მოძრაობა დროებით შეიზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1732303587
,,ჩვენ თუ არ შევხედავთ სურათს უფრო ფართოდ, შეიძლება, გაკვირვებულიც კი დავრჩეთ, თუ როგორ ახერხებს, ოპოზიციის გარკვეული სპექტრი, დესტრუქციულ ოპოზიციას რომელსაც ვეძახით, რომ მუდმივად იყოს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მომართული. ეს ნამდვილად ასეა", - ამის შესახებ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ,,თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.
წულუკიანის თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი უსამშობლოდ გამოიყურება.
,,ისინი არიან სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯებში შემჩნეულები და ეს ფაქტებით დასტურდება. და მუდმივად ისეთ პოლიტიკას ატარებენ, რომელიც ყველაფერია გარდა ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ერისათვის სასიკეთო. ეს გაკვირვებას იწვევს მინიმუმ, გარდა იმისა, რომ ეს უსამშობლოობის სინდრომია, და ნამდვილად, ისინი უსამშობლოებად გამოიყურებიან.
მიზეზი რა არის ამ ყველაფრის, ალბათ, ხშირად გვიფიქრია. გაკვირვება მაშინვე გადაგვივლის, თუ მარტივ დასკვნას გავაკეთებთ და ცოტა ფართოდ შევხედავთ მოვლენებს, რომ მსოფლიოში საშინელი მდგომარეობაა, ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით, ევროპის კონტინენტზე, უკრაინაში უწყვეტი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ოკუპაცია გრძელდება, საქართველო უკვე დიდი ხანია ოკუპირებულია და ჩვენ აქეთ გვასწავლის ვიღაც, თუ რას ნიშნავს ეს, მაშინ როცა, სხვისთვის შეგვიძლია ჩვენი მწარე გამოცდილების გაზიარება და ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ ვიღებთ უსაფუძვლო კრიტიკას, უკრაინელი პარტნიორების მხრიდან და ჩვენი ოპოზიცია არის მათი ფლაგმანი, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ გაიგო, ქართველები არიან თუ უკრაინელები, საქართველოს მოქალაქეები არიან, გაუკრაინელებული ქართველები არიან, თუ ვინ არიან, ჯერ კიდევ იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში იმყოფებიან და ისინი არიან წინა ხაზზე, საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე ამ კამპანიის. რეალურად, ეს არც კამპანიაა და არც ისინი არიან წინა ხაზზე. ეს არის ომი, რომელიც მიმდინარეობს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ოღონდ ეს არ არის ე.წ. კონვენციური ომი, როდესაც ტყვიებს ვესვრით ორი მხარე. ვინ არიან მხარეები, ეს შეიძლება ფილოსოფიური დისკუსიის საგნადაც იქცეს...", - განაცხადა თეა წულუკიანმა ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში".
საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840