ყველამ უნდა გაიაროთ საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრაცია, რათა საარჩევნო სიაში მოხვდეთ - გიორგი ვაშაძე ემიგრანტებს

გიორგი ვაშაძე

ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, დღეს გამართულ ბრიფინგზე, პლატფორმა "ერთობის" ლიდერებმა ისაუბრეს.

გიორგი ვაშაძემ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრაციისაკენ მოუწოდა. მისვე თქმით, აუცილებელია, საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ, მაქსიმალურად მეტ ქალაქში გაიხსნას.

"ყველამ უნდა გაიაროთ საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრაცია, რათა თქვენ მოხვდეთ საარჩევნო სიაში და თუნდაც იმ უბნებზე, რომლებიც იქნება გახსნილი უცხოეთში, თქვენ გქონდეთ საარჩევნო ხმის უფლება. გამოიყენეთ რომელი მექანიზმიც გინდათ. მთავარია, გაიაროთ საკონსულო აღრიცხვა, რადგან თქვენს ხელშია ამ ქვეყნის ბედის გადაწყვეტა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საპასუხო კომენტარი გაკეთდა მმართველ გუნდშიც.