ვატო შაქარაშვილი

პოლიტიკა 1776715779

ევროკავშირი დღეს თავად ომის მხარეა, არ შეიძლება არგუმენტი იყოს ის, რომ გაწევრიანება კონსტიტუციაში გვიწერია და ამიტომ არის კარგი - ვატო შაქარაშვილი

პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ვატო შაქარიშვილის თქმით, ევროკავშირი დღეს თავად ომის მხარეა და იქ გაწევრიანებისთვის არგუმენტი ვერ იქნება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. შაქარაშვილის თქმით, უნდა შეფასდეს გაწევრიანებით მოტანილი ზიანისა და სარგებლის შეფარდება.როგორც შაქარიშვილმა "დებატების" ეთერში განმარტა, ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად მიღებულ სარგებელსა და ზიანს შორის შეფარდებაში ძალიან დიდი დისბალანსია და ამას არც NATO და არც ევროკავშირი არ აანაზღაურებს."ევროკავშირი დღეს არის თავად ომის მხარე. ერთადერთი არგუმენტია, რომ ეს საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი. არ შეიძლება არგუმენტი იყოს ის, რომ ეს კონსტიტუციაში გვიწერია და ამიტომ არის ეს კარგი. არგუმენტი შეიძლება იყოს ძალიან კონკრეტული, დათვლადი, გაზომვადი, ის სარგებელი, რასაც ჩვენი ქვეყანა მიიღებს პოტენციური გაწევრიანებით და ასევე, ის ზიანი და ზარალი რასაც მიიღებს. ამ ზიანსა და სარგებელს შორის არის ძალიან დიდი დისბალანსი, ეკონომიკური კუთხით, სოციალური, ღირებულებითი, სავაჭრო, ტურისტული კუთხით, ყველა კუთხით და მიმართულებით, რაზეც ქვეყანა დგას და ამან უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, ყველა მიმართულებით, ამ ბლოკებში გაწევრიანება საქართველოსთვის არის ზიანის მომტანი.მერწმუნეთ, არც NATO, არც ევროკავშირი არ აგვინაზღაურებს და არ გადაგვიხდის ამისთვის კომპენსაციას. უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება იმიტომ კი არ არის კარგი, რომ კონსტიტუციაში წერია, ამას სჭირდება არგუმენტები და დათვლა, რა სარგებელს მოგვიტანს ეკონომიკური კუთხით, ვინ არიან ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები, როგორ შეცვლის ევროკავშირში წევრობა მათთან სავაჭრო ურთიერთობებს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოში იმპორტირებული პროდუქცია გაძვირდება. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეა გავიტანოთ და დავამკვიდროთ საერთაშორისო ასპარეზზე, საერთაშორისო დღის წესრიგში, რომ რაღაც ახალი ვთქვათ. უსაფრთხოება არის, როდესაც შენს ქვეყანაზე გადის ისეთი სავაჭრო გზები, დერეფნები, რომლებიც მსოფლიოს და სხვა დიდ სახელმწიფოებს სჭირდება, როდესაც შენ გაქვს პორტები, როდესაც შენ გაქვს ენერგეტიკა, როდესაც გაქვს სუვერენული ეკონომიკური და სავაჭრო პოლიტიკა. როდესაც შენგან არავინ არ ელის იმას, რომ დღეს, ხვალ, NATO იქნება ეს თუ სხვა ბლოკი, გაწევრიანდები ისეთ ბლოკში, რომელიც იმყოფება ომში და რომელიც არის ამ მრავალპოლუსიან სამყაროში დაპირისპირებული სხვა პოლუსთან, სხვა დიდ სახელმწიფოსთან, სხვა ძალასთან. ეს არის რეალური უსაფრთხოების გარანტია, ეს ხდის საქართველოს მიმზიდველს, საინტერესოს, სანდოს და უსაფრთხოს", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ზურაბ ქადაგიძე

პოლიტიკა 1774959322

თუ მიზნობრივ ჯგუფზე ვსაუბრობთ, სოციალური ბალანსის თვალსაზრისით, ეს მიზნობრივი ჯგუფია ის ადამიანები, რომლებიც აუცილებლობიდან გამომდინარე ყიდულობენ შეღავათიან და ეკონომიურ ავტომობილს - ზურაბ ქადაგიძე

მოგწონს თუ არ მოგწონს, რეალურად, ბაზარი ავტომატურად გაძვირდება. სამართლიანობა მოითხოვს, რომ სოციალური ბალანსი ვიპოვოთ. თუ მიზნობრივ ჯგუფზე ვსაუბრობთ, სოციალური ბალანსის თვალსაზრისით, ეს მიზნობრივი ჯგუფი არიან ადამიანები, რომლებიც აუცილებლობიდან გამომდინარე ყიდულობენ ავტომობილს - შეღავათიანს, ეკონომიურს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ზურაბ ქადაგიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მსჯელობენ.როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, შესაძლებელია საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება, მაგალითად, იაპონიაში, კონკრეტულ კლასზე მოქმედებს სპეციალური გადასახადები და დაზღვევა, რის შედეგადაც ქალაქები განიტვირთა და ჰაერი გასუფთავდა.მისივე თქმით, როდესაც ვსაუბრობთ სოციალურ ბალანსზე, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია სამართლიანობიდან გამომდინარე, რადგან ეს არის არა კომფორტი, არამედ, აუცილებლობა.დეპუტატმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.„რომ შევთანხმდეთ, მოგწონს თუ არ მოგწონს, რეალურად ბაზარი ავტომატურად გაძვირდება. სამართლიანობა მოითხოვს, რომ სოციალური ბალანსი ვიპოვოთ. თუ მიზნობრივ ჯგუფზე ვსაუბრობთ, სოციალური ბალანსის თვალსაზრისით, ეს მიზნობრივი ჯგუფი არიან ადამიანები, რომლებიც აუცილებლობიდან გამომდინარე ყიდულობენ ავტომობილს - შეღავათიანს, ეკონომიურს.შემოთავაზება მაქვს - ჩვენ შეგვიძლია საერთაშორისო პრაქტიკაც გავითვალისწინოთ. მაგალითად, იაპონიაში „ქეი ქარს“ ასე ჰქვია - სპეციალური კლასი არსებობს, მოქმედებს მასზე სპეციალური გადასახადები და დაზღვევა, რის შედეგადაც ქალაქები განიტვირთა და ჰაერი გასუფთავდა.სინგაპურში და ჰონგ კონგში მანქანის ფლობა ძვირია, თუმცა რეგისტრაციის საფასური პირდაპირ პროპორციულია ძრავის მოცულობისა. 1.6-მდე ძრავის მქონე მანქანები კატეგორია „ა“-ში გადიან, რაც გაცილებით იაფია, ვიდრე მაღალი კუბატურის კატეგორია, რომელიც არის „ბ“ კატეგორია.საფრანგეთში, მაგალითად, ე.წ. ბონუს-მალუსის სისტემა არსებობს ჯარიმა-ჯილდოს სისტემა: თუ ყიდულობ დაბალი „ემისიის“ მანქანას, სახელმწიფო გაძლევს სუბსიდიას, შეღავათს, ხოლო დიდი ძრავის შემთხვევაში გადაგახდევინებს თანხას.როდესაც ვსაუბრობთ სოციალურ ბალანსზე, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია სამართლიანობიდან გამომდინარე. რადგან ეს არ არის კომფორტი - ეს არის აუცილებლობა. და ეს არის დაბალი კუბატურის მანქანები, რომლებსაც ეს მიზნობრივი ჯგუფები იძენენ", - განაცხადა ქადაგიძემ.

ტიერი მარიანი

პოლიტიკა 1774809093

თუ რუსეთთან პრობლემა შეგექმნებათ, დიდი შანსია, მარტო დარჩეთ. გახსოვთ 2008 წელი? - ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი

"რუსთავი 2-თან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა ისაუბრა."რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის კითხვაზე - როდესაც საქართველოს მთავრობა ომთან მიმართებით ირჩევს პრაგმატულ პოლიტიკას, თუმცა საქართველო ნეიტრალური არ არის, ის აქტიურად უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს, მაგრამ ამბობს, რომ არ სურს რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რადგან ეს სახიფათოა და შეიძლება "მეორე ფრონტი" გამოიწვიოს, ერთადერთი სიტყვა, რაც ბრიუსელიდან გვესმის, არის "პრორუსული." რატომ ხდება ასე?ევროპარლამენტარი პასუხობს: "უკრაინის ომის შემდეგ გამოიკვეთა ტენდენცია, ან ხარ ევროკავშირის პოზიციაზე, ან, თუ არ ხარ - მაშინვე "რუსეთის მხარდამჭერად" გნათლავენ. საქართველოს შემთხვევაში, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული, სულ გვესმის, რომ საქართველო რუსეთს უჭერს მხარს. ეს წარმოუდგენელია, კაფკასეული სიგიჟეა. მათ არ აინტერესებთ თქვენი გეოგრაფიული მდგომარეობა და ის, რომ დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გაქვთ რუსეთთან. თუ რუსეთთან პრობლემა შეგექმნებათ, დიდი შანსია, მარტო დარჩეთ. გახსოვთ 2008 წელი? ევროკავშირმა მხოლოდ განცხადება გააკეთა, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია და ცხოვრება გაგრძელდა. ევროპას უნდოდა, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგეწესებინათ, ნელ-ნელა ფრონტის ხაზიც გაგეხსნათ... თუ რუსეთს ეკონომიკურად შეებრძოლებით, შედეგი თითქმის 2008 წლის ანალოგიური იქნება - ყველაფერი გაძვირდება, ენერგია გაძვირდება. რა მოუვა იმ ქართველებს, რომლებიც რუსეთში მუშაობენ? თქვენ გაქვთ სპეციფიკური ისტორია და გეოგრაფია. დღეს კი ამბობენ, რომ თქვენი მთავრობა რუსეთის სამსახურში მყოფი ავტორიტარია. ეს სისულელეა. ეს არის სისულელე, რომელსაც უცოდნირობა იწვევს. ამას ერთი ფაქტი მოწმობს, საქართველოს შესახებ გამართულ ბოლო დებატებზე ევროპარლამენტში მხოლოდ 10 სპიკერი იყო, დარბაზში კი 720 წევრიდან 20 დეპუტატი ვიმყოფებოდით. აი, კენჭისყრაზე კი, მოულოდნელად, უმრავლესობა გამოჩნდა, მაშინ, როცა რეზოლუციის განხილვაში მათ 90%-ს მონაწილეობაც კი არ მიუღია. ერთადერთი კითხვა გამიჩნდა, როგორ?" - აცხადებს ტიერი მარიანი.კითხვაზე - როგორ? თუ ყველაფერი ასე ხდება, როგორ მივიდა ამ მომენტამდე დიდებული ევროგაერთიანება?მარიანი პასუხობს: "მე ცოტა მეშინია იმის, რად იქცა ევროკავშირი. თავიდან ეს იყო ერთგვარი ერთობა ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, თავისუფალი ვაჭრობისთვის. მაგრამ ნელ-ნელა მან სულ უფრო მეტი ძალაუფლება მიიტაცა. ეს სრული სიგიჟეა. დღევანდელი ევრობიუროკრატია ცდილობს, ნელ-ნელა ადამიანების აზროვნება შეცვალოს, ისე, როგორც ეს საბჭოთა კავშირში ხდებოდა. ევროკავშირს უნდა, რომ ყველა სახელმწიფო ერთ ხაზზე იდგეს. მე ვეუბნები ქართველ ხალხს: თქვენ ოცნებობთ ევროპაში ყოფნაზე, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ ის ევროპა, რომელზეც ოცნებობთ, დღევანდელი რეალობაა? როდესაც ევროპა ცდილობს თქვენი პოლიტიკის შეცვლას და საერთოდ არ ადარდებს თქვენი ინტერესები, დარწმუნებული ხართ, რომ იქ შესვლა გინდათ, თუ ეს მხოლოდ ვიზების საკითხია? მომავალ წელს საფრანგეთში არჩევნებია, მე მხარს ვუჭერ მარინ ლე პენს და ისინი ყველაფერს აკეთებენ ჩვენს დასაბლოკად. ნახეთ, რა გააკეთეს რუმინეთში - არჩევნების პირველი ტურის შედეგები არ აღიარეს. საქართველოში ეს არ გამოუვიდათ, რადგან ქართველი ხალხი უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა. მათ იციან საკუთარი ქვეყნის ინტერესი. ისინი ცდილობენ, მიიღონ ისეთი შედეგი, როგორიც მათ სურთ. ამის ფონზე კი, ჩვენს გარშემო, სულ ორმაგი სტანდარტია. მსოფლიოში ბევრგან ხდება აგრესია, მაგრამ შერჩევით, ზოგზე ხმას არ ვიღებთ, ზოგზე - სანქციებს ვაწესებთ. ეს არის ევროპის სისუსტე. ჩვენ ვამბობთ, რომ მორალი ჩვენს მხარესაა, სინამდვილეში კი მხოლოდ ინტერესები გვაქვს და პრინციპებს ყოველ სიტუაციაში ვიცვლით. ეს არის დღევანდელი ევროპა," - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. 

აფბა

ფინანსები 1774442941

აფბა: "სებ-ის ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა გლობალური შოკების ფონზე გამართლებულია“

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვებასთან დაკავშირებით, სრულ თანხვედრაშია იმ გამოწვევებთან, რომლებიც დღეს გლობალურ ბაზრებზე არსებობს.2025 წლის მიწურულს სტაბილურმა მაკროეკონომიკურმა გარემომ, სავალუტო რეზერვების ზრდამ და ინფლაციის დაბალმა მაჩვენებელმა შექმნა საფუძვლიანი მოლოდინი, რომ 2026 წლიდან ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას დაიწყებდა. თუმცა, თებერვალში ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა კონფლიქტმა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ ვითარება რადიკალურად შეცვალა. საერთაშორისო ბაზრებზე ენერგომატარებლებისა და ტრანსპორტირების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც, ბუნებრივია, აისახება ადგილობრივ ბაზარზეც.ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი განსაკუთრებით მწვავედ აისახა ნავთობის ფასზე. გლობალურ ბაზრებზე ნედლეულის 45%-იანი გაძვირების პარალელურად, საწვავის ფასები საქართველოში უკვე დაახლოებით 10%-ით გაიზარდა. არსებული დაძაბულობის შენარჩუნების პირობებში, არსებობს მოლოდინი, რომ საწვავი კიდევ უფრო გაძვირდება, რაც ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს სხვა პროდუქტების თვითღირებულებაზე და, საბოლოო ჯამში, გაზრდის ინფლაციურ წნეხს.აღსანიშნავია, რომ ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია გლობალურადაც. როგორც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა (FED), ისე ევროპის ცენტრალური ბანკები, განაკვეთის შემცირების ნაცვლად, მის შესაძლო ზრდასაც კი პროგნოზირებენ.საყურადღებო იყო კონფლიქტის დაწყების პირველ დღეებში ეროვნული ვალუტის მერყეობაც, რაც ძირითადად ნეგატიური მოლოდინებითა და დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციით იყო განპირობებული. თუმცა, სიტუაცია მალევე დასტაბილურდა და კურსი ომამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლარის მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი გააგრძელებს ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას. მაღალი გაურკვევლობის პირობებში, რეგიონული კონფლიქტების დეესკალაციამდე და მიწოდების ტრადიციული ჯაჭვების აღდგენამდე, მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელოვანი შერბილება მოსალოდნელი არ არის.

დიმიტრი ხუნდაძე

პოლიტიკა 1773757500

დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალური რეგულაციით შესაძლოა საპირისპირო ან უარესი შედეგი მივიღოთ. ჩვენ ძველ მანქანებს უფრო დიდხანს დავტოვებთ მიმოქცევაში, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ არის უნარიანი, რომ იყიდოს ახალი ავტომობილი

გაჟღერებული მიზანი და სურვილი იმისა, თუ რა შედეგი უნდა მოიტანოს ამ კანონპროექტმა, ამ სულისკვეთებას ჩვენ ვეთანხმებით, უბრალოდ მე მგონია, რომ ეს გზა არასწორია და მინიმუმ შედეგს ვერ მოიტანს და შესაძლოა სხვა მიმართულებით საპირისპირო შედეგიც დააყენოს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საუბრისას.მისივე თქმით, აღნიშნული დადგენილება „ხალხის ძალამ“ გამოცემისთანავე გააპროტესტა.„ის, რომ დადგენილების სახოთ მთავრობამ გამოსცა 6 და მეტი წლის ასაკის მანქანების შემოყვანის აკრძალვა, მეც და ჩემმა გუნდმაც გავაპროტესტეთ ეს საკითხი და იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან კომპრომისი, რომ ეს დადგენილება პრაქტიკულად გაუქმდა. ამას ჰქონდა ორი დადებითი მხარე, ერთი ის, რომ გაუქმდა ეს გადაწყვეტილება და აკრძალვას ჯობია არჩევანი და მეორე, რომ დადგენილებას იღებს მთავრობა პარლამენტისგან დამოუკიდებლად, ამ შემთხვევაში კანონის სახით შემოვიდა პარლამენტში. ეს კარგია, რადგან უფრო ფართო მსჯელობის შესაძლებლობა შეიქმნა და არა მხოლოდ მთავრობის მასშტაბით დადგენილების მიღება.ამას ბოლომდე მხარი ვერ დავუჭირეთ, რადგან განუსაზღვრელად მაღალი გადასახადი დაწესდა 6 და მეტი წლოვანების ავტომობილებზე. გადასახადი უნდა იყოს იმდაგვარი, რომ ის აღწევდეს მიზანს და არ სცდებოდეს ამ სამიზნე მაჩვენებელს. ამ შემთხვევაში გადასახადი არის პრაქტიკულად აკრძალვის ტოლფასი.მე ვთავაზობდი ინიციატორებს, რომ საფასური ყოფილიყო შემზღუდველი, ანუ გარკვეული ბარიერი შეიქმნებოდა და იქნებოდა ბიძგი, რომ ეტაპობრივად ძველ ავტომობილებს ჩანაცვლებოდა ახალი, მაგრამ რადიკალური რეგულაციით შესაძლოა საპირისპირო ან უარესი შედეგი მივიღოთ. ჩვენ ძველ მანქანებს უფრო დიდხანს დავტოვებთ მიმოქცევაში, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ არის უნარიანი, რომ იყიდოს ახალი ავტომობილი, მისი ფასიდან გამომდინარე და ის შეეცდება არსებული მანქანების სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებას, ასვე გაძვირდება მისი საფასური და ეს სოციალურ მდგომარეობაზე მოახდენს ნეგატიურ გავლენას“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

ლევან მახაშვილი

პოლიტიკა 1771947142

მახაშვილი: ერთ-ერთ ელჩს ვუთხარით, გვთხოვთ, შემოვიტანოთ ნავთობი სხვა სახელმწიფოდან, მაგრამ უფრო ძვირი ღირს, რა გავაკეთოთ? - მერე რა, თუ გაძვირდება პური და რაღაცები, ევროპის ნაწილი გაძვირებულს იხდის, თქვენმა მოსახლეობამაც გადაიხადოსო

ერთ-ერთ ელჩს პირდაპირ ვუთხარით, კი ბატონო, თქვენ გვთხოვთ, რომ შემოვიტანოთ გაზი ან ნავთობი სხვა სახელმწიფოდან [და არა რუსეთიდან], მაგრამ უფრო ძვირი რომ ღირს, რა გავაკეთოთ? - გაიხსენა ერთ-ერთ ელჩთან საუბარი ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.დეპუტატმა ელჩის პასუხიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ ელჩების ამგვარი მოწოდებების ფონზე რჩება მხოლოდ მოსახლეობისთვის ახსნა იმისა, თუ რა ხდება რეალურად.„ძვირი ნავთობი ნიშნავს ძვირ ბენზინს, ძვირ დისტრიბუციას, გაძვირებულ პურს და სასურსათო კალათას. ვუთხარით, რას გვირჩევთ მაშინ, მოდით, თქვენ, ბრიტანელებმა მოგვეცით იგივე ფასად, როგორც შეიძლება, რომ რუსეთიდან შემოიტანოს ქვეყანამ და ჩვენ მზად ვართ, მეორე დღესვე ჩავანაცვლოთ ყველაფერი. იცით, პასუხი რა იყო? - მერე რა, თუ გაძვირდება პური და რაღაცები, ევროპის დიდი ნაწილი მაინც ასე გაძვირებულს იხდის და თქვენმა მოსახლეობამაც გადაიხადოს, დიდი ამბავი, ეს ფასი თქვენც ხომ უნდა გადაიხადოთო. აი, ამაზეა აქ საუბარი. არ მინდოდა ამ დეტალებზე საუბარი, მაგრამ როდესაც ასეთ მოწოდებებს ვისმენთ ამ ელჩებისგან, სხვა აღარაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ მოსახლეობას ავუხსნათ, რეალურად რაშია საქმე“, - განაცხადა მახაშვილმა.

ფასი

საზოგადოება 1760615717

პურის მცხობელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ფასმა 5-10 თეთრით პურის კონკრეტულ ასორტიმენტზე მოიმატა

პურის კონკრეტულ ასორტიმენტზე ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა, – ამის შესახებ პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, მალხაზ დოლიძემ განაცხადა.მალხაზ დოლიძე სოციალური პროდუქტის გაძვირების მთავარ მიზეზად თანამშრომელთა ხელფასების ზრდას, დანადგარების მოვლა-პატრონობაზე გაწეულ ხარჯებსა და წინა წლებთან შედარებით, ფქვილის გაძვირებას ასახელებს. ამასთან, დოლიძის თქმით, ე.წ. ყოველდღიური მოხმარების ქვის პური ორმა კომპანიამ გააძვირა – „იფქლი გლდანმა“ და „იფქლი დიღომმა“, სხვა კომპანიები კი ძველ ფასებს ინარჩუნებენ. პურის მცხობელთა ასოციაციაში იმასაც აღნიშნავენ, რომ სხვა პროდუქტებთან შედარებით, ქვეყანაში პურს ყველაზე სტაბილური ფასი აქვს.„გუშინდელ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, რომ პური გაძვირდა, ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყო. ორმა საცხობმა 10-10 თეთრით ერთ ასორტიმენტზე მოუმატა ფასი და აქედან, ამ 10 თეთრიდან შვიდი თეთრი არის მეწარმის და სამი თეთრი არის მაღაზიის. ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია დომინოს პრინციპი, რამდენიმე მაღაზიამ თვითნებურად სხვა ასორტიმენტზეც გაავრცელა ეს საკითხი. მე მინდა, იცოდეთ, რომ პურის ფასი სტაბილურად არ შეცვლილა. მასობრივი მოხმარებისთვის პური, რომელსაც ჩვენი მომხმარებლები ყიდულობენ, არის მასში მრავალფეროვნება. მინდა, იცოდეთ, რომ თუ შევადარებთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, ყველაზე დაბალი ფასი პურზე საქართველოშია. მესმის, მტკივნეული პროცესია თითოეული თეთრი, სოციალური გარემოდან გამომდინარე, მაგრამ არის წარმოების აუცილებლობა ისეთი, რომელიც გადაუდებელია, რათა ისევ კარგი და გემრიელი პური ვაწარმოოთ. გაძვირების მიზეზია – ფქვილი, ხელფასები, ასევე აქ არის დანადგარების მოვლა-პატრონობა. წარმოებას აქვს ძვირადღირებული დანადგარები, იქ სამცვლიანი სამუშაოა და ცხელი გარემოა. განსაკუთრებით, როგორი ზაფხულიც იყო, მოგეხსენებათ. ვაკავებდით ხალხს, იმიტომ, რომ მუშახელის ნაკლებობაა პურპროდუქტებში, ხელფასების გაზრდას ითხოვენ და არის მთელი რიგი ისეთი მომენტები, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას. ფქვილი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რვა ლარით არის გაძვირებული. შარშან იყო 52 ლარი, დღეს არის დაახლოებით 59-60 ლარი“, – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ პურის გაძვირება ფქვილზე ფასის მატებამ გამოიწვია, არ ეთანხმებიან „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში“. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, ბოლო თვე-ნახევარია ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულება სტაბილურად 58-60 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც სოციალური დანიშნულების პროდუქტის ფასზე გავლენას ვერ მოახდენდა. ლევან სილაგავა ამბობს, რომ კერძო კომპანია თავად წყვეტს, რა ფასად უღირს საკუთარი წარმოებული პროდუქტის გაყიდვა, შესაბამისად მიაჩნია, რომ ორი კომპანიის მიერ პურის გაძვირება მხოლოდ მათ დანახარჯებს უკავშირდება.„პურში არამარტო ფქვილის ინგრედიენტი, არამედ სხვა რაღაცებიც არის მასში შემავალი. აქედან გამომდინარე, შეიძლება, რომელიღაც კომპანიას თავისი რაღაც ხარჯები აქვს, რომლის მიხედვითაც მათ გაზარდეს ფასი. ფქვილზე თუ ვილაპარაკებთ, დღესდღეობით ფქვილის ფასი, რომელიც უკვე თვე-ნახევარია, მერყეობს 58-60 ლარის ფარგლებში, ვფიქრობ, რომ არ იყო გამოწვეული ამ კომპონენტით პურის გაძვირება. რაც შეეხება იმ ტენდენციას, რომ შარშან 53 ლარი იყო, მაგალითად, ერთი ტომარა ფქვილის ფასი, გვახსოვს ყველას ეს სიტუაცია, შარშან ფაქტობრივად იყო ის მიჯნა, როდესაც წინა გაძვირების შემდეგ 52 ლარიდან, მეპურეებმა თქვეს, რომ ვერ ეტევიან კალკულაციაში. მაშინ ფასები გაიზარდა ფქვილზე, ეს იყო ობიექტური მიზეზიდან გამომდინარე, მათ შორის მსოფლიო და რეგიონული ბაზრიდან და შესაბამისად, მაშინ პურის ფასი გაიზარდა 10 თეთრით. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პურის მწარმოებლებს აქვთ თავიანთი კალკულაცია. ყველა კომპანიას შეუძლია, იმის მიხედვით, რა ხარჯები აქვთ და რა კალკულაცია აქვთ, გაზარდონ ან შეამცირონ ფასები. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ზუსტად ამ ტენდენციასთან, იმიტომ, რომ მხოლოდ რამდენიმე კომპანიის მიერ იქნა ფასი გაზრდილი. დღეს ფქვილის ფასი არ იძლევა იმის წინაპირობას, რომ გაძვირდეს პური“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ.ამასთან, სილაგავას თქმით, ახალი ზღვრული ფასი ერთ ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზე 63 ლარია, რომლის შემდეგაც პურის ფასების კორექტირებაზე შესაძლებელია საუბარი, თუმცა არც ეს ნიშნავს აპრიორი იმას, რომ პური გაძვირდება.„ზოგადად, კალკულაციის მიხედვით და დაახლოებით, მე რაც ვიცი, სხვა კომპანიებს, პურის მწარმოებლებს შემდეგი გაძვირების ბიჯზე ლაპარაკის დაწყების ტენდენცია, როდესაც ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო ერთი წლის წინ, აქვს დაახლოებულით მაშინ, თუ ერთ ტომარა ფქვილზე ფასი 62-63 ლარს გასცდება. მაგრამ ესეც არ ნიშნავს აპრიორი, რომ 62 ან 63 ლარი თუ გახდება ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი, შემდგომ პური უნდა გაძვირდეს. იქ შეიძლება, უკვე კიდევ რაღაც ტენდენციებზე ლაპარაკი და შესაბამისად, უბრალოდ ეს მიჯნა არის და მეტი არაფერი“, – განმარტა „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

მსოფლიო 1745951991

ჩვენ არ ვიპყრობთ და არ ვსჯით ჩვენს მეზობლებს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის „არაპროგნოზირებადი სატარიფო პოლიტიკის“ შედეგად მთელი მსოფლიო დაზარალდება.როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე განაცხადა.„მილიონობით მოქალაქეს მოუწევს, გაუმკლავდეს უფრო მაღალ ფასებს პროდუქტებზე, გაძვირდება მედიკამენტები, ტრანსპორტი უფრო მეტი ეღირება, ინფლაცია გაიზრდება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა: „ჩვენ არ ვიპყრობთ ჩვენს მეზობლებს და არ ვსჯით მათ“, თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა.

მშენებლობა

ფინანსები 1710093051

რა ეღირება 1 კვ.მეტრი ბინა თბილისში 2025 წლისთვის - კალკულაცია მშენებლობის ყველა ხარჯის გათვალისწინებით

„თბილისში უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 10 - 15%-ით გაძვირდა და კვლავ გაძვირდება 2025 წლისათვის“, - ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში წერს."თბილისში უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 10 - 15 % ით გაძვირდა და კვლავ გაძვირდება 2025 წლისათვის.მიზეზები:1️⃣ მიწის ფასი გაძვირდა საშუალოდ 20% - ით.2️⃣ დაქირავებითდასაქმებულთა ანაზღაურება გაძვირდა საშუალოდ 30% - ით.3️⃣ სამშემებლო ინვენტარი და მასალები გაძვირდა საშუალოდ 20% - ით.4️⃣ სახანძრო უსაფრთხოების 2024 წლის დადგენილებით სამშენებლო სამუშაოების წარმოების ხარჯი გაძვირდა საშუალოდ 20% - ით.5️⃣ ეროვნული ბანკის რეგულაციებით ბიზნესს საკრედიტო ხაზი გაუძვირდა რამაც სარეალიზაციო ფასი გაზარდა საშუალოდ 10% - ით. ყოველივე ამის გათვალისწინებით თბილისში 1 კვ მეტრი უძრავი ქონების ფასი (თეთრი კარკასი) შეადგენს 1000-1200 USD.2025 წლისათვის თბილისში 1 კვ მეტრი საცხოვრებელი ფართის ფასი იმერყევებს 1100-1400 USD ფარგლებში", - წერს ეკონომისტი.

წყალი შეწყდება

საზოგადოება 1708020212

სიახლე 1-ელი მარტიდან ამოქმედდება - რა უნდა იცოდეთ, თუ წყლის აბონენტად დარეგისტრირება გსურთ

1-ელი მარტიდან თვითმმართველი ქალაქებისთვის (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი) ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება ძვირდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორმა რევაზ გერაძემ განუცხადა, ცვლილება ძირითადად მსხვილ მომხმარებლებს შეეხო.„ცვლილება ყველა კატეგორიის მომხმარებელს შეეხება, თუმცა ძირითადად მსხვილი მომხმარებლებისთვის გაძვირდება. მცირე დიამეტრით მიერთებულ მომხმარებელზე კი ეს გადაწყვეტილება ნაკლებად იმოქმედებს“, - განაცხადა რევაზ გერაძემ.მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი განპირობებული იყო კომპანიის მიერ ფაქტობრივი ხარჯების ზრდით. კომისიამ, რომელიც ამ ხარჯებს რეგულარულად ითვლის, დაასკვნა, რომ ფაქტობრივი ხარჯები მომატებულია, ამიტომ თვითმმართველ ქალაქებში ახალ აბონენტად დარეგისტრირების გაძვირება გარდაუვალი გახდა.ცნობისათვის, ამ დრომდე წყლის ახალ აბონენტად რეგისტრაცია თვითმმართველ ქალაქებში 500 ლარი ღირდა, წყალარინების საფასური კი 1000 ლარი იყო. 1-ელი მარტიდან განხორციელებული ცვლილების შედეგად კი წყალზე მიერთების საფასური 2 500 ლარამდე გაიზრდება. ეს თანხა მაღალი დიამეტრით მიერთებული აბონენტებისთვის იმოქმედებს.ცვლილება შემდეგ კომპანიებს შეეხება: შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" და შპს "ბათუმისწყალი". ასევე ნახეთ:„გიორგი მამალაძის გათავისუფლებისას გაითვალისწინეს, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობა და შორენა თეთრუაშვილის თანხმობა“ - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"„იმედი მაქვს, ერთხელაც, ეს დღე ისევ შეიძენს ჩემთვის მნიშვნელობას...“ - რას წერს ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილთან დაშორების შემდეგ

ოთო აბესაძე

ფინანსები 1706034676

„უძრავი ქონების ფასი გაძვირდა და 2025 წლისთვის კვლავ გაძვირდება“ - ოთო აბესაძე

თბილისში უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 10 - 15%-ით გაძვირდა და კვლავ გაძვირდება 2025 წლისათვის, - ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე აცხადებს და შემდეგ მიზეზებს ასახელებს:„მიწის ფასი გაძვირდა, საშუალოდ 20% -ით. დაქირავებით დასაქმებულთა ანაზღაურება გაძვირდა საშუალოდ 30% - ით. სამშენებლო ინვენტარი და მასალები გაძვირდა საშუალოდ 20% - ით. სახანძრო უსაფრთხოების 2024 წლის დადგენილებით, სამშენებლო სამუშაოების წარმოების ხარჯი გაძვირდა საშუალოდ 20% - ით. ეროვნული ბანკის რეგულაციებით ბიზნესს საკრედიტო ხაზი გაუძვირდა, რამაც სარეალიზაციო ფასი გაზარდა საშუალოდ 10% - ით.ყოველივე ამის გათვალისწინებით, თბილისში 1 კვ მეტრი უძრავი ქონების ფასი (თეთრი კარკასი) შეადგენს 1 000-1 200 USD. 2025 წლისათვის თბილისში 1 კვ მეტრი საცხოვრებელი ფართის ფასი იმერყევებს 1100-1400 USD ფარგლებში,“ - წერს ეკონომისტი.ასევე ნახეთ:„გაქვთ შანსი, ივნისში ფინანსურად განსაკუთრებულად დაწინაურდეთ“ - ნახეთ, ვის მოუტანს იღბალს „მილიონერის ასპექტი“იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ბრილიანტები

მსოფლიო 1700112839

ევროკავშირი რუსული ალმასის იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ევროკავშირში რუსული ალმასის იმპორტის აკრძალვა იგეგმება. როგორც BBC წერს, სან­ქცი­ე­ბის მე-12 პა­კე­ტი, სავარაუდოდ, მო­მა­ვალ კვი­რას განიხილება.სანქციის ამოქმედების შემდეგ, სფეროს სპეციალისტები გლობალურ ბაზარზე ბრილიანტის გაძვირებას პროგნოზირებენ.„რუსეთი ძალიან დიდი ბიზნესი იყო ანტვერპენისთვის: მთელი თქვენი ბიზნესის ახალ მომწოდებელზე გადაწყობა უამრავ თავის ტკივილს წარმოშობს. არარუსული ბრილიანტების იმპორტი ძვირი დაჯდება, რადგან ყველა ერთსა და იმავე მომწოდებელზე იქნება დამოკიდებული. ეს ნიშნავს, რომ ბრილიანტი რიგითი მომხმარებლისთვისაც გაძვირდება“,- ამბობს ტიერი ტუგენდჰაფტი, რომელიც, 30 წელზე მეტია, ბრილიანტის დილერია.2022 წლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის სანქციები გავრცელდა რუსულ ნახშირზე, გაზზე, ოქროზე, არაყსა და ხიზილალაზეც კი, თუმცა რუსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მოპოვებული ბრილიანტები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კვლავ გამოიყენება ნიშნობის ბეჭდებში, ყელსაბამებსა და საყურეებში."ევროკავშირი აქამდე თავს არიდებდა აკრძალვას, ძირითადად იმის გამო, რომ სურდა, დაეცვა ქალაქი ანტვერპენი - საპორტო ქალაქი, რომელიც, მე-15 საუკუნიდან, ბრილიანტის კერაა. მთელ მსოფლიოში მოპოვებული დაუმუშავებელი ალმასების 80%-ზე მეტი აქ ინახება", - წერს BBC.