პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „ საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის განხილვა გრძელდება.
სასამართლომ ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას მოუსმინა.
პროკურორმა, მირანდა წერეთელმა ვრცლად ისაუბრა ბრალდების შინაარსის შესახებ. მან განაცხადა, რომ ბრალდების ყველა ნაწილს ეთანხმება და მოსამართლეს ეკატერინე ბებიას ბადრი ესებუასთვის ყველაზე მკაცრი სასჯელის გამოყენება სთხოვა.
,,ჩვენ ვითხოვთ, რომ ბადრი ესებუა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით, 329-ე მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლს მესამე და მეოთხე ნაწილით.
გთხოვთ, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღოთ ის მაღალი საზოგადოებრივი საშიშროება, რაც ამ დანაშაულს ახლავს, მხედველობაში მიიღოთ ის მორალური ზიანი, რაც ამ დანაშაულის შედეგად მიადგა არაერთ ადამიანს და გთხოვთ, მის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად გამოიყენოთ კანონით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი და მაქსიმალური სასჯელი,“- ასე მიმართა საქმის პროკურორმა მირანდა წერეთელმა მოსამართლეს დასკვნითი სიტყვის დასრულების შემდეგ.
ამ წუთებში კი დასკვნით სიტყვას ბრალდებული ბადრი ესებუას უფლებადამცველი იოსებ ჯანაშია ამბობს.
ასევე ნახეთ:
👉 როდის გამოიდარებს საქართველოში - სინოპტიკოსის განახლებული პროგნოზი