მაია

ტექნოლოგიები 1687559354

მეცნიერებმა მაიას ცივილიზაციის ნაქალაქარი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა იუკატანის ნახევარკუნძულის ჯუნგლებში მაიას უძველესი ქალაქის ნაშთები აღმოაჩინეს. ექსპერტებმა რამდენიმე პირამიდის მსგავსი, 15 მეტრის სიმაღლის ნაგებობა იპოვეს. ადგილზე ნახეს ჭურჭელიც, რომელიც მიუთითებს, რომ ქალაქი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 600-800 წლით ადრე არსებობდა. ქალაქს ოკომტუნი ეწოდა, რაც მაიას ენაზე "ქვის სვეტს" ნიშნავს.ოკომტუნი ლაზერული სკანირების მეშვეობით იქნა აღმოჩენილი. ის შემაღლებულ ადგილზეა განლაგებული და ჭაობებითაა გარემოცული. ვან სპრაიკმა, რომელიც მკვლევართა გუნდს ხელმძღვანელობდა, თქვა, რომ ისინი ყველაზე მეტად სწორედ ჭაობებით გარშემორტყმული ამაღლებული რელიეფის აღმოჩენამ გააოცა.არქეოლოგების თქმით, ქალაქი მნიშვნელოვანი რეგიონალური ცენტრი უნდა ყოფილიყო. გაცნობებთ, რომ ტერიტორიის შესწავლა გრძელდება და შესაძლოა კიდევ ბევრი სიახლე იქნეს აღმოჩენილი. ასევე ნახეთ:დღისით რეგულარული, ხანმოკლე ჩაძინება დემენციის რისკს ამცირებს - ახალი კვლევაგაფრთხილება! წყალი 10 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი ქუჩარა თქვა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბადრი ესებუამ 

ლიზა ირაკლი

ტაბლოიდი 1687546029

VIDEO: როგორ გამოიყურება ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას ახალგარემონტებული სახლი

ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩიუას წყვილი საზოგადოების დიდ ყურადღებას მას შემდეგ იქცევს, რაც მათი სიყვარულის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. გრანდიოზული ქორწილის შემდეგ, წყვილს პირველი შვილიც შეეძინა და სოციალურ ქსელს შედარებით ნაკლებ დროს უთმობენ.თუმცა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ლიზას და ირაკლის ახალგარემონტებული სახლის კადრები.ნახეთ, ვიდეო ↓ასევე ნახეთ:⇒ VIDEO: ,,დიასა ვამხილე..." - რას ჰყვება მერიემი და რა მოხდა პროექტში⇒ ბადრი ესებუამ სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა⇒ არსებობს თუ არა შავი ყუთი და როგორ გაარკვევენ, რა მოხდა რეალურად - ''ტიტანის გამოძიება''

ბადრი ესებუა

სამართალი 1687529807

ბადრი ესებუას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებული ბადრი ესებუა დამნაშავედ სცნო.აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ გამოაცხადა.მოსამართლემ ბადრი ესებუას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.ბრალდების მხარე ბადრი ესებუას მიმართ წარდგენილი მუხლებით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი და მაქსიმალური სასჯელის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარემ კი, ესებუას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა.შეგახსენებთ, ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო 4 წელი აქვს მისჯილი. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს.ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბადრი ესებუა

სამართალი 1687527207

ბადრი ესებუამ სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა

ბადრი ესებუას საქმეზე მოსამართლე ეკატერინე ბებია განაჩენის გამოსატანად გავიდა.მანამდე მან ბრალდებულ ესებუას საბოლოო სიტყვის უფლება მისცა.თავის მხრივ ბრალდებულმა თქვა, რომ არ აქვს სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი და აღნიშნა, რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც პროკურატურას სურს.,,არანაირი იმედია არ მაქვს, რომ სამართლიანი განაჩენი იქნება გამოტანილი. იმიტომ, რომ პოლიცია თქვენია, პროკურატურა თქვენია, სასამართლო თქვენია. მე რა უნდა გითხრათ?! რასაც პროკურატურა იტყვის ის იქნება განაჩენი, მე ასე ვფიქრობ. უვადობა გამოიტანეთ თუ გინდათ,“ - განაცხადა ბადრი ესებუამ.სასამართლოს წინაშე დასკვნით სიტყვით უკვე წარდგა ბრალდებისა და დაცვის მხარე. სულ მალე სასამართლო აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.შეგახსენებთ, ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო 4 წელი აქვს მისჯილი. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს.ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ესებუას სასამართლო

სამართალი 1687521728

პროკურატურა ბადრი ესებუას მიმართ მაქსიმალურ სასჯელს ითხოვს

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „ საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის განხილვა გრძელდება.სასამართლომ ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას მოუსმინა.პროკურორმა, მირანდა წერეთელმა ვრცლად ისაუბრა ბრალდების შინაარსის შესახებ. მან განაცხადა, რომ ბრალდების ყველა ნაწილს ეთანხმება და მოსამართლეს ეკატერინე ბებიას ბადრი ესებუასთვის ყველაზე მკაცრი სასჯელის გამოყენება სთხოვა.,,ჩვენ ვითხოვთ, რომ ბადრი ესებუა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით, 329-ე მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლს მესამე და მეოთხე ნაწილით.გთხოვთ, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღოთ ის მაღალი საზოგადოებრივი საშიშროება, რაც ამ დანაშაულს ახლავს, მხედველობაში მიიღოთ ის მორალური ზიანი, რაც ამ დანაშაულის შედეგად მიადგა არაერთ ადამიანს და გთხოვთ, მის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად გამოიყენოთ კანონით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი და მაქსიმალური სასჯელი,“- ასე მიმართა საქმის პროკურორმა მირანდა წერეთელმა მოსამართლეს დასკვნითი სიტყვის დასრულების შემდეგ.ამ წუთებში კი დასკვნით სიტყვას ბრალდებული ბადრი ესებუას უფლებადამცველი იოსებ ჯანაშია ამბობს.ასევე ნახეთ:👉 რაზე აწერინებდნენ ხელს ექსპედიციის მსურველებს: OceanGate-ის ყოფილი თანამშრომლის აღიარება და გაუჩინარების ვერსიები👉 როდის გამოიდარებს საქართველოში - სინოპტიკოსის განახლებული პროგნოზი👉 ,,ტრაგედიაა შენი დაკარგვა... არ შეიძლება, სიმართლე იყოს, ჩემო მზის სხივო..." - ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემოციურად ემშვიდობებიან

ბადრი ესებუა

სამართალი 1687517630

ბადრი ესებუამ ბანკის დაყაჩაღება კიდევ ერთხელ უარყო - ნახეთ, რა თქვა დღევანდელ პროცესზე

,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებულმა ბადრი ესებუამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ჩვენება მისცა.მან დეტალურად გაიხსენა 2021 წლის 21 ოქტომბერი.ესებუამ თქვა, რომ მას ბანკის თავდასხმასთან არანაირი კავშირი არა აქვს.როგორც მან აღნიშნა, 21 ოქტომბერს მთელი დღე საკუთარ სახლსა და სოფელში გაატარა. ესებუას თქმით, 23 ოქტომბერს მეგობარი პოლიციელისგან შეიტყო, რომ მისივე თანასოფლლელი მივიდა პოლიციაში , უთხრა , რომ თავდამსხმელის ვინაობა იცოდა და ის დაასახელა. ბრალდებულმა თქვა, რომ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ გადაწყვიტა სახლი დაეტოვებინა და მიმალვაში ყოფილიყო. როგორც ესებუამ სასამართლოს უთხრა, ის პოლიცელების მხრიდან საფრთხეს სულ გრძნობდა, რადგან ქალაქში გადაადგილების დროს ხშირად აჩერებდნენ და ასევე, სოციალურ ქსელში ბერვრჯერ არაკორექტულად ჰყავს მოხსენიებული.,,კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მე არაფერი ვიცი, ვიცი ის მხოლოდ რაც ტელევიზიით და აქ სასამართლო პროცესებზე მოვისმინე. 21 ოქტომბერს მთელი დღე სახლში ვიყავი, ერთი ორი საათით ვიყავი გასული, მაგრამ სოფლიდან არ გავსულვარ. 23 ოქტომბერს ჩემმა პოლიციელმა მეგობარმა მითხრა, რომ შენი თანასოფლელი მოვიდა პოლიციაში და თქვა, რომ ვიცი ვინც არის თავდამსხმელიო და შენ დაგასახელაო. გამაფრთხილა ფრთხილად ვყოფილიყავი. ჩემი თანასოფლელი ვინც პოლიციელების ინფორმატორია ნათქვამი აქვს, რომ მე დაგაჭერინებთ თავდამსხმელს და თანამდებობაზე დამნიშნეთო. ისედაც სულ ფრთხილად ვიყავი, რადგან ადრეც ქალაქში, როცა გადავადგილდებოდი პოლიციელები სულ მაჩერებდნენ. ზოგადად ქალაქში გასვლას თავს სულ ვარიდებდი. 23-ში ეს რომ მითხრეს მივხვდი, რომ კარგად არ იყო საქმე. 23 ოქტომბერს საღამოს დედაჩემს ვუთხარი, რომ თბილისში, ექიმთან მივდიოდი. საღამოს დაახლოებით 6 საათზე გავედი და მას შემდეგ ვიყავი ხან მეგობართან და ხან ნათესავთან. 25 ოქტომბერს ჩემს დეიდაშვილთან ვიყავი, ტელევიზორს ვუყურებდი, რა დროსაც ჩემს დეიდაშვილს ჩემთვის გადაუღია სურათი, რომელიც ჩემი ძმისთვის გაუგზავნია. ვიცოდი, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ფბ გვერდი გატეხილი იყო და პოლიციელები აკონტროლებდნენ. ალბათ ცდლობდნენ ჩემი ადგილსამყოფელის დადგენას. ჩემი ძმა მოვიდა ჩემთან. როგორც კი მოვიდა მივხვდი, რომ ეს ამბავი უკვე პოლიციასაც ეცოდინებოდა და იმ სახლიდან იმ საღამოსვე წავედი და მას მერე მიმალვაში ვიყავი.საფრთხეს სულ ვგრძნობდი და თავს ვარიდებდი პოლიციელებს, მიზეზი არ ვიცი, მაგრამ სოციალურ ქსელში ბევრჯერ არაკორექტულად მოვიხსენიე ეს პოლიციელები და მას შემდეგ დაიწყეს ჩემს მიმართ დევნა,“- განაცხადა ბადრი ესებუამ.ბადრი ესებუას კითხვები დაუსვეს პროკურორებმაც. პროკურორმა უთხრა, რომ დაესახელებინა იმ პოლიციელის ვინაობა, რომელმაც ბადრი ესებუას უთხრა, რომ ბანკზე თავდასხმას მას აბრალებდნენ, თუმცა ბრალდებულმა ვინაობის გამხელა არ ისურვა.ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ესებუამ თქვა, რომ მძარცველის ხმის ნიმუში და მისი ხმა იდენტური არ არის, პროკურატურა კი ექსპერტზე ზეწოლაში დაადანაშაულა.ამ წუთებში სასამართლო პროკურატურის დასკვნით სიტყვას უსმენს.ასევე დაგაინტერესებთ:⇒ მაღაზია, რომელმაც წალკაში ძაღლის მოკვლის კადრები გაასაჯაროვა, 5000 ლარით დააჯარიმეს⇒ დააკავეს კაცი, რომელიც დედას ახალშობილის მოკვლით ემუქრებოდა

ბადრი ესებუა

სამართალი 1687492996

ბადრი ესებუა დღეს სასამართლოს წინაშე წარდგება - დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ საბოლოო განაჩენი დღესვე გამოცხადდეს

ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუა დღეს სასამართლოს წინაშე წარდგება. უფლებადამცველის განცხადებით, ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და საკუთარ პოზიციას სასამართლოს კიდევ ერთხელ გააცნობს. ასევე, დაცვის მხარე არ გამორიცხავს რომ საბოლოო განაჩენი დღეს იქნას გამოცხადებული.შეგახსენებთ ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

ესებუას დაკავების კადრები

სამართალი 1683612988

VIDEO: კადრები, რომელიც აქამდე არ გინახავთ - როგორ და რა ვითარებაში დააკავეს ესებუა

ყველაზე რეზონანსული საქმის უცნობი დეტალები „პოლიციის ფაილებში“.ცნობილი ხდება, როგორ დააკავეს „საქართველოს ბანკის“ თავდასხმაზე ბრალდებული ბადრი ესებუა.საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.ესებუას წინააღმდეგ გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით მიმდინარეობდა. სასამართლომ ესებუას პატიმრობა 236-ე მუხლის (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) გათვალისწინებით მიუსაჯა.დავა გრძელდება 150-ე (იძულება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (ტერორისტული მიზნით მძევლების აყვანა) მუხლებით მიმდინარეობს.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუა 2023 წლის 8 თებერვალს დააკავა. მას 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

ბადრი

სამართალი 1683491759

როგორ გახსნა ბადრი ესებუას საქმე პოლიციამ - ყველაზე რეზონანსული საქმის უცნობი დეტალებით

ყველაზე რეზონანსული საქმის უცნობი დეტალები „პოლიციის ფაილებში“.ცნობილი ხდება, როგორ დააკავეს „საქართველოს ბანკის“ თავდასხმაზე ბრალდებული ბადრი ესებუა. საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.ესებუას წინააღმდეგ გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით მიმდინარეობდა. სასამართლომ ესებუას პატიმრობა 236-ე მუხლის (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) გათვალისწინებით მიუსაჯა.დავა გრძელდება 150-ე (იძულება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (ტერორისტული მიზნით მძევლების აყვანა) მუხლებით მიმდინარეობს.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუა 2023 წლის 8 თებერვალს დააკავა. მას 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.ვიდეო ნახეთ აქ 

ესებუა

კრიმინალი 1683491558

VIDEO: ცნობილი ხდება დღემდე უცნობი დეტალები, თუ როგორ დააკავეს ბადრი ესებუა

ყველაზე რეზონანსული საქმის უცნობი დეტალები „პოლიციის ფაილებში“.ცნობილი ხდება, როგორ დააკავეს „საქართველოს ბანკის“ თავდასხმაზე ბრალდებული ბადრი ესებუა.საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ესებუას წინააღმდეგ გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით მიმდინარეობდა. სასამართლომ ესებუას პატიმრობა 236-ე მუხლის (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) გათვალისწინებით მიუსაჯა.დავა გრძელდება 150-ე (იძულება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (ტერორისტული მიზნით მძევლების აყვანა) მუხლებით მიმდინარეობს.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუა 2023 წლის 8 თებერვალს დააკავა. მას 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ნახეთ ვიდეო აქ 

ბადრი ესებუა

სამართალი 1681896031

ბადრი ესებუა ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს

ბადრი ესებუა ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულის მორიგი სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი გადაიდო. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები უნდა გამოეკითხათ.ბადრი ესებუას იარაღის შენახვისთვის 4-წლიანი პატიმრობა უკვე შეეფარდა.ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. 

ბადრი ესებუა

სამართალი 1681882734

დღეს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას მორიგი სასამართლო პროცესი დღეს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმართება. სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.ბრალდებულის უფლებადამცველი ამბობს, რომ მიმდინარე პროცესიდან გამომდინარე,სასამართლო ბადრი ესებუას საბოლოოდ, დიდი ალბათობით დამნაშავედ გამოაცხადებს. ამის საფუძვლად, ადვოკატი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით შუამდგომლობაზე უარს ასახელებს.