ცაგერში, ლაილაშში შსს-ს შესაბამისი დანაყოფები არიან მობილიზებულები, განხორციელდა ადგილობრივების ევაკუაცია, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა

ცაგერი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები და პოლიცია მობილიზებულია ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოხდა ადგილობრივების ევაკუაცია და ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ადგილობრივებს პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან.

✕