიყვარული დაფრინავს“ ფონზე ჩაიარა.ნახეთ, ვიდეო:ასევე ნახეთ:VIDEO: „დედაჩემს მივუძღვენით ეს ვარსკვლავი და იმ ქალებს, ვინც მომიარა და გამზარდა“ – ზურა ყიფშიძე თავის ვარსკვლავის გახსნაზე2 მოკლული და 7 დაჭრილი - იერუსალიმში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

foto

კრიმინალი 1701251686

ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა დაჭრა - საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

საგარეჯოს, სოფელ თულარში მომხდარი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი იაშარ ჯაფაროვიაოჯახის წევრების თქმით, ქალმა ყოფილი ქმარი 6 თვის წინ მიატოვა და იაშარ ჯაფაროვთან გადავიდა საცხოვრებლად.პოლიცია ამ დრომდე ეძებს, 36 წლის იაშარ ჯაფაროვს, რომელმაც სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ყოფილ ცოლს, მისი ქმარი კი, მოკლა.როგორ განვითარდა კონფლიქტი, ადგილობრივებს ინფორმაცია არ აქვთ. ახლობლები ვარაუდობენ, რომ მკვლელობის მიზეზი, შესაძლოა, შურისძიება გამხდარიყო.შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში, წუხელ მოხდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109- ე მუხლით მიმდინარეობს.ასევე დაგაინტერესებთ:ვინ არის 26 წლის ახალგაზრდა, რომელიც ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლანიცა თავაძე მადრიდიდან გადაღებულ მხიარულ კადრებს აქვეყნებსVIDEO: „დედაჩემს მივუძღვენით ეს ვარსკვლავი და იმ ქალებს, ვინც მომიარა და გამზარდა“ – ზურა ყიფშიძე თავის ვარსკვლავის გახსნაზე

puli

სოციალური თემა 1701247129

ნახეთ, ვინ მიიღებს მერიისგან 450 ლარს საჩუქრად

თბილისის მერია მაგისტრატურის საფეხურის წარმატებული სტუდენტებს დააფინანსებს. როგორც STUDINFO.GE-ს თბილისის მერიაში 24 ნოემბერს განუცხადეს, თუ გასულ სემესტრში მაგისტრანტმა სემესტრი წარმატებით დახურა, მას მერიისგან ერთჯერადად 450 ლარი ჩაერიცხება.პროგრამაში ჩასართავად, რომელიც ფინანსური წახალისების გაცემას ითვალისწინებს, მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, აუცილებელია, მაგისტრანტი საქართველოს მოქალაქე, თბილისში რეგისტრირებული (არანაკლებ უკანასკნელი 6 თვისა), აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი იყოს.თბილისის მერიის ინფორმაციით, ფინანსური წახალისების პროგრამაში ჩართვა, შემდეგი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იქნება შესაძლებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტი.რაც შეეხება განცხადებების მიღებას, იგი 24 ნოემბერს დაიწყო და 20 დეკემბრის ჩათვლით გასტანს. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კი, მაგისტრანტმა სტუდენტებმა შემდეგი განცხადებები უნდა წარადგინონ:👉 განცხადება თანხის მოთხოვნის შესახებ.👉 საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან პასპორტის ასლი.👉 საბანკო რეკვიზიტები.👉თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა. (გაითვალისწინეთ, ცნობა, რომელსაც იუსტიციის სახლი 10 სამუშაო დღეში გასცემს, ბოლო სამი თვის განმავლობაში უნდა იყოს გამოცემული).👉 იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტი, დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ უნდა იყოს წარმოდგენილი, რომელსაც სარეგისტრაციო წელი და თვე ქნება მითითებული (გაიცემა შემდეგ მისამართზე: მიხეილ თამარაშვილის ქუჩა N15ა). მაგისტრანტებს განცხადებების წარდგენა თბილისის მერიის კანცელარიაში, თბილისის რაიონული გამგეობის სერვისცენტრებსა და ელექტრონულ პლათფორმაზე შეეძლებათ. ამ უკანასკნელზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი მოწყობილობა გააჩნიათ. (გაითვალისწინეთ, განცხადებები უნდა დაიწეროს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის, ირაკლი გვილავას სახელზე).დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საკონტაქტო პირს:სალომე ქეშელაშვილს – ტელ: 558 565837; 032 2 378455შეგახსენებთ, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამას 2015 წლიდან ახორციელებს.ასევე ნახეთ:„ბავშვები ეთამაშებოდნენ წყალში... გული გაუსკდა ამ დროს... ის ჩემი ანგელოზია, სცენაზე, როცა ვუკრავ, მხარზე ხელი დაუდია…“ - დათო ევგენიძის პირადი ტრაგედიაVIDEO: „დედაჩემს მივუძღვენით ეს ვარსკვლავი და იმ ქალებს, ვინც მომიარა და გამზარდა“ – ზურა ყიფშიძე თავის ვარსკვლავის გახსნაზე

zura yifshidze

კულტურა 1701243772

VIDEO: „დედაჩემს მივუძღვენით ეს ვარსკვლავი და იმ ქალებს, ვინც მომიარა და გამზარდა“ – ზურა ყიფშიძე თავის ვარსკვლავის გახსნაზე

მარჯანიშვილის თეატრის წინ ზურა ყიფშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ღონისძიებას მსახიობის მეგობრები, ოჯახის წევრები და კოლეგები ესწრებოდნენ.„დედაჩემს მივუძღვენით ეს ვარსკვლავი და საერთოდ, იმ ქალებს, ვინც მომიარა, გამზარდა და ახლა მათბობს, შვილიშვილები იქნებიან, თუ შვილი, ბედნიერებაა ეს“ – ზურა ყიფშიძე.ასევე ნახეთ:„ვატყობდი, რომ ემოციებისგან თავს მაქსიმალურად იკავებდა. სახლში მისულს მხოლოდ ეს დაცდა...“ - ლენუკა მამის ვარსკვლავის გახსნაზე გვიყვება„ბედმა გამიღიმა, დავიწყე „დონ ჟუანიდან“ და დავასრულე „მეფე ლირით - ზურა ყიფშიძე პირადზე