VIDEO: ცნობილი ხდება დღემდე უცნობი დეტალები, თუ როგორ დააკავეს ბადრი ესებუა

ესებუა

ყველაზე რეზონანსული საქმის უცნობი დეტალები „პოლიციის ფაილებში“.

ცნობილი ხდება, როგორ დააკავეს „საქართველოს ბანკის“ თავდასხმაზე ბრალდებული ბადრი ესებუა.

საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

ესებუას წინააღმდეგ გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით მიმდინარეობდა. სასამართლომ ესებუას პატიმრობა 236-ე მუხლის (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) გათვალისწინებით მიუსაჯა.

დავა გრძელდება 150-ე (იძულება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (ტერორისტული მიზნით მძევლების აყვანა) მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუა 2023 წლის 8 თებერვალს დააკავა. მას 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

ნახეთ ვიდეო აქ