1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„თბილისში უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 10 - 15%-ით გაძვირდა და კვლავ გაძვირდება 2025 წლისათვის“, - ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში წერს.
"თბილისში უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 10 - 15 % ით გაძვირდა და კვლავ გაძვირდება 2025 წლისათვის.
მიზეზები:
1️⃣ მიწის ფასი გაძვირდა საშუალოდ 20% - ით.
2️⃣ დაქირავებითდასაქმებულთა ანაზღაურება გაძვირდა საშუალოდ 30% - ით.
3️⃣ სამშემებლო ინვენტარი და მასალები გაძვირდა საშუალოდ 20% - ით.
4️⃣ სახანძრო უსაფრთხოების 2024 წლის დადგენილებით სამშენებლო სამუშაოების წარმოების ხარჯი გაძვირდა საშუალოდ 20% - ით.
5️⃣ ეროვნული ბანკის რეგულაციებით ბიზნესს საკრედიტო ხაზი გაუძვირდა რამაც სარეალიზაციო ფასი გაზარდა საშუალოდ 10% - ით.
ყოველივე ამის გათვალისწინებით თბილისში 1 კვ მეტრი უძრავი ქონების ფასი (თეთრი კარკასი) შეადგენს 1000-1200 USD.
2025 წლისათვის თბილისში 1 კვ მეტრი საცხოვრებელი ფართის ფასი იმერყევებს 1100-1400 USD ფარგლებში", - წერს ეკონომისტი.