ევროკავშირი რუსული ალმასის იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ბრილიანტები

ევროკავშირში რუსული ალმასის იმპორტის აკრძალვა იგეგმება. როგორც BBC წერს, სან­ქცი­ე­ბის მე-12 პა­კე­ტი, სავარაუდოდ, მო­მა­ვალ კვი­რას განიხილება.

სანქციის ამოქმედების შემდეგ, სფეროს სპეციალისტები გლობალურ ბაზარზე ბრილიანტის გაძვირებას პროგნოზირებენ.

„რუსეთი ძალიან დიდი ბიზნესი იყო ანტვერპენისთვის: მთელი თქვენი ბიზნესის ახალ მომწოდებელზე გადაწყობა უამრავ თავის ტკივილს წარმოშობს. არარუსული ბრილიანტების იმპორტი ძვირი დაჯდება, რადგან ყველა ერთსა და იმავე მომწოდებელზე იქნება დამოკიდებული. ეს ნიშნავს, რომ ბრილიანტი რიგითი მომხმარებლისთვისაც გაძვირდება“,- ამბობს ტიერი ტუგენდჰაფტი, რომელიც, 30 წელზე მეტია, ბრილიანტის დილერია.

2022 წლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის სანქციები გავრცელდა რუსულ ნახშირზე, გაზზე, ოქროზე, არაყსა და ხიზილალაზეც კი, თუმცა რუსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მოპოვებული ბრილიანტები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კვლავ გამოიყენება ნიშნობის ბეჭდებში, ყელსაბამებსა და საყურეებში.

"ევროკავშირი აქამდე თავს არიდებდა აკრძალვას, ძირითადად იმის გამო, რომ სურდა, დაეცვა ქალაქი ანტვერპენი - საპორტო ქალაქი, რომელიც, მე-15 საუკუნიდან, ბრილიანტის კერაა. მთელ მსოფლიოში მოპოვებული დაუმუშავებელი ალმასების 80%-ზე მეტი აქ ინახება", - წერს BBC.