1745863963
ყვარელში მცხოვრებ ონკოლოგიურ ავადმყოფს, საზოგადოების დახმარება სჭირდება

ყვარელში მცხოვრებ ონკოლოგიურ ავადმყოფს, საზოგადოების დახმარება სჭირდება. 42 წლის გოჩა გვენცაძეს, ხორხის მესამე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა.
ახლობლების ინფორმაციით, გვენცაძეს, მძიმე დიაგნოზთან საბრძოლველად, ფინანსური რესურსი სრულად ამოეწურა და არც ოჯახის წევრები ჰყავს.
„სამწუხაროდ, მას არ ჰყავს ოჯახის წევრები. მშობლები და ასევე ძმაც, რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი თანადგომა.
მკურნალობისთვის საჭირო ფინანსური რესურსი ამოეწურა და საზოგადოების თანადგომის გარეშე, ვერ იმკურნალებს“,- ამბობს გვენცაძის ახლობელი.
ექიმების გადაწყვეტებით, პაციენტს სიცოცხლის შესანარჩუნებლად, თბილისში ყოველკვირეული სხივური თერაპიისა და ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარება სჭირდება.
ლიბერთი ბანკის ანგარიში:
#GE57LB0211181748677000
მიმღები: გოჩა გვენცაძე