ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
აზერბაიჯანში ნანი ბრეგვაძის ვარსკვლავი გაიხსნა. ბაქოში, ვარსკვლავების ხეივანში ეს პირველი ქართველის ვარსკვლავია.
ცერემონიას ნანი ბრეგვაძე პირადად დაესწრო. ბაქოში დაგეგმილია ბუბა კიკაბიძის ვარსკვლავის გახსნაც.
„ძალიან მადლობელი ვარ. ეს სიმღერა ბუბას უნდა შეესრულებინა, თუმცა, ხდება ხოლმე მსგავსი უკიდურესად არასასიამოვნო მოვლენები. ბუბა დღეს ჩვენთან აღარ არის, თუმცა, ჩემთვის ის ყოველთვის ცოცხალია და ჩემს გვერდითაა, ის არსად წასულა, შეუცვლელია. როდესაც ემინი სიმღერის ჩაწერას დათანხმდა ძალიან შემეშინდა. დუეტის ჩაწერას ყოველთვის ვერ დათანხმდები მაგრამ, ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ ვარ აზერბაიჯანზე შეყვარებული. მეც და ბუბასაც ბავშვობიდან ძალიან გვიყვარდა აზერბაიჯანი, თქვენ ძალიან მუსიკალური ხალხი ხართ“,- განაცხადა ნანი ბრეგვაძემ.