გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
,,ესეც არის საქართველოს წინააღმდეგ გახსნილი ომის ნაწილი, რომ ყველა მეთოდი მოსულა, ჟარგონზე თუ ვიტყვით, ვინაიდან, ტყვიები არ ცვივა. ყველა დანარჩენი მეთოდი არის ნებადართული ბრძოლის იარაღად. ერთ-ერთი ბრძოლის იარაღი არის ის, რომ მოდით, გაათავისუფლეთ სააკაშვილი", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ,,თავისუფალ სივრცეში" უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია იუსტიციის სამინისტრო, რასაც უწყება სათანადოდ უმკლავდება.
თეა წულუკიანი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების არავითარი საფუძველი არ არსებობს.
,,მოდით, ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რაღაცნაირად, მაშინ როცა ეს თავდაპირველ ტექსტში არ არის, შევიკრიბოთ 4 უკრაინელი და მეხუთე უკრაინელი, სააკაშვილის რძალი, ძმის ცოლი ხატია დეკანოიძე და ამ ხუთმა უკრაინელმა, შევაპაროთ, საქართველოს წინააღმდეგ ფრაზა, უკრაინის წინააღმდეგ რეზოლუციაში, რომ მიშა თურმე პოლიტპატიმარია, გამოვიძახოთ მოწმედ, იქნებ და რაღაცნაირად, ზეწოლა გავზარდოთ საქართველოს ოფიციალურ უწყებებზე. სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა აქვს ჩვენი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს და ისინი ამ პასუხისმგებლობას სათანადოდ უმკლავდებიან. არ არსებობს მისი გათავისუფლების არავითარი საფუძველი.
უკრაინის სასამართლომ კი გამოთქვა სააკაშვილის მოწმედ დაკითხვის სურვილი, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას არ მიუღია ამგვარი შუამდგომლობა ოფიციალურად. კიდევ ერთი ჰაერის ბუშტია, რომელსაც გადმოაგდებენ და ჩვენ მერე, ხუზმიაშვილის ეთერში, ყველგან ამაზე უნდა ვილაპარაკოთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა გადაცემაში ,,თავისუფალი სივრცე ".