1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თბილისში უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 10 - 15%-ით გაძვირდა და კვლავ გაძვირდება 2025 წლისათვის, - ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე აცხადებს და შემდეგ მიზეზებს ასახელებს:
„მიწის ფასი გაძვირდა, საშუალოდ 20% -ით. დაქირავებით დასაქმებულთა ანაზღაურება გაძვირდა საშუალოდ 30% - ით. სამშენებლო ინვენტარი და მასალები გაძვირდა საშუალოდ 20% - ით. სახანძრო უსაფრთხოების 2024 წლის დადგენილებით, სამშენებლო სამუშაოების წარმოების ხარჯი გაძვირდა საშუალოდ 20% - ით. ეროვნული ბანკის რეგულაციებით ბიზნესს საკრედიტო ხაზი გაუძვირდა, რამაც სარეალიზაციო ფასი გაზარდა საშუალოდ 10% - ით.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, თბილისში 1 კვ მეტრი უძრავი ქონების ფასი (თეთრი კარკასი) შეადგენს 1 000-1 200 USD. 2025 წლისათვის თბილისში 1 კვ მეტრი საცხოვრებელი ფართის ფასი იმერყევებს 1100-1400 USD ფარგლებში,“ - წერს ეკონომისტი.
ასევე ნახეთ: