მეცნიერებმა მაიას ცივილიზაციის ნაქალაქარი აღმოაჩინეს

მაია

არქეოლოგებმა იუკატანის ნახევარკუნძულის ჯუნგლებში მაიას უძველესი ქალაქის ნაშთები აღმოაჩინეს. ექსპერტებმა რამდენიმე პირამიდის მსგავსი, 15 მეტრის სიმაღლის ნაგებობა იპოვეს. ადგილზე ნახეს ჭურჭელიც, რომელიც მიუთითებს, რომ ქალაქი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 600-800 წლით ადრე არსებობდა. 

ქალაქს ოკომტუნი ეწოდა, რაც მაიას ენაზე "ქვის სვეტს" ნიშნავს.

ოკომტუნი ლაზერული სკანირების მეშვეობით იქნა აღმოჩენილი. ის შემაღლებულ ადგილზეა განლაგებული და ჭაობებითაა გარემოცული. ვან სპრაიკმა, რომელიც მკვლევართა გუნდს ხელმძღვანელობდა, თქვა, რომ ისინი ყველაზე მეტად სწორედ ჭაობებით გარშემორტყმული ამაღლებული რელიეფის აღმოჩენამ გააოცა.

არქეოლოგების თქმით, ქალაქი მნიშვნელოვანი რეგიონალური ცენტრი უნდა ყოფილიყო. 

გაცნობებთ, რომ ტერიტორიის შესწავლა გრძელდება და შესაძლოა კიდევ ბევრი სიახლე იქნეს აღმოჩენილი. 

ასევე ნახეთ:

დღისით რეგულარული, ხანმოკლე ჩაძინება დემენციის რისკს ამცირებს - ახალი კვლევა

გაფრთხილება! წყალი 10 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი ქუჩა

რა თქვა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბადრი ესებუამ