გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
,,გამოძიებამ საკუთარ თავს დრო არ უნდა მისცეს და ეს მისასალმებელია, იმიტომ რომ გარდაცვლილის დედ-მამას არ აინტერესებს დრო, მათ აინტერესებთ რა მოხდა", - ამის შესახებ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ,,თავისუფალ სივრცეში", ვაკის პარკის ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.
,,რა მოხდა რომ გავიგოთ, მანამდე, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, მაგრამ ის რომ 9 ადამიანია საპატიმროში და ის რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს აქტიურად და სავარაუდოდ, ძალიან მალე, სრულ სურათს დავინახავთ, რასაკვირველია, სხივივით გოგონას ვერ გაგვიცოცხლებს, მაგრამ სიმართლეს აქვს თავისი წონა გლოვისას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით მშობლებისთვის..." - განაცხადა თეა წულუკიანმა გადაცემაში " თავისუფალი სივრცე" .