1728312638
,,მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით - ,,სუნთქავს, სუნთქავს" - ჯიუტად იძახდაო..." - ჟურნალისტის ემოციური პოსტი
ჟურნალისტი ნანა აკობიძე, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.
„იცით, ხო - ბავშვი მოკვდა დღეს ვაკის პარკში.
ბავშვები ვიყავით სკოლიდან გასულები დასვენებაზე. უკვე მკვდარი იყო. “ჩემი შვილი ამბობს. სკოლიდან დაბრუნდა - ისევ ვაკის პარკზე გადმოიარა. ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრულ ადგილზე.
მოვიდა და ჰყვება სხვა ბავშვის სიკვდილის ამბავს - შემზარავად მშვიდი ხმით. 15 წლისაა და შეჩვეულია უკვე არაიშვიათ სიკვდილებს და ტრაგიკულ შემთხვევებს. თვალიც შეაჩვია, ყურიც და ემოციებსაც მართავს - ჩემზე უკეთესად.
ჩემი სიძე კი, რომელიც ვაკის პარკში მუშაობს და იმ საბედისწერო წუთებამდე კარუსელებზე აკატავა ეს ულამაზესი გოგო სხვა ბავშვებთან ერთად, ამ დრომდე ტირის დაცვის სხვა ბიჭებთან ერთად: ისეთი ლამაზი იყო, წყლიდან რომ ამოიყვანეს - ანგელოზს ჰგავდაო.
მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით - „სუნთქავს, სუნთქავს“ - ჯიუტად იძახდაო...
და ჰო - ჯერ ბიჭი გადამხტარა შადრევნიდან ბურთის ამოსაღებად.
იმ ბიჭის საშველად გადამხტარა ეს ანგელოზი გოგო, მეორე ბიჭთან ერთად...
საშიშად შეეჩვივნენ ჩვენი შვილები სიკვდილებს და საფრთხეებს. ჩვენ ვერ - მაგრამ რა მერე?
რას ვაკეთებთ, ტირილის და მოთქმის გარდა? ვერაფერს. იმიტომ, რომ მხოლოდ ტირილი გამოგვდის კარგად", - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ტრაგიკული შემთხვევისას დაღუპული 13 წლის გოგო, მარიტა მეფარიშვილია.
უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888