buba

კულტურა 1705332057

„ბუბას ირინასგან დიდი თავისუფლება ჰქონდა, რადგან მან იცოდა, რომ ბუბა უმისოდ ვერ გაძლებდა. ირინა კი ის ქალი იყო, რომელსაც ვერ მიატოვებდი“ - ლეგენდის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

ეპოქალური ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. 15 იანვარს გარდაიცვალა, 19-ში, ნათლისღების დღეს კი, მშობლიურ ვერაზე, "წუთისოფლის ეტლმა, ჭენებ-ჭენებით გააქროლა" ჩვენი ლეგენდა. საქართველომ გულიდან წამოსული ცრემლით გააცილა...ტაში და აღიარება, რომელიც მთელი ცხოვრება თესა, საბოლოოდ უკანასკნელ გზაზე მოიმკა და შლეიფივით თან გაიყოლა..."სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა..."  დიახ, ბუბას პროცესია ვარდისფერი იყო, სიყვარულის და ვარდის ფურცლებისფრად მეფურიც და ფაქიზიც.არტისტის ცოლს, ირინა ქებაძეს ჭკვიან და დიპლომატ ქალად ახასიათებენ. ის ბალერინა გახლდათ. მისი და ვახტანგ კიკაბიძის 55 წლიანი ოჯახის საიდუმლოდაც, მისი მეუღლის გამჭრიახობას მიიჩნევენ. ხმაურიანი კარიერის მქონე ბუბას გვერდით ცხოვრება, ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა. ფაქტია, ირინამ, არტისტის ავანტიურებითა და ბობოქარი პასაჟებით სავსე ცხოვრებას, გაუძლო.ბუბასა და ირინაზე გთავაზობთ სტატიას, რომელიც სააგენტო fintif.ru-მ გამოაქვეყნა და მკითხველს წყვილის გაცნობის ისტორია გაუზიარა.***არტისტისა და ოპერის თეატრის პრიმა ბალერინის გაცნობა ბუდაპეშტში, ერთ-ერთ კონცერტზე მოხდა. საღამოობით იყო შეკრებები, მხიარულება გემრიელი ღვინის თანხლებით… ერთ-ერთი შეკრების დროს ქუჩიდან საშინელი ხმაურის და საბურავების ჭრიალის ხმა შემოვარდა. ყველანი გარეთ გაცვივდნენ და უპატრონოდ მიგდებული მანქანები დაინახეს. ამ დროს ვახტანგ კიკაბიძემ შიშისაგან თვალებგაფართოვებული ირინა დაინახა, უცებ ჩაიხუტა, მიიზიდა და იგრძნო, შიშისგან როგორ თრთოდა ქალი. მას შემდეგ ხელი აღარ გაუშვია და მის დამცველად, მზრუნველად და დამამშვიდებლად ითვლებოდა.იმ დროს ყველა მსოფლიო გადატრიალებაზე ფიქრობდა, პანიკა ჯონ კენედის მკვლელობის გამო იყო ატეხილი.1965 წელს ირინა ქებაძე და ვახტანგ კიკაბიძე ცოლ-ქმარი გახდნენ. მანამდე ირინას ქმარი სახალხო არტისტი, გურამ საღარაძე იყო. მათ უკვე შვიდი წლის გოგონა – მარინა საღარაძე ჰყავდათ. მას შემდეგ ბუბას მარინა საკუთარი შვილივით, კონსტანტინესავით უყვარდა.ახალბედა ოჯახი ირინას მშობლებთან ერთად, ნახევრად სარდაფის ტიპის ოროთახიან, პატარა ბინაში ცხოვრობდა. სამამრს და სიდედრს ვახტანგი უყვარდათ და მაშინაც კი, როცა საქვეყნოდ ცნობილი სიძე შინ გვიან, ნაქეიფარი ბრუნდებოდა, სცენებს არ უწყობდნენ.არტისტი გამოტყდა, რომ ახალგაზრდობაში არც ერთხელ არ გაუბრაზებია ცოლი უყურადღებობითა და მეგობრებთან ერთად დროსტარებით, ასევე არამოტივირებული ეჭვიანობით, რისგანაც მერე დროდადრო გათავისუფლდა და მიხვდა, თუ როგორ უყვარდა ცოლს.როდესაც ირინას სამშობიარო სახლში უთხრეს, ვაჟი გაგიჩნდაო, უთქვამს – ბუბას ძალიან გაუხარდებაო. მამას ვაჟის დაბადებამ ძალიან გაახარა. რესტორანში აღნიშნა მემკვიდრის დაბადება. ვაჟს კი ვახტანგის მამის სახელი, კონსტანტინე დაარქვეს, რომელიც მეორე სამამულო ომიდან აღარ დაბრუნებულა.კონსტანტინეს მამის სახელი და დიდება იმდენად აწუხებდა, ბავშვობაში, მშობლებზე დასაწერ თემაში დაუწერია, რომ მამა ომში დაეღუპა, დედა კი დარდს გადაჰყვა. მარინა პირიქით, საშინლად ამაყობდა ბუბათი, ხელიდან არ უშვებდა შანსს, რომ კულისებში მასთან ერთად ყოფილიყო. მსახიობის პროფესიაც მისი სიყვარულით აურჩევია.კონსტანტინემ სამხატვრო აკადემია დაამთავრა, მოსკოვში საქართველოს საელჩოში მუშაობდა. ახლა ტორონტოში ცხოვრობს, საკუთარი ბიზნესი აქვს.მრავალწლიანი ოჯახის საიდუმლოებად არტისტი ორმხრივ პატივისცემას ასახელებს. როცა ოჯახში პატივისცემაა, ოჯახიც მყარად არსებობს. წყვილი მუდმივად ფიქრობდა ერთმანეთსა და იმ ადამიანებზე, ვინც მათ გვერდით ცხოვრობდა.ერთად ხუთ ათეულ წელზე ბევრი გაატარეს. მათი სიყვარული წლებმა ვერ გაახუნა. ბოლოს არტისტი წუხდა, რომ ყოველდღე ყვავილის მირთმევის საშუალება არ ჰქონდა ცოლისთვის. სამაგიეროდ, სახლში თუ ცოტა ხანს ვერ გაიგონებდა ირინას ფეხის ხმას, მაშინვე მიდიოდა გაეგო, ხომ ყველაფერი რიგზე აქვს საყვარელ მეორე ნახევარს. ასევე იქცეოდა ირინაც…როდესაც 1979 წელს ვახტანგ კიკაბიძეს მოსკოვის ჰოსპიტალში მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, ირინა არა მხოლოდ მას უვლიდა, არამედ სხვა პაციენტებსაც, ვისთანაც ახლობლები მოსვლას ვერ ახერხებდნენ. ბევრი მოსკოველი არ იყო, ირინა კი მათ თხოვნას ასრულებდა და ბაზრიდან მოჰქონდა ხაჭო, ხილი, თევზი… ეს ფაქტი ვახტანგს არც აოცებდა, ცოლზე ამბობდა, მას სხვაგვარად არც შეუძლიაო.ვახტანგ კიკაბიძეს ვერც კი წარმოედგინა, როგორ უნდა გაენაწყენებინა არათუ ცოლი, ზოგადად – ადამიანი. მით უმეტეს, ღალატითა და გაცემით. ის ქალში არა მხოლოდ სილამაზეს, ჭკუას აფასებდა. ჩანს, რომ მათი ოჯახის მრავალწლიანი ისტორიის საიდუმოებაც ეს გახლდათ.ბუბამ ცოლს მიუძღვნა სიმღერა, სადაც ასეთი სიტყვებია: ჩემო ძვირფასო. ჩემი შვილების დედავ, ჩემი შვილიშვილების ბებიავ. განგებას შევთხოვ, პირველი მე გარდავიცვალო, რომ შენი ცრემლები არ დავინახო. ირინას ამ სიმღერის შესრულება აუკრძალავს მისთვის, რადგან მასში ბებიად მოიხსენიებს.პირველი ირინა წავიდა... თუმცა საყვარელი მეუღლის გარეშე ცოტა ხანი გაძლო. 2023 წლის 15 იანვარს ლეგენდარული ბუბაც შეუერთდა მარადისობას...***ირინა ქებაძის მეგობარი გახლდათ ლეგენდა სახელად ნანი ბრეგვაძე. ის "პრაიმტაიმთან" ბუბას საყვარელ ქალს იხსენებს.ნანი ბრეგვაძე: ბევრი და გადასარევი მეგობრები მყავდნენ, მათ შორის, მოწინავე ადგილი ეჭირა ირინას. გეფიცებით, ჩემს ცხოვრებაში, ის იყო საუნჯე. მისთვისაც ჯუგა გუდიაშვილის შემდეგ, მე ვიყავი უახლოესი მეგობარი.როდესაც ბუბაზე და ირაზე მეკითხებოდნენ, მაშინვე ირას დიდებულება ამოტივტივდებოდა ჩემს წარმოსახვაში.ბუბას მოსკოვში ჰყავდა დირექტორი, მომღერალი ვალერია და მას აქვს ჩემთან ირინაზე ნათქვამი, ასეთ ჭკვიან ქალს იშვიათად შევხვედრივარო.სიტუაციების უბადლო დამლაგებელი გახლდათ."ორერას" პერიოდში, მე და ირინა, ხუთი წელი, მოსკოვში, ერთ ნომერში ვცხოვრობდით. ბუბა სულ გადაღებებზე იყო.მე ნოსტალგიის ძლიერი შემოტევა მქონდა და ირინამ გადამატანინა. განცდებში ვიყავი. მერე ჩემზე ამბობდნენ, მოგზაურობა არ უყვარსო. როგორ არ მიყვარს, მაგრამ ოჯახი, ახლობლები და სამშობლო მენატრებოდა. ძალიან განვიცდიდი. ეს "ორერას" ბიჭებმა კარგად იცოდნენ.თუ იყო საშუალება, განსტროლებზე სულ დამყავდა ჯერ ეკა, შემდეგ შვილიშვილები, დედა.როდესაც საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მომანიჭეს, გასტროლების დროს, დიდ ქალაქებში აპარტამენტებს მაძლევდნენ. ეს იმიტომ გავიხსენე, რომ ირა, ნოსტალგიური შემოტევების დროს, ძალიან დამეხმარა. მამხნევებდა – ნუ აქცევ ყურადღებას, ეს უნდა გაიარო, გადაიტანოო, მეუბნებოდა. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ცხოვრებისადმი.იცით, რა სიცოცხლით სავსე იყო?! ყველაფერს ასწრებდა ეს პატარა ქალი. მოგეხსენებათ, ბალერინა იყო. სახასიათო როლებს აძლევდნენ. მახსოვს, “ექიმ აიბოლიტში” ისეთი კარგი იყო…ბუბას, იცით, რამდენჯერ შესთავაზეს მოსკოვში დარჩენა? რა მინდა იქო, ამბობდა.არაჩვეულებრივი ცოლქმრობა ჰქონდათ. ბუბა ისეთი პოპულარული იყო და ისეთი შარმი ჰქონდა, ვინ გააჩერებდა? მასზე ქალები ჭკუას კარგავდნენ. მაგრამ ირინას იმდენი ჭკუა ჰქონდა, რომ არ ეეჭვიანა. ისე წაიყვანა ურთიერთობა, რომ ბუბას გახსნილად ალაპარაკებდა და მერე, ან იმ ქალს იცავდა, ან ისხდნენ და ერთად იცინოდნენ. მიყვებოდა, ბუბა რომ მეტყვის ვიღაც ქალზე, მეცოდებაო, იმ წუთს ვხვდები, რომ იქ "რაღაცაში" იყო საქმეო. თან იცინოდა ირა და მეუბნებოდა, მთავარია, ზღვარს არ გადავიდეს ეს გართობა, თორემ როგორ დავუშლიო. ბუბას ირინასგან დიდი თავისუფლება ჰქონდა. რადგან იცოდა, რომ ბუბა მის გარეშე ვერ გაძლებდა. ირინა ის ქალი იყო, რომელსაც ვერ მიატოვებდი.მე ბუბას პირშიც ვეუბნებოდი, თუ რამ კარგი აქვს გაკეთებული, ეს ირას დამსახურებაა. თუ რამ შეცდომა აქვს დაშვებული, ეს მაშინ, როდესაც მის გვერდით ირა არ იყო…ბუბა უკონცერტოდ ვერ ძლებდა. ბოლომდე გასტროლებზე დადიოდა. ირას ვეუბნებოდი, რა დროს მაგის გასტროლებია-მეთქი. ის კი მპასუხობდა, ნანი, ეგ რომ ავუკრძალო, მოკვდებაო...ასევე ნახეთ:„გარდაცვალებამდე ათი დღით ადრე ვნახე. ლაპარაკიც, თითქმის, უკვე აღარ შეეძლო... მძიმედ ვარ. ძალიან მიჭირს...“- მერაბ სეფაშვილი კაკული გურიელაშვილზე"საცოლე თვალწინ მოუკლეს, გოგონა გაქანებული მატარებლის ქვეშ ჩააგდეს...“ - საინტერესო ფაქტები სერგო ფარაჯანოვზე, რომელიც დღეს 100 წლის გახდებოდა„12-13 წლის ვიყავი, ბებია ტიროდა - მა­მაშენი გარდაიცვალაო. ყვავილები მიყიდეს და... უნახავი მამა ვნახე... პანაშვიდიდან მკვდარი წამოვედი...“ - გია ფერაძის გარდაცვალებიდან 28 წელი გავიდა

artists

კულტურა 1702486804

ლეგენდები, არტისტები და ხელოვანები, რომლებსაც 2023 წელს დავემშვიდობეთ

2023 წელს ბევრი ხელოვანი დავკარგეთ. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ოცამდე არტისტის იმიერში გადასვლა, ბევრია... მით უფრო, როდესაც ამგვარი მასშტაბური ადამიანების წასვლით, ძალიან ვღარიბდებით. წლის დასაწყისში "მიმინო" გაგვიფრინდა... ეპოქალური ბუბა 15 იანვარს წავიდა... ნათლისღების დღეს, მშობლიურ ვერაზე, "წუთისოფლის ეტლმა, ჭენებ-ჭენებით გააქროლა" ჩვენი ლეგენდა. ვახტანგ კიკაბიძე საქართველომ გულიდან წამოსული ცრემლით გააცილა...ტაში და აღიარება, რომელიც მთელი ცხოვრება თესა, საბოლოოდ უკანასკნელ გზაზე მოიმკა და შლეიფივით თან გაიყოლა..."სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა..."  დიახ, ბუბას პროცესია ვარდისფერი იყო, სიყვარულის და ვარდის ფურცლებისფრად მეფურიც და ფაქიზიც.სევდიანი იყო სცენა, საიდანაც ჩვენი მიმინო ჯერ აფრინდა, შემდეგ მთელი ცხოვრება, დიადი კამარა შეკრა და 2023 წლის 19 იანვარს, მარადიულ განსასვენებლამდე, რამდენიმე საათით შეისვენა. შესვენება იყო ცრემლიან- ყვავილიანი. მადლიერი აპლოდისმენტებით გული იჯერა და ისე წავიდა. მაგრამ ეს სულ სხვა ტაში იყო. ის არაფრით ჰგავდა ბუბას შესრულებით აღტაცებულ აპლოდისმენტებს. იყო სევდიანი, მადლიერებით გაჟღენთილი და სამარის კარამდე მიმცილებელი.ბუბა ჩვენი ქვეყნის ერთგვარი ლოგო იყო... თავის გმირებსაც ჰგავდა... ჰქონდა ღირსება და დიდი სიკეთე" - ცნობილი ქართველები 84 წლის ლეგენდას ასე გამოემშვიდობნენ...მეორე ლეგენდა და მისი თაობის ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი - ჯემალ ღაღანიძე მარადისობას 3 თებერვალს შეერთო. 89 წლის მსახიობმა უკანასკნელი წლები, ძირითადად, მწოლიარემ გაატარა. უბედნიერესს ხდიდა ყურადღება, მოკითხვა და სცენაზე დაბრუნების იმედი უთბობდა სიბერისგან გაფერმკრთალებულ წლებს. "კეთილშობილი, კომფორტული და ნამდვილი" - ეს იყო შეფასებები, რომლითაც არტისტს ახასიათებდნენ. მურმან ჯინორია: რა ხიბლი ჰქონდა ამისთანა ჯემალ ღაღანიძეს, რომ ის ხალხს უყვარდა? ეს ხიბლი ან გაქვს, ან არ გაქვს. მას ვერავინ მოგცემს. სცენაზე რომ გამოვიდოდა, ყველა მას უყურებდა, შენატროდა. იმ 70 წლის მანძილზე , რაც მან რუსთაველის თეატრის სცენაზე გაატარა, რამდენ ადამიანს მიანიჭა სიხარული. ეს სიხარული გაჰყვეს მას იმ ქვეყნად...ერთია, რომ კარგი მსახიობი ხარ, მეორეა, რომ ხარ კომფორტული ადამიანი. ის კომფორტული იყო ოჯახშიც, თეატრშიც, სამეგობროშიც, სუფრაზეც, სიმღერის დროსაც.12 აპრილს, 58 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, ბესო მეგრელიშვილი.ქეთი ქიტიაშვილი: 1 აპრილს სპექტაკლი ვითამაშეთ და იქიდან მხიარულები წამოვედით. ბესოზე რატომღაც გავიფიქრე, რა ყოჩაღად არის-მეთქი. მომეწონა, კარგად ითამაშა, კმაყოფილი ვუყურებდი კულისებიდან და ჩემი შეგრძნებები მახსოვს. მაგრამ ეს არ ყოფილა არანაირი წინათგრძნობა. ვერც ვიფიქრებდი, რომ რამდენიმე დღეში მასზე წარსულში მომიწევდა საუბარი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მუდმივები ვართ. არ ვუფრთხილდებით ჯანმრთელობას. არადა, რა არის ადამიანის ცხოვრება.9 მაისს გარდაიცვალა პოეტი ბერდია არაბული. ხევსურეთმა თავისი 61 წლის კაი ყმა იგლოვა. ეთერ თათარაიძე: როგორც ის დამამახსოვრდა, ეს მისგან წამოსული სინათლეა. თავისი კუთხის, ხევსურეთის ძალიან ერთგული იყო. მოუშორებლად იქ იყო. ქართულს ასწავლიდა.უთქმელი ადამიანი იყო. ნამდვილი მთის კაცი. როდესაც შეგვხვდებოდა, დიდი სითბოთი და სხვანაირი სიკეთით გამორჩეული მამახსოვრდებოდა, თავისი ნაღვლიანი ღიმილით. ეგეთი იყო. ძალიან არ გასამეტებელი ადამიანი იყო. მისნაირები უვლიან ხევსურეთს ახლა და აცოცხლებენ. თბილისში ისწავლა, თავის კუთხეში დაბრუნდა და იქაურობას შეეწირა. მაისში გარდაიცვალა 51 წლის პოეტი ლევან ალავერდაშვილიც. უავადმყოფია, როგორც ახლობლები წერენ. ლევანი მშობლიურ ქიზიყში ცხოვრობდა. დედაქალაქს მაშინ სტუმრობდა, როდესაც "საჭირო" იყო. არ უყვარდა ქალაქი. ფესვებთან ახლოს ყოფნითა და ვაზის მოვლით გართულს, მიწის სუნით გაბრუებულსა და ღვინისფრად შესხვაფერებულს, სამრეკლოში ნახავდით. ეს მისი სოფლის სახელია, ამგვარად რელიგიურად პოეტური.ლევანას (ასე ეძახდა თავის თავს) პოეზია გულიდან წამოსული რითმების სიმფონიაა, რომელიც კითხვისას გასხვაფერებს და უკეთესს გხდის. ***გასულ ზაფხულს მარიკუნა მიქატაძემ სრული შოკი მიგვაღებინა! გია ფერაძის 39 წლის ქალიშვილის მოულოდნელმა ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ზაფხული შუაზე გადატეხა.მარიკუნა 14 ივლისს საბერძნეთში გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მოტოციკლეტიდან გადავარდა... მარიკუნა მოდის სფეროში მოღვაწეობდა. ომის დაწყებამდე, ცხოვრობდა და მუშაობდა უკრაინაში.ნანახი თუ გყავდათ, ამ ტრაგიკული ბედის მანტიით მცხოვრები გოგონას სევდიან თვალებს, ვერასდროს დაივიწყებდით. ადვილი არ იყო მთელი ცხოვრება ევლო აჩრდილითა და ხმით - მამამ დედა მოუკლა...აპატია? ალბათ, ბოლომდე ვერც შეძლებდა ამის შენდობას. იყო ვარსკვლავური, მომხიბვლელი და სევდიანი...შავი თმით, ყურზე რგოლებით, გაბუტული ტუჩებითა და სევდიანი თვალებით - მარიკუნა სულ ასეთი ემახსოვრება ყველას... 17 ივლისს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული მოცეკვავე, ომარ მხეიძე. ნატალია მხეიძე: ბაბუ არ ტოვებდა არც ერთ კონცერტს, შეკრებას, დაჯილდოებას და მსგავს ღონისძიებებს. ძალიან ბევრს და ხშირად დადიოდა მთასა თუ ბარში. მისი პროფესიით ცოცხლობდა. მამა ხშირად სთხოვდა, რომ ასაკის გამო ამდენი აღარ ევლო, ცუდად რომ არ გამხდარიყო; ამაზე ომარი ბრაზდებოდა, რა დროს ეგ არისო. 86 წლამდე ამ რეჟიმით იცხოვრა. ძალიან უყვარდა სიცოცხლე. ბოლოს, როდესაც აღარც ჯანმრთელობა უწყობდა ხელს და აღარც მეხსიერება, არასოდეს დავიწყებია "სუხიშვილების" პერიოდი, არც ერთი დეტალი. არ ახსოვდა არაფერი, მაგრამ ახსოვდა "სუხიშვილები". ახსოვდა ყველა კონცერტი, ყველა ჯილდო81 წლის გოგი ხარაბაძემ თავისი უკანასკნელი განსასვენებელი, 20 აგვისტოს, მახათას მთაზე დაიდო.პირადმა ტრაგედიამ მოწყვიტა ყველაფერს და როგორც ამ დროს ხდება ხოლმე, შვილმკვდარი უფალს დაუახლოვდა... მგლოვიარეთათვის პატრიარქი აუწონავი ნუგეშისმცემელია; მსახიობი ხშირად სტუმრობდა მას და ერთ-ერთ ვიზიტზე, რომელსაც საქმიანი ეთქმოდა, ასეთი რამ მოჰყვა;გოგი ხარაბაძემ 14 წლის წინ „ბიბლიის“ პირველი სრული აუდიო ვერსია ჩაწერა, დაბადებიდან – აპოკალიფსის ჩათვლით. პატრიარქმა ორწლიანი ნაშრომი 2009 წლის 1 მაისს ჩაიბარა და მას "საუკუნის პროექტი" უწოდა. პროექტის პროდიუსერები მერაბ სანოძე, გიორგი ხარაბაძე (უმცროსი) და თამარ ცაგარეიშვილი გახლდნენ. ბუნებრივია, „ბიბლია“ პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და წინამძღვრობით ჩაიწერა. გოგი ხარაბაძე თითქმის ყოველ კვირა დადიოდა პატრიარქთან, ხშირად ესაუბრებოდა უწმინდესს, ლოცვა-კურთხევას იღებდა. მაქსიმალურად ემზადებოდა ამ პროექტისთვის. უზარმაზარი შრომა ჩადო, რომ მაღალ დონეზე შესრულებულიყო.20 აგვისტოს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა მხატვარი თემო გოცაძე."ყველაზე მეტად მარინას გარეშე ცხოვრების მეშინიაო, ამბობდა. ძალიან დააკლდა, განიცადა და მალევე წავიდა კიდეც.კი ვითომდა თავი ხელში აიყვანა, კუს ტბაზე დადიოდა, რომ გაევლო, გამოევლო, თითქოს სიძლიერე გამოიჩინა, მაგრამ მაინც არ გამოუვიდა.მე ვფიქრობ, რომ მარინა რომ ცოცხალი ყოფილიყო, თემოს სიცოცხლე გახანგრძლივდებოდა. მამაკაცი უფრო სუსტია, მოსავლელია, ამიტომ თემოს მარინა ძალიან დააკლდა, განიცადა და დაეტყო კიდეც; საყვარელი ქალის წასვლის შემდეგ, თავადაც საკმაოდ მალე წავიდა... " - ნანა ფაჩუაშვილი თემო გოცაძეს იხსენებსინგა ფერაძე 9 ოქტომბერს ბრიუსელში გარდაიცვალა. უკანასკნელი განსასვენებელი მახათას მთაზე, პანთეონში დაიდო... დრამატიზმით სავსე, დუდუკის ხმოვანი ვოკალის მუსიკოსი, მონატრებულ მშობლიურ მიწას საუკუნოდ შეუერთდა.პერიოდულად ქა­ლაქ ბრი­უ­სელ­ში ევან­გე­ლის­ტურ ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ლობ­და.  ადამიანი, რომლის კეთილშობილებასაც არანაირი საზღვარი არ გააჩნდა, უანგაროდ ბოლომდე ერთგული... ყველაზე დიდი ოცნება საქართველო, სიმღერა იყო.28 ოქტომბერს შეუცვლელი არსაკიძე აღესრულა. კაცი, რომელმაც ისე განასახიერა ეს გმირი, რომ მას მართლა სვეტიცხოვლის აღმშენებელთან აიგივებდნენ.თენგიზ არჩვაძემ 91 წელი ისე გაატარა ამ მღვრიე წუთისოფელში, რომ არ გასვრილა."სულს აღზრდა უნდა. დღეს ვერ იცლიან ამისთვის თუ არ იცლიან, არ ვიცი. კუნთების ჩამოყალიბება ადვილია, სულისა - ძნელი... ამის გარეშე კი... ერთ მეგობარს ვუთხარი: რა არის, სულ ღორივით (არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ უნდა ვთქვა) ძირს რომ იყურები, საშოვარზე. აიხედე, ნახე რა ზეცაა; შენ ისე ცხოვრობ, ცა არ გინახავს-მეთქი!მე სულ ზეპირად ვიცოდი ცარგვალის განლაგება, ირმის ნახტომი, დიდი დათვი, პატარა დათვი... თუშეთში ცეცხლს დავანთებდი, ნაბადში გავეხვეოდი და გარეთ ვწვებოდი დასაძინებლად, იმიტომ კი არა, რომ სახლში არ შემეძლო ღამის გათევა, გარეთ ცას მივჩერებოდი. ვუყურებდი, როგორ მოგზაურობდა ცისკრის ვარსკვლავი. მეც მათთან ერთად ვსერავდი ცის კაბადონს...სამზეოსკენ უნდა გაიხედო. იცით, რა არის სამზეო? მე კუს ტბაზე დავდიოდი ფეხით. იქ, ზევით, კაკლები ხარობს... უძოზეც ავდიოდი ხოლმე. იქიდან კოჯრამდე კილომეტრ ნახევარიღა რჩება. მზის ამოსვლას ვასწრებდი იქ ასვლას. რომ გადმოიხედავ და მზე ამოდის - ეს არის სამზეო. მატერიალურს აბსოლუტურად არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. ყველაფერი რომ წამართვან, ამისი ნახვის უფლებას თუ დამიტოვებენ, უბედნიერესი კაცი ვიქნები. ეს უნდა შეიგრძნო. ბედნიერებას დანახვა უნდა. უნდა განასხვავო ღირებული და ნაკლებად ღირებული" - თენგიზ არჩვაძე.27 ოქტომბერს ბათუმში ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი გოგიბერიძე გარდაიცვალა. საერთაშორისო კინო ფესტივალის - "ბიაფის" წყალობით, ბათუმი  მსოფლიო კინო რუკაზე რომ მოხვდა, ამაში დიდი წვლილი ამ ხელოვანსაც მიუძღვის. გიორგის მიერ დაარსებული "ბიაფის" ფარგლებში, ხავერდოვან სეზონზე, ბათუმს მართლაც მსოფლიო დონის კინო ხელოვანები სტუმრობდნენ და შავი ზღვისპირა ლამაზი ქალაქის კულტურულ ცხოვრებას ეცნობოდნენ.48 წლის ხელოვანი, ბოლო ერთი წელი, მძიმე სენს ებრძოდა. ირაკლი კიკვაძე: სათნო და კეთილი ადამიანი გახლდათ. ყველა იცნობს, როგორც რეჟისორს და ხელოვანს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ გიორგი ხატებს წერდა ტაძრებისთვის.მე რომ ბოლოს ვნახე მამა გაბრიელის დიდ ხატზე მუშაობდა.14 ნოემბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულმა თეატრმა ზვიად სვანაძის გარდაცვალება ამცნო საზოგადოებას. მაკა შალიკაშვილი: ზვიადი ნიჭიერი მსახიობი იყო. "მაკბეტში", სადაც მიწვევით მეც ვთამაშობ, მას პატარა როლი ჰქონდა, მაგრამ იმ როლთან მიდგომაც ჰქონდა ძალიან ღირსეული, პროფესიონალური. მე ჩასული ვიყავი ქუთაისის თეატრში და ის იქაური და მნიშვნელოვანია, რომ შემხვდა თბილად.მსახიობის შვილი იყო. თვითონაც ნიჭიერი მსახიობი...იყო მორიდებული, მშვიდი, დიდი ადამიანი... ჩვენ სულ ლექსებზე ვლაპარაკობდით. ძალიან უყვარდა ლექსები...ქართულმა საოპერო სამყარომ, წლის მიწურულს, 3 დეკემბერს დაკარგა ლეგენდა სახელად მედეა ამირანაშვილი. მომღერალი, რომელსაც ახალგაზრდა თაობის დიდ გულშემატკივრად და ქომაგად აღიარებდნენ. უკანასკნელ დღეებში მეგობრებს ღიმილით მასპინძლობდა. ამ ღიმილში კი ერთად განვლილი წლების აღმართ-დაღმართი და სითბო იმალებოდა...იმერი კავსაძე: პეტრე ამირანაშვილის ხსოვნის საღამო იყო კონსერვატორიაში. მეორე დღეს მედეას შვილმა, მარინა ფარულავამ სახლში მიგვიწვია მე, რეზო ტაბიძე და ემზარ გეწაძე. ვნახეთ მედიკო. ეს იყო ბოლო ნახვა...ეტლით გამოიყვანა ქალიშვილმა. გვიყურა, გვიყურა. იმერი ვარ, ხომ გახსოვარ? ერთად რომ ვმღეროდით-მეთქი? მის თვალებში სითბო ვიგრძენი და გამიღიმა. ამ ღიმილში ჩვენი შეხვედრები და მეგობრობა იყო... ეს იყო ჩემთვის შთამბეჭდავი და.. ალბათ, ეს უკანასკნელი შეხვედრა და ღიმილი, არასდროს დამავიწყდება.ყველა გვიცნო, ყველაფერს ხვდებოდა, თვალებით, ღიმილით ვატყობდით, რომ ჩვენთან იყო, მაგრამ ვერ მეტყველებდა...მედიკო ჩემს მეხსიერებაში ჩარჩება როგორც დიდი მუსიკოსი, მომღერალი და ჩვენი ერის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. ქართული მუსიკალური სამყაროს ლეგენდა წავიდა ჩვენგან.12 დეკემბერს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მწერალი ზურაბ ქარუმიძე.ჯაზის დიდ გულშემატკივარსა და მოყვარულს, დღეს არა მხოლოდ ლიტერატურული წრე მისტირის, არამედ ჯაზმენებიც...მიხო მოსულიშვილი: ნამდვილი კულტურტრეგერი, ჯაზისა და ჯოისის აქცენტებით... 2012 წელია და ზურას ვხვდები უცებ, სახელდახელოდ.მეთქი, ზურა, შენი შარშან დაწერილი Dagny, or a Love Feast წავიკითხე... ერთ საიტზე იდო, იქიდან გადავიწერე და ისე.მართლაო, - უკვირს, - მართლა წაიკითხეო? ინგლისურადო?შენ ხო იცი, როგორი გაჭირვებული ინგლისურიც ვიცი, მაგრამ რაც გავიგე, - მაგარ!თან სჯერა, თან ეეჭვება ცოტაც...და მეთქი, ხო იცი, დამაინტერესებდა ძალიან და შენ რომ მანდ ვაჟა-ფშაველა გამოიყვანე, ზუსტად ეგ არი...ჰოო?ვახ, კი მეთქი, კი! აბა რა!შენ ხო მაგისი ბიოგრაფია დაწერე და ვაჟაზე რომ მაგას მეტყვი, მართლა კაია მაშინო...მარტო ვაჟათი კი არა, თავისი გურჯიევიან-სტალინიანად და დაგნიანად და ყველა დანარჩენებიანად მაგარია მეთქი...გაიხარე, გაიხარეო, მე მიბარებს და თავად არის გახარებული...აი, ეგეთი გახარებული ზურა მაგონდება ჩვენი მრავალგზისი შეხვედრებიდან...და დიდი ტკივილიც აქვეა, რომ ნაადრევად და მოულოდნელად წავიდა მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების გასაყარის ერთი საუკეთესო მწერალი და ნამდვილი კულტურტრეგერი, ჯაზისა და ჯოისის აქცენტებით...ასევე დაგაინტერესებთ:კერძები, რომლებიც გაცხელებისას მომწამვლელი ხდება„დედას ვკითხე, ვინ არის ღმერთი-მეთქი - შენ ხარო... როგორი კაციც გაიზრდები, ისეთი ღმერთი გეყოლებაო“ - ბუბა კიკაბიძე დედაზე"სიყვარული არის ზრუნვა...“ - კახის და ანუკის უთბილესი კადრები

ოთო ბეზარაშვილი

კულტურა 1693661902

VIDEO: „ამ ბავშვმა გააცოცხლა ბუბა კიკაბიძე“ - ოთო ბაზერაშვილის შესრულება და დარბაზის უწყვეტი ოვაციები

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში ოპერის მომღერლის, აჩიკო გოგიტიძის სოლო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა არაერთ ნიჭიერ მომღერალთან ერთად, ყველასთვის საყვარელმა ოთო ბაზერაშვილმა მიიღო.ოთო მსმენელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური პროექტიდან – „რანინა“ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. ყველა თანხმდება, რომ ის ქართულ სიმღერებს ყოველთვის გამორჩეული ემოციით ასრულებს.ვიდეოს სოციალურ ქსელში ტრადიციულად არაერთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.„ამ ბავშვმა გააცოცხლა ბუბა კიკაბიძე“, „მეფეთ მეფე კაცი!“, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.ასევე ნახეთ:VIDEO: ,,შენი ცხოვრება ღირს იმად, რომ იცხოვრო..."- Imagine Dragons-ის სოლისტის ემოციური მიმართვა მსმენელსგამონაბოლქვზე კონტროლი 4 სექტემბრიდან დაიწყება - რა შემთხვევაში და რამდენით დაჯარიმდებიან მძღოლები

ნანი ბრეგვაძე

შოუბიზნესი 1690381223

აზერბაიჯანში ნანი ბრეგვაძის ვარსკვლავი გაიხსნა

აზერბაიჯანში ნანი ბრეგვაძის ვარსკვლავი გაიხსნა. ბაქოში, ვარსკვლავების ხეივანში ეს პირველი ქართველის ვარსკვლავია.ცერემონიას ნანი ბრეგვაძე პირადად დაესწრო. ბაქოში დაგეგმილია ბუბა კიკაბიძის ვარსკვლავის გახსნაც.„ძალიან მადლობელი ვარ. ეს სიმღერა ბუბას უნდა შეესრულებინა, თუმცა, ხდება ხოლმე მსგავსი უკიდურესად არასასიამოვნო მოვლენები. ბუბა დღეს ჩვენთან აღარ არის, თუმცა, ჩემთვის ის ყოველთვის ცოცხალია და ჩემს გვერდითაა, ის არსად წასულა, შეუცვლელია. როდესაც ემინი სიმღერის ჩაწერას დათანხმდა ძალიან შემეშინდა. დუეტის ჩაწერას ყოველთვის ვერ დათანხმდები მაგრამ, ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ ვარ აზერბაიჯანზე შეყვარებული. მეც და ბუბასაც ბავშვობიდან ძალიან გვიყვარდა აზერბაიჯანი, თქვენ ძალიან მუსიკალური ხალხი ხართ“,- განაცხადა ნანი ბრეგვაძემ.

ნანი ბრეგვაძე

საზოგადოება 1689924540

ნანი ბრეგვაძე იუბილარია – ლეგენდარული მომღერალი 87 წლის გახდა

ნანი ბრეგვაძე იუბილარია. ლეგენდარული მომღერალი 87 წლის გახდა. სცენის ლეგენდა სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.აღსანიშნავია, რომ მისი შვილიშვილი, ნატალია ქუთათელაძე და მისი ვაჟი 21 რიცხვში არიან დაბადებულები. ასევე ნახეთ:VIDEO: „რაც მამაა, ის შვილიო“ - შვილთან ერთად ამღერებული ლევან სუხიტაშვილის ვიდეომ გამომწერები აღაფრთოვანა„გთხოვთ, თქვენი ახლობლებიც გააფრთხილეთ...“ - ქეთი ვაწაძის საგანგაშო მიმართვაVIDEO: „ბუბა კიკაბიძეს უნდა ემღერა, ასე ვიყავით შეთანხმებული.. ამიტომაა სევდიანი...“ - რა კადრებს ავრცელებს ზურა შევარდნაძეVIDEO: „დიდებული, სევდიანი და დახვეწილი“ - ნანი ბრეგვაძის ახალი კლიპი ნახვების რეკორდს ხნის

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე და იოლიტე ხვიჩია მოკლემატრაჟიანი ფილმიდან - „ვაგონში“

კულტურა 1689775020

VIDEO: „მართლა არტისტი ხარ ჟუჟუნა კიტრაძე... არც მე ვარ შენზე ნაკლები!...“ - ბუბა კიკაბიძის და იპოლიტე ხვიჩიას აქამდე უცნობი ფილმი

დღეს ქართველი კინო მსახიობის, საესტრადო მომღერლისა და კინორეჟისორის, ვახტანგ კიკაბიძის დაბადების დღეა. ლეგენდარული მსახიობი 85 წლის გახდებოდა.ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლისს, თბილისში დაიბადა. 1959-1965 წლებში, სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი.მან კინემატოგრაფიაში მრავალი დაუვიწყარი სახე შექმნა. შესრულებული აქვს როლები ფილმებში - „არ დაიდარდო", „მე, გამომძიებელი", „წყალწაღებული", „ვერის უბნის მელოდიები", „ფსევდონიმი ლუკაჩი", „თვალი პატიოსანი", „მიმინო", „საკდესი უფლებამოსილია განაცხადოს".მსახხიობს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო" (1969) საერთაშორისო კინოფესტივალზე „კარტახენა -70" მიღებული აქვს პრემია, ფილმისთვის „მიმინო" -  სახელმწიფო პრემია მიიღო.ვახტანგ კიკაბიძემ თავისი პირველი ფილმი „იცოცხლე, გენაცვალე" 1981 წელს გადაიღო, მეორე ფილმში „მამაკაცები და სხვები" კი მან მთავარი როლიც შეასრულა.ვახტანგ კიკაბიძე იყო სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის, ასევე მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი. კავალერი ორდენების: ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, წმ. ნიკოლოზ საკვირველმოქმედის და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი.  ცნობილი კინომსახიობი 2023 წლის 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. საკუთარი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალეს. „პრაიმტაიმი“ გთავაზობთ, მოკლემეტრაჟიანი კომედიური ჟანრის მხატვრულ ფილმს - „ვაგონში“, გენიალური მსახიობების ბუბა კიკაბიძის და იპოლიტე ხვიჩიას მონაწილეობით, რომელიც სავარაუდოდ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობია.  ფილ­მში მოქ­მე­დე­ბა, თბი­ლი­სი­დან ცხაკაიაში (სენაკი) მი­მა­ვალ მა­ტა­რე­ბელ­ში ვი­თარ­დე­ბა. სცენარის მიხედვით, ორი მგზავრი ერთმანეთს, ვაგონის კუპეში გაიცნობენ და აღმოჩნდება, რომ ერთი და იგივე ადგილას მიდიან.ბუბა კიკაბიძე (ჟუჟუ კიტრაძე), რომელიც ფილმშიც მსახიობია, სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში, სპექტაკლზეა მიწვეული და იპოლიტე ხვიჩია (კუჭკუჭი მარღანია) კი, მშობლიურ სოფელში მიემგზავრება...   

buba

კულტურა 1689744618

„მე ყველაზე ძალიან მაკლიხარ დღეს!“ - ბუბა კიკაბიძეს დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა

ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.  მას დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა. ბუბას ემოციურ პოსტს, პროდიუსერის, სოსო აბზიანიძის ვაჟი უძღვნის. "გილოცავ ბუბა! 85  შენს ლამაზ, სპეტაკ, სუფთასა და თავმდაბალ სულს გაუმარჯოს.ვიცი ბევრს აკლიხარ, არ ვიქნები თავხედი თუ ვიტყვი, რომ მე ყველაზე ძალიან მაკლიხარ დღეს! ჩემთვის ნათლიაც, ბაბუაც, მშობელიც და უბრალოდ ძმაკაციც იყავი.ჩემი ცხოვრება ღმერთისგან თუ რამით დაჯილდოვებული იყო, ეს ჯილდო შენ იყავი. შენ მასწავლე სამშობლოს, მშობლის, მეგობრობისა და საერთოდ ადამიანის სიყვარული. ერთი იოტისოდენა წყენაც კი არ მახსოვს შენგან.მთელი ცხოვრება სტიმულს მაძლევდი და ყველაზე რთულ დროსაც კი მამხნევებდი, პატარაობიდან დიდ კაცად მაქცევდი და ნდობას მიცხადებდი, გულსაც გადამიშლიდი ხოლმე და საიდუმლოსაც გამანდობდი. მიყვარახარ და კიდევ ერთხელ გაგიმარჯოს იქ, სადაც შენისთანა მართალნი განისვენებენ ხოლმე! შენი რატი",-წერს რატი აბზიანიძე.ასევე ნახეთ:⇒ VIDEO: „ადამიანი მაინც მარტოა“ - ვრცელდება დაღუპული, ლუკა ლაცაბიძის სულისშემძვრელი ვიდეო⇒ ვრცელდება ბიჭის ფოტო, რომელიც სასტუმროს აუზში დაიხრჩო - „განწირული კივილი მთელს ტერიტორიაზე ისმოდა...“⇒ „ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციელს, მის მეუღლეს, მშობლებს“ - მეტეხში მომხდარ დაპირისპირებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს⇒ ,,ჩემი სიმპათიური ძამიკო, როგორ მენანები მიწისთვის..." - ლუკა ლაცაბიძეს ემშვიდობებიან  

ზურა შევარდნაძე

საზოგადოება 1688806220

VIDEO: „ბუბა კიკაბიძეს უნდა ემღერა, ასე ვიყავით შეთანხმებული.. ამიტომაა სევდიანი...“ - რა კადრებს ავრცელებს ზურა შევარდნაძე

ცნობილი მებაღე, „გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ნანი ბრეგვაძის ახალ კლიპზე მუშაობის კადრებს გვიზიარებს.ზურა შევარდნაძის თქმით, როგორც მანამდე იყო დაგეგმილი, სიმღერა „ყვავილების ქვეყანა“ ბუბა კიკაბიძეს უნდა ემღერა, ვიდეოკლიპი კი „გარდენიაში“ გადაეღოთ:ბუბა კიკაბიძეს უნდა ემღერა და ჩვენს ბაღში გადაეღოთ – ასე ვიყავით შეთანხმებული და გვიხაროდა.ნანი ბრეგვაძემ იმღერა ძვირფასი მეგობრის ხსოვნის პატივსაცემად, ამიტომაა სევდიანი, განსაკუთრებით ემოციურია, როცა აზერბაიჯანელი მომღერალი ქართულად მღერის და ამხელა პატივისცემას გამოხატავს“, – წერს ზურა შევარდნაძე.ცნობისათვის, ბუბა კიკაბიძის ხსოვნის პატივსაცემად, აზერბაიჯანელმა მომღერალმა ემინ აგალაროვმა ნანი ბრეგვაძესთან ერთად სიმღერა ჩაწერა.

ნანის ახალი კლიპი

შოუბიზნესი 1688736099

VIDEO: „დიდებული, სევდიანი და დახვეწილი“ - ნანი ბრეგვაძის ახალი კლიპი ნახვების რეკორდს ხნის

ბუბა კიკაბიძის ხსოვნის პატივსაცემად, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ყოფილმა სიძემ (ლეილა ალიევას ექსმეუღლემ) ემინ აგალაროვმა ნანი ბრეგვაძესთან ერთად სიმღერა ჩაწერა.ახლახან გავრცელდა კლიპი, რომელიც ზაზა ორაშვილმა „გარდენია შევარდნაძეში“ გადაიღო. 

frunzika

კულტურა 1688415216

Exclusive: "ფილმზე მუშაობისას აღმოვაჩინე და გაოცებული დავრჩი; თურმე ფრუნზიკა..." - უცნობი ფაქტები ლეგენდარულ ფრუნზიკ მკრტჩიანზე

4 ივლისს საბჭოთა კავშირის კინოსა და თეატრის ვარსკვლავი, სომეხი მსახიობი - ფრუნზიკ მკრტჩიანი 93 წლის გახდებოდა. ლენინაკანში (ახლანდელი გიუმრი) დაბადებული ბიჭის ბავშვობის ოცნებამ, ფრთების შესხმა კინომექანიკოსობით დაიწყო. ამ ჯადოსნურმა სამყარომ ისე მოწამლა, რომ შემდეგ უკვე, მთელი ცხოვრება კინოს გარეშე არ შეეძლო... თეატრის სცენაზეც ისეთივე ქარიზმატული იყო, როგორც კამერის წინ თამაშისას.სევდიან თვალებიან ფრუნზიკას ტრაგიკული პირადი ცხოვრება ჰქონდა. ამას არ ამბობდა, ალკოჰოლში ახშობდა ოჯახურ დრამას. ქალიშვილის გარდაცვალებამ და ცოლ-შვილის მენტალურმა პრობლემებმა, ფაქიზი არტისტის ფსიქიკა დააზიანა და ხელი სმას მიჰყო.ფრუნზიკას პირად ტრაგედიაზე არაერთი დოკუმენტური ჟანრის ფილმია შექმნილი. ბავშვობიდან მასზე შეყვარებულ ქართველ პროდიუსერს, რა უნდა გადაეღო ახალი? არადა, პანდემიისას, სომეხ არტისტზე ფილმის გადაღების სურვილი, მოსვენებას არ აძლევდა. და დავით ბეჟიტაშვილის ფილმით, "ფრუნზიკ მკრტჩიანი: ინდოეთს ვახსოვარ", გასულ წელს, ტაშკენტის საერთაშორისო კინოფესტივალზე, საქართველო ამ ფილმით (და ასევე მეორე ფილმით "დარჩი ჩემთან") იყო წარდგენილი. ფილმის იდეის ავტორი და პროდიუსერი, "პრაიმტაიმთან" გენიალურ ფრუნზიკასა და მასთან დაკავშირებულ უცნობ  ფაქტებს იხსენებს.დავით ბეჟიტაშვილი: ლეგენდარულ ფრუნზიკ მკრტჩიანს წარდგენა არ სჭირდება; 4 ივლისს 93 წლის გახდებოდა. საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში ერთნაირად უყვარდათ, უზომოდ დიდ პატივს სცემდნენ. ფრუნზიკას ჯიბეში არ ჰქონდა არც პასპორტი და არც ფული, რადგან არ სჭირდებოდა. რესპუბლიკიდან რესპუბლიკაში მათ გარეშეც მშვენივრად მგზავრობდა. ფართო ცნობადობა ფილმმა - "კავკასიელი ტყვე ქალი" - მოუტანა, თუმცა გია დანელიას "მიმინომ" თავბრუდამხვევი აღიარება, არნახული წარმატება და მისი პოპულარობა, ერთიორად გაზარდა."მიმინო" ნამდვილად იყო მისი პოპულარობის ზენიტი.ფრუნზიკა ბავშვობიდან მიყვარდა. ვინაიდან ჩვენი ინდოეთის საელჩოც ერევანშია, იქ ჩასული, ყოველთვის გავდიოდი ფრუნზიკას საფლავზე. ერთ კურიოზულ ფაქტს გავიხსენებ: სომეხ მძღოლთან ერთად ვიყავი ერევანში და ფრუნზიკას საფლავზე რომ გავედით, ფოტო გადამიღე და დავდებ "ადნაკლასნიკებშიო" მითხრა. ეს ის პერიოდია, როდესაც "ადნაკლასნიკები" ჯერ კიდევ ძალიან პოპულარული იყო; მეორე დღეს შევედი მის "ადნაკლასნიკებში" და წაშლილი აქვს ფრუნზიკას საფლავზე გადაღებული ფოტო. დავურეკე, მოსიკ, რატომ წაშალე ფოტო-მეთქი? ნათესავებმა დამირეკეს, შენზე ამბობენ, მოსიკა ისე გაგიჟებულა, მამამისი აშოტას საფლავზე არ გადის და ფრუნზიკას საფლავზე ყვავილებით მიდისო;ფრუნზიკაზე, მისი გარდაცვალების შემდეგ, ბევრი ფილმი გადაღებულა; დოკუმენტურ ფილმებში კი, ძირითადად, აქცენტს მსახიობის პირად ცხოვრებასა და ტრაგიკულ ბედზე აკეთებდნენ. პანდემიაში მასზე ფილმის გადაღების იდეა ამეკვიატა. მაგრამ რაღაც ახალი უნდა მეთქვა: და გადავწყვიტე, ჩემს საყვარელ მსახიობზე განსხვავებული ტიპის დოკუმენტური ფილმი გადამეღო; საერთოდ არ შევხებოდი მის პირად ცხოვრებას და სულ სხვა მიმართულება ამეღო. ფრუნზიკა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირისა და სომხეთის მასშტაბით, არამედ ინდოეთშიც  იყო ცნობილი. მონაწილეობა მიღებული ჰქონდა ორ ინდურ ფილმში - "ალი ბაბასა და ორმოცი ყაჩაღის თავგადასავალი" და "ლეგენდა სიყვარულზე."ფაქტობრივად, ფილმი - "ფრუნზიკ მკრტჩიანი: ინდოეთს ვახსოვარ" ისტორიული მოვლენა გამოვიდა. ინდოეთში ინდური კინოს ვარსკვლავები გადავიღეთ, რომელიც მას უწევდნენ პარტნიორობას იმ ორ ინდურ ფილმში. ბოლივუდის ლეგენდარული ვარსკვლავები, ფრუნზიკას, სხვაგან არსად იხსენებენ, ეს მხოლოდ ჩემს მიერ გადაღებულ ფილმშია.ინდური კინოს ვარსკვლავი ზინატ ამანი მას ორივე ფილმში უწევდა პარტნიორობას. და ახლა, ფრუნზიკას დაბადების დღესთან დაკავშირებით, გამომიგზავნა აუდიო, რომლითაც იხსენებს მსახიობს. ამ აუდიოს მე ვიზუალური სახე მივეცი და ექსკლუზიურად გაწვდით.მე "პრაიმტაიმთან" მოყოლილი მაქვს, როგორ ჩავწერე ბუბა ამ ფილმისთვის.მართალია, მე და ფილმის რეჟისორმა, ოთარ მიქელაძემ, ეს ფილმი ფრუნზიკას ინდურ როლებზე გადავიღეთ, თუმცა მაინც მივიჩნიეთ, რომ ბუბა კიკაბიძის გარეშე, ეს სურათი წარმოუდგენელი იქნებოდა. ამიტომ მას პროდიუსერის, სოსო აბზიანიძის მეშვეობით დავუკავშირდით და ჩვენი შეხვედრა ფუნიკულიორზე შედგა.შარშანწინ ივლისში, ბუბას უკრაინულ სერიალში - "Сваты" იღებდნენ. რომ მივედით, ფუნიკულიორზე ქორწილის სცენის გადაღება მიმდინარეობდა. ქართველი მომღერლები, მოცეკვავეები, ქართული კინოსა თუ თეატრის ვარსკვლავები ისხდნენ დიდ სუფრასთან და გადამღები ჯგუფი ელოდა ბუბას.12 საათზე მოვიდა, მანქანიდან გადმოვიდა თუ არა, შეეგება უკრაინული გადამღები ჯგუფი (ძალზე ორგანიზებული სტაფი ჰყავდათ), თავს ეხვეოდნენ, ემსახურებოდნენ და ამ დროს ბუბამ იკითხა: მოიცა, ფრუნზიკაზე სად ვილაპარაკოო? როგორც ჩანს, მასზე სასაუბროდ ემზადებოდა და მოვიდა თუ არა, ეს იკითხა. მონდომებული იყო, განწყობაც შესამჩნევად ამაღლებული ჰქონდა.მას ბევრი ისტორია მოუყოლია ფრუნზიკაზე, მაგრამ ჩვენს ფილმში ძალზე ემოციურად გაიხსენა მეგობარი.  ბევრჯერ, საუბრის დროს, ყელში ბურთი ეჩხირებოდა. პაუზებს აკეთებდა, ცრემლიანი ვერ აგრძელებდა საუბარს... ეს ფილმი ბუბას სიტყვებით მთავრდება და როცა მაყურებელი მის მართლა გულწრფელ ემოციას ხედავს, ღაპაღუპით მოსდით ცრემლები და ტაშს თვალცრემლიანი უკრავენ.მე ჩემს ოქროს არქივში ვიპოვე სოფიკო ჭიაურელის ინტერვიუ, რომელიც ფრუნზიკას იხსენებს. სოფიკო ინდურ "ალიბაბაში" მონაწილეობდა. ბუნებრივია, ეს ინტერვიუც შევიტანე ფილმში.მოკლედ, ჩვენი ფილმის პრემიერა შედგა თბილისში, ერევანსა და ფრუნზიკას მშობლიურ ქალაქ გიუმრიში; ასევე სომხეთის საზღვრისპირა ქალაქებსა და ჩვენთან სომხებით დასახლებულ რეგიონებში. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გეტყვით, პრემიერამ ყველგან უდიდესი წარმატებით ჩაიარა.ფილმი ტაშკენტის მეთოთხმეტე საერთაშორისო კინოფესტივალზე გასული წლის სექტემბერში, ოცდაათ ქვეყანას შორის მოხვდა.ფილმი წარადგინა არა სომხეთმა, არამედ საქართველომ. ფრუნზიკას პორტრეტზე სულ საქართველოს დროშა იყო. მან თავისი ფილმით ოთხი ქვეყანა გააერთიანა, სომხეთი საქართველო, ინდოეთი და უზბეკეთი; ანუ საქართველომ სომეხი მსახიობი ინდურ ფილმებში შესრულებული როლებით უზბეკეთის ფესტივალზე წარადგინა. (ეს ინდური ფილმები უზბეკეთში იყო გადაღებული.)იქაური პრესა წერდა, ეს იყო ტოლერანტობის მკვეთრი მაგალითი.ხალხთა  შორის მეგობრობას მან ნამდვილად ჩაუყარა საფუძველი და ამ მხრივ, მკრტჩიანმა ნამდვილი ელჩის როლი შეასრულა.ფილმზე მუშაობისას, მსახიობზე დიდ საარქივო მასალას გავეცანი, თან სხვადასხვა ქვეყანაში. ზღვა მასალას, რასაც ბუნებრივია, ერთ ფილმში ვერ ჩავტევდი.ფილმზე მუშაობისას აღმოვაჩინე და გაოცებული დავრჩი ერთი ფაქტით; რეზო ჩხეიძეს თავის ეკრანიზაცია "დონ კიხოტში" კახის და მამუკას ტანდემამდე, გადაღებული ჰყავდა - ოთარ მეღვინეთუხუცესი (დონ კიხოტი) და ფრუნზიკა (სანჩო პანსა). გადასაღები მოედნიდან ექსკლუზიურ ფოტო მასალასაც აქვე გაწვდით. რაც შეეხება მის პიროვნებას; ამგვარი წარმატებების მიუხედავად, ფრუნზიკას ვარსკვლავური დაავადება არ ჰქონია. თუმცა როგორც მასზე ამბობდნენ, ცოტას საუბრობდა და იშვიათად იღიმებოდა. აქაც მომიყვნენ, სუფრასთან ვცდილობდით მისთვის გვესიამოვნებინა, თავი მოგვეწონებინა, ვხუმრობდით, ვხალისობდით, მაგრამ გაცინებული ვერ ვნახეთო. ეკრანზე ბრწყინვალე კომიკოსი, ცხოვრებაში ტრაგიკული პიროვნება გახლდათ. მის გმირებსა და მის პიროვნებას შორის დიდი უფსკრული იყო. ბავშვობიდან დაჩაგრული იყო. მამა ლოთობდა. შეიძლება სცემდა კიდეც, მსახიობობას უშლიდა. მასთან საერთო ის აღმოვაჩინე, რომ ისიც სკოლის წლებში კინომექანიკოსის თანაშემწე იყო. მეც ასე ვიყავი. მერე დაიწყო მის ცხოვრებაში ტრაგედიები: გარდაეცალა ქალიშვილი. შემდეგ ფრუნზიკას მეუღლე ფსიქიკურად დაავადდა. მისთვის საბოლოოდ დამანგრეველი აღმოჩნდა ის, რომ ვაჟს, დედისგან გენეტიკურად გამოჰყვა მენტალური პრობლემები. ამან მსახიობი გაანადგურა, შვებას ალკოჰოლურ სასმელში პოულობდა. ამის გამო ბევრი კარგი როლი აქვს დაკარგული. და ფაქტობრივად, სიკვდილის მოახლოება ამ გზით დააჩქარა კიდეც.იცით, რომ გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე, მკრტჩიანმა საქართველოს თეატრის სცენაზე უკანასკნელად ითამაშა?! თბილისში ბევრი მეგობარი ჰყავდა, ფართო სანაცნობო წრე...მოკლედ, ბოლო ვიზიტის დროს, სომხური თეატრის დირექტორმა უთხრა: მოდი, შენი მაყურებელთან სპონტანური შეხვედრა გავაკეთოთო.  1993 წელია. არც აფიშა გვაქვსო და არც არავინ არაფერი იცის და როგორო? - უკითხავს ფრუნზიკას. მაშინ დირექტორმა შესთავაზა, ავლაბრის ბაზარში გავისეირნოთო.იქ ხალხი შემოეხვია და თუ თეატრი 700 მაყურებელს იტევდა, ამ სპონტანურად მოწყობილ  ფრუნზიკას საღამოზე, ორჯერ მეტი მივიდა თურმე. ისხდნენ კიბეებზე, ჩამატებულ სკამებზე... მანაც უკანასკნელად თბილისის სცენაზე ითამაშა...მისი ნამდვილი სახელი (პასპორტის) იყო მგერ, რაც სომხურად მზეს ნიშნავს. და თავის თავზე ამბობდა, "თუ მზე, მაშინ ძალიან სევდიანიო..."და ეს სევდიანი მზის მატარებელი თვალების მქონე კაცი დღეს იუბილარია.რუბიკჯან, ნათელი შენს ხსოვნას...გაგიმხელთ კიდევ ერთ ექსკლუზივს - მე ამ ფილმის გაგრძელებაზე ვფიქრობ... ასევე დაგაინტერესებთ: "არსებობს სუნები, რომლებიც რაღაცას გახსენებენ. ნამდვილი სუნები, როგორიცაა ბალახის, თივის, პურის..." - რეზო გაბრიაძე 87 წლის გახდებოდა"როცა შენი მუსიკით უცხო ხალხს ცრემლები სდის, რწმუნდები, რომ ეს მუსიკა, გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი პატარა ქვეყნის მუსიკა" - "გორდამ" პარიზში მსმენელი ატირა"ჩიორას" შემდეგ ისევ ზღვაზე - 37 წლიანი პაუზით "მარი" კინოს უბრუნდება

nani

კულტურა 1686929586

რას გვიყვება მილიარდერ აგალაროვზე ნანი და რისთვის ჩაიწერა მასთან დუეტი? - "ბუბას ემინისთვის უთქვამს..."

"ყვავილების ქვეყანას" ბუბა კიკაბიძე მისეული მანერითა და ქარიზმით ასრულებდა და ეს სმენით მახსოვრობაში გვაქვს ჩალექილი. მანამდე მას ბაგრატიონები ასრულებდნენ, ჯერ ბუბას ბიძა, დიდი ჯანო და შემდეგ ბიძაშვილი - ჯანო ბაგრატიონი მღეროდა.19 ივლისს არტისტის 85 წლის იუბილისთვის მზადება დაწყებული იყო, თუმცა 15 იანვარს "უკანასკნელი მეფაიტონე" თბილისს დაემშვიდობა... და წავიდა.ბუბას ხსოვნის საიუბილეო საღამო ჩატარდება. "ყვავილების ქვეყანას" კი აზერბაიჯანელი მომღერალი, ემინ აგალაროვი, ბუბას ნაცვლად, ნანი ბრეგვაძესთან ერთად იმღერებს. დუეტი ჩაიწერა, მასზე ვიდეო კლიპიც გადაღებულია.ემინი თბილისს სტუმრობდა. გადაღებამ "გარდენიაში" ერთი დღე წაიღო. დუეტი ბუბას ხსოვნას მიეძღვნა. კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო."ჩემთვის სასიამოვნო იყო ის, რომ აზერბაიჯანელი მომღერალი "ყვავილების ქვეყანას" მღერის ქართულად. სენსიტიური მომენტია. დუეტიც თბილი და ნოსტალგიური გამოვიდა. მე როგორც ვიცი, ვიდეოკლიპი იტრიალებს საქართველოში და აზერბაიჯანში. სხვა ინფორმაცია არ მაქვს" - უთხრა ზაზა ორაშვილმა "პრაიმტაიმს".სანამ "გარდენიაში" ლეგენდა, სახელად "ნანი" გამოჩნდებოდა, ლოკაცია ზღაპრულად მორთეს, გარემო არტისტისთვის შესაფერისად მომზადდა...ზაზა ორაშვილი: მე ნანისთან პირველად არ მიმუშავია. მასთან გადასაღებ მოედანზე ყოფნა დიდი სიამოვნებაა. ხვდები და რწმუნდები, რა დიდი პროფესიონალია. ცხოვრება მიდის და ნანი ისეთივეა, როგორც ყოველთვის იყო და დაიმსახურა ის დიდება, რაც მის სახელს ახლავს. უდიდესი პროფესიონალია. გადაღება ძალიან შრომატევადი პროცესია. ის ბოლომდე თავდაუზოგავად მოგყვება და გეუბნება, გავაგრძელოთ, გადავიღოთო...სცენის დედოფალი "პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ სიმღერა "ყვავილების ქვეყანა" თავიდან აღმოაჩინა და შეიყვარა. სხვაგვარად აღიქვა და გაიაზრა. გამაოცა იმ ფაქტმა, რომ 87 წლის პრიმა მომღერალს, უკვე ჩაწერილი სიმღერის თავიდან ჩაწერა სურს, რადგან საკუთარი ნამღერით უკმაყოფილოა და ყოველგვარი დაღლის, "ხალტურის", "გატარების" გარეშე, ისევე აქტიურად ეკიდება საქმეს, როგორც ადრე. და აბა, ამის გათვალისწინებით რომ დავასკვნათ, როგორღა დაეტყობა ასაკი? ნანი ბრეგვაძე: წინ და წინ ვერ გეტყვით, როგორი გამოვა ეს ნამუშევარი. ამის თქმა წინასწარ ძნელია. მინდა კარგი იყოს. "ყვავილების ქვეყანა" თავიდან აღმოვაჩინე. არაჩვეულებრივი სიმღერა ყოფილა. ისე იმღერება, იმდენ საშუალებას გაძლევს შენი დამოკიდებულება და სიყვარული გამოხატო, რომ ნამდვილად გადასარევი სიმღერაა. ადრე მაინცდამაინც არ ვგიჟდებოდი. სახლშიც არ მიმღერია. არის სიმღერები, რომელიც საკუთარი რეპერტუარიდან მიყვარს და ვმღერი. "ყვავილების ქვეყანა" ჩემს ოჯახში არასდროს გაჟღერებულა. დიდი ჯანო ბაგრატიონი სწორი ყოფილა, ეს სიმღერა რომ აურჩევია და მღეროდა. მერე პატარა ჯანომ შესანიშნავად იმღერა, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი მომღერალი არ იყო. მერე ბუბა მღეროდა. ანუ "ყვავილების ქვეყანა", მათ ოჯახში მემკვიდრეობით გადავიდა. მე არ მომისინჯავს მისი შესრულება. ახლა ჩავწერე, თუმცა მანამდე დრო არ მქონდა ჩემთვის მემღერა. მივედი "ბრავო რექორდსში", ჩავწერე, ვიმუშავეთ, მაგრამ ჩემთვის არ არის საკმარისი. რადგანაც კარგად არ მქონდა გათავისებული. ახლა სახლშიც ვმღერი, ფრაზებს ვიაზრებ, ვითავისებ. გადასარევი მელოდიაა, სითბო მოდის. როგორ ეხვეწება, მე გელოდი, რომ მითხარი მოვალო და შენ რატომ დაიგვიანეო. ტექსტიც არაჩვეულებრივია. მოვიარე არე მარე, გელოდებიო, გულდაწყვეტილია. არ მომწონს ჩემი ნამღერი და უნდა გავასწორო, თავიდან ჩავწერო, უკვე გააზრებულად. კმაყოფილი არ ვარ და როგორ უნდა დავტოვო? ის ხმა აღარ მაქვს, რაც მქონდა. 87 წლისას კიდე მინდა ის ხმა მქონდეს, მაგრამ სად არის ასე?  შენზე სიმღერის სიტყვები უნდა მოქმედებდეს. - ახლა გვითხარით ემინ აგალაროვზე, როგორი მეწყვილე აღმოჩნდა? - ემინს ვიცნობდი მოსკოვიდან. გამოვსულვართ საერთო კონცერტებზე. ის განებივრებული ბიჭია, მილიარდერის შვილია, მაგრამ თქვენ ამას მას ვერ შეატყობთ. ეს არაფერში არ ჩანს. სულ სხვანაირად გაზრდილი, განათლებული ბიჭია და ვერ იტყვი, რომ ის ბედისგან განებივრებულია. აქვს უფროსების მიმართ პატივისცემა.ეს დუეტი ბუბასთან უნდა ჩაეწერა ემინს. მაგრამ 19 ივლისს, ბუბას საიუბილეო საღამოზე, როდესაც მე და ემინი ამ სიმღერას შევასრულებთ, ბუბა ეკრანიდან იმღერებს.ბუბას ემინისთვის უთქვამს, ქართულად უნდა იმღერო, ამ სიმღერის თარგმანი არ გამაგონოო. მშვენივრად უსწავლია ქართულად და მღერის. ბუბაზე გიჟდებოდა, ისე უყვარდა. 19 ივლისს ბუბა 85-ის გახდებოდა, მე 21-ში ვხდები 87 წლის. ბუბა ჩემთვის ცოცხალია, მასზე წარსულში ვერ ვსაუბრობ. გაგიჟებით უყვარდა საქართველო. ვერსად ვერ ჩერდებოდა. მე ვიცი, რამდენი განცდები ჰქონდა. მოთხრობებს, სცენარებს, ლექსებს წერდა. უნიჭიერესი იყო.ვნახოთ, კლიპი როგორი გამოვა. კლიპში სამი სხვადასხვა სამოსით ვარ. "გარდენიაში" ყველაფერი მაღალ დონეზე დამხვდა. ყველა თვალებში მიყურებს და მე მადლიერი ვარ. მადლიერების განცდა არ მტოვებს, როგორც უფლისადმი, ასევე ხალხისადმი. სხვაგვარად არ შეიძლება... ასევე დაგაინტერესებთ: „ძნელი სცენები გადავაგორეთ... იქ ალეკო ტიროდა, ზურასაც წამოუვიდა ცრემლები...“ - რა ხდებოდა კლინიკაში სამი დღის განმავლობაში"ერთხელ თქვა: ჩვენ ვართ ერთმანეთის სამოთხეებიო... გვიან მივხვდი, რა იგულისხმა" - ალუდას "პრაიმტაიმთან" გიორგი არაბული იხსენებს„შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო… და ქალიშვილის ორმოცის მეორე დღეს, დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ” – ლაურა რეხვიაშვილი გამაოგნებელი ისტორიით"ხმას ვერ ვიღებდი... რა იყო ეს? წინათგრძნობა? თამაზი 67 წლის იყო, მხედველობა რომ დაკარგა" - ლანა ღოღობერიძემ მეგობარს დაბრმავება უწინასწარმეტყველა

ემინ

შოუბიზნესი 1686900381

„დაწყნარდეს ყველა, რუსი არ არის და არც რუსულად ვმღერით...“ - ნანი ბრეგვაძე

„მომღერალი, ემინ აგალაროვი თბილისში იმყოფება. ის ნანი ბრეგვაძესთან ერთად მუსიკალურ კლიპზე მუშაობს. კლიპის გადაღება თავიდან  ბუბა კიკაბიძესთან ერთად იყო დაგეგმილი. ამ კლიპში აზერბაიჯანელი მომღერალი მონაწილეობს.სოციალურ ქსელში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ ემი­ნი რუსია და სიმღერასაც რუსულად ასრულებს.ნანი ბრეგვაძე მისი და აზერბაიჯანელი მომღერლის ირგვლივ ატეხილ მითქმა-მოთქმას ეხმიანება და ამბობს რომ „დაწყნარდეს ყველა“.„ძალიან დავიღალე გადაღებაზე, ღამის 11 საათამდე გაგრძელდა. მე არ მომეწონა ჩემი ნამღერი და თავიდან უნდა ჩავწერო. ის ადგილები უნდა ვიმღერო თავიდან რაც ამ ბიჭს დაემთხვევა ტონალაბობაში. ის აზერბაიჯანელია. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. ემინი შესანიშნავი ბიჭია. ძალიან პოპულარული იყო მოსკოვში. კარგად მღერის ქართულად და ინგლისურად. დაწყნარდეს ყველა, რუსი არ არის, არც რუსულად ვმღერით“,- ამბობს ნანი ბრეგვაძე.ნახეთ ვიდეო:„ემინ აგალაროვი თბილისშია... ის ნანი ბრეგვაძესთან ერთად მუსიკალურ კლიპზე მუშაობს“ - ნახეთ, ვიდეო