სიახლე 1-ელი მარტიდან ამოქმედდება - რა უნდა იცოდეთ, თუ წყლის აბონენტად დარეგისტრირება გსურთ

წყალი შეწყდება

1-ელი მარტიდან თვითმმართველი ქალაქებისთვის (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი) ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება ძვირდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორმა რევაზ გერაძემ განუცხადა, ცვლილება ძირითადად მსხვილ მომხმარებლებს შეეხო.

„ცვლილება ყველა კატეგორიის მომხმარებელს შეეხება, თუმცა ძირითადად მსხვილი მომხმარებლებისთვის გაძვირდება. მცირე დიამეტრით მიერთებულ მომხმარებელზე კი ეს გადაწყვეტილება ნაკლებად იმოქმედებს“, - განაცხადა რევაზ გერაძემ.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი განპირობებული იყო კომპანიის მიერ ფაქტობრივი ხარჯების ზრდით. კომისიამ, რომელიც ამ ხარჯებს რეგულარულად ითვლის, დაასკვნა, რომ ფაქტობრივი ხარჯები მომატებულია, ამიტომ თვითმმართველ ქალაქებში ახალ აბონენტად დარეგისტრირების გაძვირება გარდაუვალი გახდა.

ცნობისათვის, ამ დრომდე წყლის ახალ აბონენტად რეგისტრაცია თვითმმართველ ქალაქებში 500 ლარი ღირდა, წყალარინების საფასური კი 1000 ლარი იყო. 1-ელი მარტიდან განხორციელებული ცვლილების შედეგად კი წყალზე მიერთების საფასური 2 500 ლარამდე გაიზრდება. ეს თანხა მაღალი დიამეტრით მიერთებული აბონენტებისთვის იმოქმედებს.

ცვლილება შემდეგ კომპანიებს შეეხება: შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" და შპს "ბათუმისწყალი". 

ასევე ნახეთ:

„გიორგი მამალაძის გათავისუფლებისას გაითვალისწინეს, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობა და შორენა თეთრუაშვილის თანხმობა“ - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"

„იმედი მაქვს, ერთხელაც, ეს დღე ისევ შეიძენს ჩემთვის მნიშვნელობას...“ - რას წერს ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილთან დაშორების შემდეგ