დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
"უკრაინის უშიშროების საბჭოსგან მომდინარე ეს გადაწყვეტილება უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ვიცილეთ, რომ სანქციები, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლებამ დააწესა, როგორც გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოს ეკუთვნის. ამ საბჭოს ხელმძღვანელი კი ის პირია, რომელიც ჩვენს ერს, ჩვენს სამშობლოს, საქართველოს ომში ჩაბმისკენ მოუწოდებდა და არ ადარდებდა ის, თუ რა გავლენას იქონიებდა ეს ჩვენს თაობებზე და იმ ოკუპირებულ ქვეყანაზე, რომელიც უკრაინაზე ადრე იყო საქართველო.
ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვა, ის ქვეყანა, რომელიც თითქოს, ამბობს, რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს. ალბათ, უშიშროების საბჭოსგან მომდინარე ეს გადაწყვეტილება უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში, მაგრამ ეს არ მოხდება. ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა“, - განაცხადა წულუკიანმა.
უკრაინის უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებულ სანქცირებულთა სიაში საქართველოს ხუთი მოქალაქე მოხვდა. ესენი არიან: ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. სიაშია ბიზნესმენი დავით იაკობაშვილიც. უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები განმარტებული არ არის.