გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
სენაკის საკრებულოს ორი მოწვევის წევრი, 31 წლის თათია ჯინჯოლავა, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ორ კვირაზე მეტხანს იმყოფებოდა ჰოსპიტალში, ბოლოს კი აპარატზე იყო შეერთებული.
„სიცოცხლით სავსე გოგო იყო. ორი წლის წინ შექმნა ოჯახი. დიაგნოზი როგორც გვითხრეს, ნაწლავური ჭიით ინტოქსიკაციაა. მესამე დღეს თირკმელებიც გაეთიშა, ბოლოს აპარატზე იყო შეერთებული. როგორც გვითხრეს, საკვების მიღებიდან მოხდა სისხლში ინტოქსიკაცია, რაც შეეძლო გამოეწვია სალათის ფოთოლს და საზამთროს“, - გვითხრა ოჯახის ახლობელმა.
ახალგაზრდა ქალის ცხედარი მშობლების სახლში რუსთავში გადაასვენეს. ბოლოს იგი ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა.