10 სადღესასწაულო პროდუქტი, რომელიც უკვე უნდა იყიდოთ, რადგან საახალწლოდ ფასები გაიზრდება

პროდუქტი

ეკონომისტებმა დაასახელეს, თუ რომელი საქონელი გაძვირდება საახალწლო არდადეგებზე.

ახალ წლამდე მოსალოდნელია ზოგიერთ საქონელზე ფასების მატება, ამიტომ თუ ფულის დაზოგვა გსურთ, სადღესასწაულო სუფრისთვის საკვების ყიდვა ახლავე დაიწყეთ. ყველაზე მეტად გაძვირება ალკოჰოლზე აისახება, დღესასწაულების წინ ალკოჰოლური სასმელები ყოველწლიურად დაახლოებით 30-40%-ით ძვირდება. დეფიციტის თავიდან აცილება შესაძლებელია, მაგრამ უმჯობესია, წინასწარ ეწვიოთ ჰიპერმარკეტებსა და საბითუმო მაღაზიებს.

2021 წლის ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით ბოსტნეული გაძვირდება პირველ რიგში, რადგან სეზონი უკვე გავიდა.


ალკოჰოლური სასმელი

ალკოჰოლური სასმელები, როგორიცაა შამპანური, წინასწარ უნდა იყოს შენახული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება იმპორტირებულ ბოთლებს - ისინი უბრალოდ შეიძლება გაიყიდოს დეკემბრის ბოლო დღეებში. და კიდევ ერთი კვირით ადრე ახალ წლამდე, საცალო მოვაჭრეებს უყვართ ფასების აწევა.

წითელი ხიზილალა

ხიზილალა ფაქტობრივად საახალწლო სუფრის სიმბოლოა, პროდუქტი, რომლისთვისაც ბევრი მზადაა, სოლიდური თანხა გამოყოს. დეკემბერში ხიზილალის ფასები ნახტომებით იზრდება, ასე რომ თქვენ უნდა იყიდოთ ის, სანამ ღირებულება კოსმოსში გაფრინდება. ვინაიდან პროდუქტის შენახვის ვადა 365 დღეა, ხიზილალის წინასწარ ყიდვის პრობლემა არ არის - შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში ან საყინულეში.

მაიონეზი და სალათის სოუსი

სალათის სოუსები და მაიონეზი ერთ-ერთი პირველია, რომელიც ახალი წლის წინ თაროებიდან ქრება, ამიტომ სჯობს წინასწარ მოიმარაგოთ. ზოგიერთ ქსელურ მაღაზიაში შეგიძლიათ იპოვოთ აქციები, თუ რამდენიმე პაკეტს იყიდით. 

კაკალი

ახალი წლისთვის საუკეთესო ნიგვზის ფასი ასტრონომიულ ციფრს აღწევს ხოლმე. ამიტომ, იზრუნეთ, რომ წინასწარ შეიძინოთ და გრილ ადგილას შეინახოთ.  

მცენარეული ზეთი

საახალწლო კერძების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგრედიენტი მცენარეული ზეთია. უმჯობესია, გქონდეთ რამდენიმე ბოთლი ერთდროულად, რათა არ იჩქაროთ მაღაზიაში, როცა ზეთი მოულოდნელად ამოიწურება.

ყველი

ყველი ახლავე შეგიძლიათ შეიძინოთ. შეინახეთ საყინულეში, მაშინ ყველი დღესასწაულამდე არ გაფუჭდება. 

თევზი და ხორცი
თუ ხორცის კერძების მომზადებას აპირებთ, ახალ წლამდე ერთი თვით ადრე იყიდეთ ძროხის ფილე. მნიშვნელოვანი პუნქტი: ის უნდა ინახებოდეს საყინულეში. ხუთ-შვიდ პროცენტამდე გაიზრდება ქათმის ხორცის ფასი. ასევე შეგიძლიათ წინასწარ შეიძინოთ გაყინული თევზი. 

ტკბილეული
ჯერ კიდევ შეგიძლიათ, ასაწონი ტკბილეული ფასდაკლებით შიძინოთ. საახალწლო აჟიოტაჟში ასეთი გულუხვობა არ იქნება. ყველაზე მოგებიანია ტკბილეულის შეძენა ჰიპერმარკეტებში ან საბითუმო საწყობებში. შეინახეთ ისინი ოთახის ტემპერატურაზე და არა მაცივარში. 

უალკოჰოლო სასმელები 

სადღესასწაულო სუფრაზე ყოველთვის საჭიროა მინერალური წყალი და წვენები. მათზე ფასები მუდმივად იზრდება, მაგრამ ახალი წლისთვის ისინი მიაღწევენ ზედა  ზღვარს. 

ტკბილეულისთვის საჭირო ინგრედიენტები

თუ საახალწლო ნამცხვრის სახლში გაკეთებას აპირებთ, ახლავე შეგიძლიათ, იზრუნოთ და იყიდოთ ფქვილი, შაქარი, შესქელებული რძე, კაკაო, ვანილი, ჟელატინი, თაფლი და სხვა. გაითვალისწინეთ, რომ ფქვილი შესაძლოა, ხაჭაპურისა და ლობიანისთვისაც დაგჭირდეთ.