გიორგი ვაშაძე

პოლიტიკა 1739535687

ეს თანხები დაეხმარება მოლდოვას, სწრაფად ამოქაჩოს ეკონომიკა, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს - გიორგი ვაშაძე

გერმანიის ელჩის განცხადება პოლიტიკურ სპექტრში შეფასების საგანია."ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, 1 800 000 000-იანი დახმარება, რომელსაც ევროკავშირი მოლდოვისთვის ამზადებს, ეკონომიკის სწრაფად განვითარებაში დაეხმარება, რათა მოლდოვა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს."საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, EBRD-ისგან, რომ სესხებს იღებს დაბალ პროცენტში, რომლის შემადგენელი 30% ფაქტობრივად გრანტია - ეს კარგია თუ ცუდი?! ეს არის თანხები, რომელიც დაეხმარება მოლდოვას, სწრაფად ამოქაჩოს ეკონომიკა, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ვიკა ფილფანის განცხადებით, ეს თანხა არის დახმარება და არა სესხი, აღნიშნული დახმარების პირობებში თანხის უკან დაბრუნებაზე საუბარი არ არის."პირველ რიგში ვიტყვი, რომ ეს სესხი არ არის, ეს არის დახმარება. სესხსა და დახმარებას შორის არის ძალიან დიდი განსხვავება, ამ დახმარების პირობებში არაფერია ნახსენები თანხის უკან დაბრუნებაზე, ეს არსი ჩვეულებრივი პოლიტიკა ევროინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა ვიკა ფილფანმა.ცნობისთვის, გერმანიის ელჩის განცხადებას მმართველი გუნდი მანიპულაციურს უწოდებს. პიტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროკავშირი მოლდოვისთვის 1 800 000 000-იან დახმარებას ამზადებს, რომელიც 2027 წლამდე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადებას მოხმარდება."საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ "დიფ სთეითმა", შესაძლოა, ევროკავშირი "გაანადგუროს". როგორც ევროკავშირის მოქალაქე, მე ამ შეშფოთებას არ ვიზიარებ", – წერს ფიშერი. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მოლდოვა თანხას არა დახმარების სახით, არამედ სესხად იღებს, რის შესახებაც ელჩი არაფერს ამბობს.

გიორგი ვაშაძე

პოლიტიკა 1739387029

„თუ არ გაჩერდებიან, მივალთ იმ კომპონენტამდე, რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებიც აღიძრას საერთაშორისო ინსტანციებში“ - გიორგი ვაშაძე

კოალიციას "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი ოპოზიციის ინტერესის სფერო არ არის.მისივე თქმით, ოპოზიციისთვის ნომერ პირველი ამოცანა ყველა პასუხისმგებელი პირის გამოკვეთაა, რომლებიც, მისი თქმით, მონაწილეობენ დემონსტრანტებზე ძალადობაში, მათ უსამართლოდ გასამართლებაში."ჩვენი მიზანი არ არის ქვეყნის იზოლაცია, ჩვენი მიზანია, დამნაშავეების დასჯა, რომლებიც სჩადიან დანაშაულს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ვგულისხმობ დასანქცირებას, რა თქმა უნდა და არამარტო - ვფიქრობ, თუ არ გაჩერდებიან, მივალთ იმ კომპონენტამდე, რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებიც აღიძრას საერთაშორისო ინსტანციებში. ამის მექანიზმებიც არსებობს, ამაზეც ვმუშაობთ იმიტომ, რომ ჩვენ ვაგროვებთ ყველა მტკიცებულებას დანაშაულთან დაკავშირებით. არ ეგონოს ვინმეს, რომ სანქციები დაადეს და ამით დამთავრდება მისი პასუხისმგებლობა - არა, მეტი იქნება.რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს, - ეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის ევროპარლამენტის მხრიდან და არა ჩვენი მხრიდან. ჩვენი საერთო პოზიცია, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ჩვენთვის ნომერი პირველი ამოცანა არის ყველა პასუხისმგებელი პირის გამოკვეთა. ჩვენც გვაქვს ეს მონაცემები, სახელები და გვარები მათი, მაგალითად, ვინც სცემს და არაადამიანურად ეპყრობა დემონსტრანტებს, ვინც ასამართლებს, ვინც ყალბ ჩვენებებს აძლევს, ვინც ყალბ საქმეებს კერავს, ვინც ამ დავალებებს გასცემს - ჩვენ ამის სრულ სიას ვადგენთ და ყველამ იცოდეს, რომ ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. ამ ადამიანებისთვის სანქცირება - ზოგისთვის ფინანსური, ზოგისთვის სავიზო, რომ ვერ შეძლოს შესვლა დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც ძალიან უნდათ ხოლმე წასვლა თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად, ეს ცალსახად არის ჩვენი სამიზნე, ვინაიდან ეს არის იარაღი, რომელიც ასუსტებს მეორე მხარეს," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გიორგი ვაშაძე

პოლიტიკა 1739386030

მე სიის საკითხს არ ვსვამ, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, ვამბობ, რომ გვჭირდება ერთიანი შტაბი, ერთიანი გზავნილები ქართულ საზოგადოებას,საერთაშორისო საზოგადოებას და ჩვენ ეს დავიწყეთ - გიორგი ვაშაძე ოპოზიციის გეგმებზე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, ოპოზიციას გამარჯვებისთვის სჭირდება ერთიანი შტაბი, ომის ერთიანი მოგება, ერთიანი გზავნილები ქართულ საზოგადოებას და ერთიანი გზავნილები საერთაშორისო საზოგადოებას.როგორც ვაშაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, მათი მიზანია საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზას."ჩვენ უნდა ვიყოთ კოორდინირებულები. საინფორმაციო ომის პირობებში ვიმყოფებით და ამ საინფორმაციო ომს ერთობლივი ძალებით უნდა დავუპირისპირდეთ. კარგი სტარტია, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეიქმნა ფორმატი, რომელიც აერთიანებს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს. ჩვენ ორშაბათს გვქონდა პირველი შეხვედრა და შევთანხმდით, რომ ამ ფორმატში რამდენიმე მიმართულებით ვიმუშავებთ. ჩვენი მიზანია საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზას. ამისათვის აუცილებელია პოლიტ პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ამ მიზანს, რაც გვაქვს ყველა ვიზიარებთ და ახლა ჩვენ გვჭირდება საერთო, შტაბური, საინფორმაციო მუშაობა. "ქართულ ოცნებას" ხელში აქვს ორი იარაღი, ერთი არის დეზინფორმაციის მანქანა, რომელიც ცდილობს, რომ ადამიანების გონებაზე იძალადოს. ჩვენი ამოცანაა და შევთანხმდით, რომ საინფორმაციო გზავნილების თვალსაზრისით გვექნება სრული კოორდინაცია და ამ საკითხში ქალბატონი სალომეც დაგვეთანხმა. ერთიანი სია არის შემდგომი ნაბიჯი. ეს საკითხი გრძელვადიანი ხედვის ნაწილში დავსვი. მე სიის საკითხს არ ვსვამ, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. მე ვამბობ, რომ ერთიანი შტაბი, ერთიანი ამ ომის მოგება, ერთიანი გზავნილები ქართულ საზოგადოებას, ერთიანი გზავნილები საერთაშორისო საზოგადოებას და ჩვენ ეს დავიწყეთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები

პოლიტიკა 1739194829

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილთან ჩამოყალიბდა საკოორდინაციო პლატფორმა, რომელიც გარკვეული პირების დასანქცირებაზე იმუშავებს

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილთან ჩამოყალიბდა საკოორდინაციო პლატფორმა, რომელიც გარკვეულ პირთა დასანქცირებაზე იმუშავებს.კერძოდ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ერთობლივად იმუშავებენ იმ ადამიანების სანქცირებაზე, რომლებიც არიან ჩართული პოლიტიკური საქმეების უკანონოდ შეკერვაზე.„მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა საკოორდინაციო პლატფორმა პრეზიდენტთან, სადაც პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთად ვისხდებით და რეგულრულად ვისაუბრებთ ყველა საკითხზე. ბუნებრივია, პოლიტპატიმრები ჩვენი ყველას პრიორიტეტია. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტი თავად იტყვის, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ იმ ადამიანების სანქცირებაზე, რომლებიც არიან ჩართული ამ პოლიტიკური საქმეების აბსოლუტურად არაკონსტიტუციურად, უკანონოდ შეკერვაზე. იქნება ეს ცრუ მოწმეები, მოსამართლეები თუ ა.შ. ამაზე ერთობლივად ვიმუშავებთ. ეს სიები ყველას გაგვაჩნია. „ენჯეოებს“ აქვთ, ჩვენ გვაქვს და ამას შევაჯერებთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განმარტებით, სანქცირებასთან დაკავშირებით პარტნიორებთან სახელობითი სიებით იმუშავებენ.„ვისაუბრეთ მომავალ კვირაში ევროპარლამენტში მიმდინარე საკითხებზე, რომლებიც საქართველოს შეეხება, ასევე მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც ქალბატონი სალომე მიემგზავრება. შევთანხმდით ერთ საკითხზე, რომ ჩვენ უკვე ერთობლივად გავაკეთებთ სიებს იმ ადამიანებისას, რომლებიც, ასე ვთქვათ, დანაშაულებრივი სისტემის დავალების შემსრულებლები არიან. ვინ არიან ესენი? იქნება ეს გამომძიებელი, მოსამართლე, ცრუ მოწმე, სხვადასხვა მტკიცებულების გამყალბებელი ადამიანები. ჩვენ, ყველას გვაქვს მოგროვებული მონაცემები, შევაჯერებთ ამას და პარტნიორებთან გვექნება ამ სახელობითი სიებით მუშაობა, რათა მათი სანქცირება ან, მაგალითად, გადაადგილების შეზღუდვები და სხვადასხვა საკითხი დაისვას თავისი მტკიცებულებებით. მთავარი პოზიტიური ამ შეხვედრიდან არის ის, რომ შევთანხმდით საერთო ფორმატზე, პლატფორმაზე“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შემდეგ.საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლები.

ზარქუა

პოლიტიკა 1739189459

ოპოზიცია, უცხოელი პატრონების დაკვეთით, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლამ გააერთიანა, ცუდია, რომ ახალგაზრდებზე გადაიარა ამ უსამშობლოების დაფინანსებამ - ზარქუა

ოპოზიციას ერთადერთი საერთო ჰქონდა, უსამშობლოების გაერთიანება იყვნენ, ისინი უცხოელი პატრონების დაკვეთით ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლამ გააერთიანა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადაზარქუას თქმით, სამწუხაროა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც უცხო ქვეყნიდან იღებენ ფულს, ახალგაზრდების ფარად გამოყენება შეძლეს.„მათ რომ ჰკითხოთ, ამ ქვეყნის გადამრჩენელები, უპირობო ლიდერები და გამარჯვებული პარტიის წარმომადგენლები არიან. ვაშაძეს რომ ჰკითხო, პირველ ადგილზე გავიდა. „ნაცებს“ რომ ჰკითხოთ და ჩემს ხაბეს, ისიც პირველ ადგილზე გავიდა. „ლელო“ და ტოპ ტვინები ხომ გავიდნენ და გავიდნენ. პატრონები, რომ მიხვდნენ, გაერთიანება ვერ მოხდებოდა, დაუსვეს მადამ მავნებელი. ჯერ პრეზიდენტი, რომ იყო და სტატუსი, რომ ჰქონდა ათი კაცი მხარს არ უჭერდა, ახლა მით უმეტეს სტატუსი არ აქვს. ქალბატონ მავნებელს სოროსის ფონდში აქვს ოფისი და იძახის, პრეზიდენტი ვარო. მე იმ ახალგაზრდებზე ვდარდობ, ამ უსამშობლოებმა ვინც გამოიყენეს. მათ მივმართავ, ხომ დარწმუნდით, რომ ეს ხელმოცარულები და უსამშობლოები ვის ემსახურებოდნენ. მილიონობით დოლარი მოდიოდა და ტრამპმა გააშიშვლა, კრიმინალებს და თაღლითებს ეძახის. ამ ორგანიზაციების დაფინანსებულებს მიჰყვებით. ამათმა დაგარწმუნეს, რომ ჩვენ არასწორი გზით მივდივართ. ახლა მაინც ხომ გამოჩნდა, რომ სანქციების დაწესება და ომში არჩართვა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან სანქციების დაწესება ომში ჩართვას პირდაპირ იწვევდა. კარგად უნდა გაიაზროთ, რომ ამ ბრძოლაში ხართ იარაღი. თვითონ ჩირგვში სხედან, თბილად მოკალათებულები, ხოლო თქვენ და თქვენი მეგობრები ბრძოლის წინა ხაზზე გამოგიშვეს და შემდეგ არის დაკავებებიც. ძალიან ცუდია, რომ ამ ახალგაზრდებზე გადაიარა ამ უსამშობლოების დაფინანსებამ და თქვენ გიყენებენ. ვიდრე დროა, გამოფხიზლდით და ამ უსამშობლოებს თავს ნუ გამოაყენებინებთ“, – განაცხადა ზარქუამ.ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „ქვეყნის გადარჩენის გზა ერთიანობაა, რაც სამი კომპონენტისგან შედგება – პოლიტიკური პარტიების გაერთიანება და თანამშრომლობა, საზოგადოება და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“.

თინა ბოკუჩავა

პოლიტიკა 1739182003

როგორც არჩევნებამდე, ახლაც მიგვაჩნია, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს - ბოკუჩავა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს.ბოკუჩავას თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს პოზიცია ჰქონდა არჩევნებამდეც.„შეიძლება, საზოგადოებას ახსოვს, რომ ჯერ კიდევ არჩევნებამდე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იყო ერთიანობის მხარდაჭერა. ჩვენ მაშინაც და ახლაც მიგვაჩნია, რომ რუსეთის და რუსული რეჟიმის დამარცხება ივანიშვილის სახით, ძალიან რთულია ფრაგმენტირებული ფრონტის პირობებში. ჩვენ 12 წელია, ამ ბრძოლაში ვართ. შესაბამისად, ყველა ვიცნობთ ქვეყნის მოწინააღმდეგეს და ვინ არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ჩვენი ხალხის მტერი – ბიძინა ივანიშვილს. რა თქმა უნდა, ახლაც, ისევე როგორც არჩევნებამდე, მიგვაჩნია, რომ ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „ქვეყნის გადარჩენის გზა ერთიანობაა, რაც სამი კომპონენტისგან შედგება – პოლიტიკური პარტიების გაერთიანება და თანამშრომლობა, საზოგადოება და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“.

ნიკა გვარამია

პოლიტიკა 1738922729

მნიშვნელოვანი შედეგები დაიდო, მაგრამ განვითარების აღმავალი ხაზი აღარ შეინიშნება, ყველაფერი კარგად არაა, კარდინალური ცვლილებების დროა, რაც ყველამ ერთად უნდა მოვიფიქროთ - გვარამია

ყველას მუშაობით, განსაკუთრებით კი სახალხო პროტესტით, მნიშვნელოვანი შედეგები დაიდო, მაგრამ განვითარების აღმავალი ხაზი აღარ შეინიშნება, ყველაფერი კარგად არაა და ეს მეტი მოქმედებისკენ უნდა გვიბიძგებდეს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, კარდინალური ცვლილებების დროა.„ჩემთვის რამდენიმე რამეა ცხადი: რაც კეთდება, გინდა აქტივისტების, გინდა პოლიტიკოსების, გინდა „ენჯეოების“, გინდა მედიების მიერაც კი, საკმარისი არაა – რეჟიმი აგონიაში არაა. იგი დასუსტებულია, იზოლაციაშია, მაგრამ ადაპტირებულია პროტესტსაც და იზოლაციასაც; დაჭერები მუშაობს. თუ ღიას არა, შინაგან ცენზურას მაინც იწვევს და სიფრთხილეს, რომელიც დაჭერების ინტენსივობის მატების კვალდაკვალ, ტრანსფორმირდება შიშში (რაც ძალიან ბუნებრივი და ადამიანურია); პატიმრებს ვერ ვშველით, მოშიმშილეები სიკვდილის პირას არიან; ყველას მუშაობით, განსაკუთრებით კი სახალხო პროტესტით, მნიშვნელოვანი შედეგები დაიდო, მაგრამ განვითარების აღმავალი ხაზი აღარ შეინიშნება მინიმუმ ერთი თვეა; პოლიტიკოსებმა ყველაფერი არ იციან და ყველაფერი არ შეუძლიათ. არაა სწორი მათგან შეუძლებლის მოთხოვნა და, განსაკუთრებით, განტევების ვაცის ძერწვა. არც ახალი პარტიაა პანაცეა და არც არსებული პარტიების სრული შერწყმა; კრიტიკა, ვისიც და რისიც არ უნდა იყოს, მტრობა არაა და მისი აუტანლობა და პრაქტიკულად აკრძალვა, მხოლოდ საკუთარ და საკუთარი ბაბლის ფსიქოლოგიურ კომფორტს ემსახურება, აფუჭებს საქმეს და გვაშორებს მიზანს; ყველაფერი კარგად არაა, ყველაფერი რთულადაა და ეს კიდევ უფრო მეტი მოქმედებისკენ უნდა გვიბიძგებდეს და არა ხელების ჩამოყრისკენ ან კომფორტზონის ძებნისკენ, რაც თავის მოტყუებას გულისხმობს, რომ ყველაფერი გადასარევად მიდის; გრძელი ნახევრად ლიტერატურული ტექსტებით, გულისამაჩუყებელი ისტორიებით და დითირამბებით დიქტატურა არსად და არასდროს არ დამარცხებულა. არსად და არასდროს; კარდინალური ცვლილებების დროა, რაც ყველამ ერთად უნდა მოვიფიქროთ“, – წერს გვარამია.ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა: „ოპოზიციამ უპირობოდ დიდი გაერთიანება უნდა ჩამოაყალიბოს. ნახევრად ერთიანობა არ გამოვა. რა არის გასაკეთებელი: სასწრაფოდ, სალომე ზურაბიშვილმა უნდა თქვას, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ვიხმობ ჩემთან, ერთიან პლატფორმას ვაკეთებთ, უნდა ვიყოთ ერთიანები“.

ლევან მახაშვილი

პოლიტიკა 1738921101

ოპოზიციაში ერთიანობა ვერ შედგება ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რადგან შიგნით აქვთ განსხვავებული ხედვები, საკუთარი ამბიციები არ აძლევთ შესაძლებლობას, ქვეყნის სასარგებლოდ გაერთიანდნენ - ლევან მახაშვილი

ოპოზიციაში ერთიანობა ვერ შედგა და ვერც შედგება ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რადგან შიგნით აქვთ სრულიად განსხვავებული ხედვები და მოსაზრებები, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.როგორც მახაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია შეეცდება, სალომე ზურაბიშვილი გარშემო შექმნას პლატფორმა, თუმცა, მისივე შეფასებით, ამ მიმართულებით მათი წარმატების იმედი არ აქვს.„მიუხედავად იმისა, რომ მიდგომები და რადიკალიზაციის ხარისხი ყველას ერთი და იგივე აქვს, საკუთარი ამბიციები არ აძლევთ შესაძლებლობას, ქვეყნის სასარგებლოდ გაერთიანდნენ. საბოლოო ჯამში, მათი მთავარი ამოცანა ის კი არ არის, რა გააკეთონ ქვეყნისთვის სასიკეთო, არამედ ის, როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში და ჩაიგდონ ძალაუფლება ხელში. მათ ერთობასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არ გვაქვს. მოსალოდნელი იყო ის მოსაზრებები, რაც ოპოზიციისგან გვესმის. ისინი, როგორც ხავსს ჩაბღაუჭებულნი, შეეცდებიან, ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი გარშემო ააგონ თავიანთი პლატფორმა, მაგრამ აქაც არ მაქვს დიდი მოლოდინი, ამ მიმართულებით დიდი წარმატება ექნებათ“, – განაცხადა მახაშვილმა.ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა: „ოპოზიციამ უპირობოდ დიდი გაერთიანება უნდა ჩამოაყალიბოს. ნახევრად ერთიანობა არ გამოვა. რა არის გასაკეთებელი: სასწრაფოდ, სალომე ზურაბიშვილმა უნდა თქვას, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ვიხმობ ჩემთან, ერთიან პლატფორმას ვაკეთებთ, უნდა ვიყოთ ერთიანები“.

გიორგი ვაშაძე

პოლიტიკა 1738773306

საკანონმდებლო ცვლილებებს მეტი ერთიანობა და პროტესტი უნდა დავუპირისპიროთ - გიორგი ვაშაძე

საკანონმდებლო ცვლილებებს მეტი ერთიანობა და პროტესტი უნდა დავუპირისპიროთ, რაც უფრო ღრმად შეტოპავენ, უფრო სწრაფად დაასრულებს საკუთარ თავს ვერშემდგარი ივანიშვილის დიქტატურა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, მედიის გაჩუმება, პროტესტის ჩახშობა და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება.“რაც შემოაქვთ ახლა სამ მიზანს ისახავს. პირველი გააჩუმონ მედია და მედიასთან დაკავშირებით კანონი შემოიღეს. თქვენ კოლეგებს შეიძლება, ციხეშიც უკრან თავი ისე, როგორც მზია ამაღლობელი ჰყავთ გამოკეტილი. ვფიქრობ, სოლიდარობა მასთან მიმართებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. მეორე მიზანია ჩაახშონ პროტესტი, ანუ აღკვეთონ პროტესტის შესაძლებლობა და აი ეს კანონებია. მესამე მიზანია დააპატიმრონ პოლიტიკური ოპონენტები ანუ ჩვენ, პოლიტიკური ოპონენტები გამოგვკეტონ ციხეში. აი, ეს არის მათი მიზანი. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ მეტი ერთიანობა, მეტი პროტესტი და რაც უფრო ღრმად შეტოპავენ მოკლე პერიოდში, მით უფრო სწრაფად დაასრულებს თავის თავს ვერშემდგარი ივანიშვილის დიქტატურა“, – განაცხადა ვაშაძემ.

parlamenti

პოლიტიკა 1738748848

პარლამენტმა 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.ბარიერგადალახული სამი პოლიტიკური სუბიექტის ("კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა", "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა", "ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!") წარმომადგენლებმა უფლებამოსილების შეწყვეტა თავად მოითხოვეს.პლენარულ სხდომაზე კენჭსაყრის შედეგად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ:"კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას" წევრებს: ნანა მალაშხიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს, გიორგი ლემონჯავას, თენგიზ თევზაძეს, ცოტნე კობერიძეს, გიორგი კირთაძეს, ივანე ჭყონიას, ხათუნა სამნიძეს, ოქტაი ქაზუმოვს, მაია კოპალეიშვილს, ბორისი ყურუას, ანა გოგოლაძეს, გიორგი ბუტიკაშვილს, გიორგი იმედაშვილს, ელენე ხოშტარიას, სოფია გოლეთიანს, მარიკა არევაძეს, ანი ქავთარაძეს;"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრებს: თინათინ ბოკუჩავას, გიორგი ვაშაძეს, სოფიო ჯაფარიძეს, კობა ნაყოფიას, გაიოზ ჯაფარიძეს, პეტრე ცისკარიშვილს, გიორგი წერეთელს, ირაკლი ხვადაგიანს, თამარ კორძაიას, ირაკლი ფავლენიშვილს, კახაბერ ოქრიაშვილს, რამაზ ნიკოლაიშვილს, ეკატერინე ხერხეულიძეს, ლევან ხაბეიშვილს, ლაშა ბაქრაძეს, ანა წითლიძეს;"ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!" წევრებს: მამუკა ხაზარაძეს, ანა დოლიძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ანა ნაცვლიშვილს, ლევან ცუცქირიძეს, ირაკლი კუპრაძეს, ქეთევან თურაზაშვილს, საბა ბუაძეს, სალომე სამადაშვილს, დათუნა რაქვიაშვილს, თამარ ლალიაშვილს, გრიგოლ გეგელიას, ლევან სამუშიას, ფიქრია ჩიხრაძეს.

პარლამენტი

პოლიტიკა 1738738689

საპროცედურო კომიტეტმა სამი ოპოზიციური პარტიის 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სამი ოპოზიციური პარტიის 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა.კერძოდ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა, რომ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს სამი ოპოზიციური პარტიის შემდეგ წევრებს:მარიკა არევაძეს, ლაშა ბაქრაძეს, თინათინ ბოკუჩავას, საბა ბუაძეს, გიორგი ბუტიკაშვილს, გრიგოლ გეგელიას, ანა გოგოლაძეს, სოფიო გოლეთიანს, ანა დოლიძეს, გიორგი ვაშაძეს, თენგიზ თევზაძეს, ქეთევან თურაზაშვილს, გიორგი იმედაშვილს, გიორგი კირთაძეს, ცოტნე კობერიძეს, მაია კოპალეიშვილს, თამარ კორძაიას, ირაკლი კუპრაძეს, თამარ ლალიაშვილს, გიორგი ლემონჯავას, ნანა მალაშხიას, ნიკანორ მელიას, კობა ნაყოფიას, ანა ნაცვლიშვილს, რამაზ ნიკოლაიშვილს, კახაბერ ოქრიაშვილს, დათუნა რაქვიაშვილს, სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, ლევან სამუშიას, ირაკლი ფავლენიშვილს, ანი ქავთარაძეს, ოქტაი ქაზუმოვს, ბორის ყურუას, ფიქრია ჩიხრაძეს, პეტრე ცისკარიშვილს, ლევან ცუცქირიძეს, გიორგი წერეთელს, ანა წითლიძეს, ივანა ჭყონიას, ლევან ხაბეიშვილს, მამუკა ხაზარაძეს, ეკატერინე ხერხეულიძეს, ირაკლი ხვადაგიანს, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძეს, გაიოზ ჯაფარიძეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, სოფიო ჯაფარიძეს.კომიტეტმა შესაბამისი დასკვნა ბიუროს გადაუგზავნა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პლენარულ სესიაზე მიიღებენ.„საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კონკრეტულმა პარტიებმა, რომლებმაც გადალახეს ბარიერი და ჰქონდათ სრული სამართლებრივი შესაძლებლობა, მიეღოთ მანდატი, შემობრძანებულიყვნენ პარლამენტში და საკუთარი უფლებამოსილება განეხორციელებინათ, როგორც პარლამენტის წევრებს, სხვადასხვა დროს დაწერეს განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ეს პარტიები გახლავთ „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საპროცედურო კომიტეტმა, რეგლამენტის შესაბამისად, განახორციელა კონკრეტულ პირთა მიერ განცხადების შემოტანის და მასზე განხორციელებული ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოხდა პარლამენტში, პარლამენტის თანამშრომლების თანდასწრებით. მოახდინა მოკვლევა და დაადგინა, რომ ყველა განცხადება არის ნამდვილი. შესაბამისად, ჩვენი დღის წესრიგია, ამ პირთათვის, რომელიც არის 49 პირი, უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ანუ დასკვნის მხარდაჭერა“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა კომიტეტზე საკითხის განხილვამდე.შეგახსენებთ, პარტიებმა „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებები დაწერეს და პარლამენტს მიმართეს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. „გახარია საქართველოსთვის“ პარტია პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, თუმცა განცხადება ოფიციალურად არ დაუწერიათ და ამ მოთხოვნით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ.

გიორგი ვაშაძე

პოლიტიკა 1738161483

„აპრილამდე საქართველოში ყველაფერი უნდა გადაწყდეს“ - გიორგი ვაშაძე

„ქართული ოცნების“ კარები საბოლოოდ დაიხურება ევროპულ ასპარეზზე, თუ ისინი აპრილამდე არ დანიშნავენ არჩევნებს და არ გაათავისუფლებენ აბსოლუტურად ყველა პოლიტპატიმარს“ - ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც PACE-ის მონიტორინგის კომიტეტის ასამბლეის დასკვნაში აღნიშნულ საკითხებზე ისაუბრა.გიორგი ვაშაძის თქმით, „აპრილამდე საქართველოში ყველაფერი უნდა გადაწყდეს“.„პირველი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და "ქართული ოცნების" კარები საბოლოოდ დაიხურება ევროპულ ასპარეზზე, თუ ისინი აპრილამდე არ დანიშნავენ არჩევნებს და არ გაათავისუფლებენ აბსოლუტურად ყველა პოლიტპატიმარს. ასევე, ბევრი სხვა მოთხოვნა არის, მათ შორის, იმ ძალოვანი უწყებების პასუხისგებაში მიცემა, რომელიც ძალადობაშია მხილებული. მანამდე მათ შეეზღუდებათ აბსოლუტურად ყველა დელეგაციაში მონაწილეობა. ვერანაირ მონიტორინგის ჯგუფებში ვერსად ვერ დაიკავებენ ვერანაირ პოზიციას, ანუ შეზღუდვები უკვე ამოქმედდა მათ წინააღმდეგ. ეს არის ძალიან კონკრეტული ვადა, აპრილამდე საქართველოში ყველაფერი უნდა გადაწყდეს,“ - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა რამდენიმე წუთში განახლდება. სტრასბურგში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე დებატები უნდა დაიწყოს, რის შედეგად უკვე კენჭისყრა გაიმართება. სწორედ კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი, საბოლოოდ რა შესწორებები შევა მონიტორინგის კომიტეტის პროექტში. ამ დროისთვის, გამოქვეყნებული დოკუმენტი კი ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რიგი დათქმების შესრულებას, რის შემდეგაც დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს ხელახლა აპრილის სესიაზე განიხილავენ. პირობებს შორისაა ახალი არჩევნებისთვის მომზადება, საარჩევნო დარღვევების გამოძიება, გამოხატვის თავისუფლების დაცვა და დაკავებულების გათავისუფლება. უფლებამოსილების ყველანაირი დათქმის გარეშე შენარჩუნებას ითხოვს „ქართული ოცნება," რომელმაც შესწორებები დაარეგისტრირა.