1773764537
VIDEO: ფერადი ლიზას შეწყვეტილი სიცოცხლე - მეგობრების მოგონებები და გამოძიების დეტალები
ხალხი მოწყურებულია კლოუნადას და შოუებს, ამიტომაც, ალბათ დედამ აიცილა ეს შოუ და კლოუნადა თავიდან. თავის შვილს მიაგო ისეთი პატივი, როგორიც უნდა მიეგო. ის არ დაასაფლავა როგორც გიორგი, ის დაასაფლავა როგორც ლიზა ქისტაური, მადლობა მას ამისთვის - ამბობს ლიზას მეგობარი.
ბელგიაში გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალის გარდაცვალებიდან 2 კვირა გავიდა. ჯერჯერობით, უცნობია, რა პასუხი აქვს გამოძიებას.
ლიზა 11 იანვარს, ქალაქ ანტვერპენში დაკრძალეს და დედის გადაწყვეტილებით, ცერემონიას მხოლოდ თავად შერჩეული ადამიანები დაესწრნენ. ერთ-ერთი იყო ემა ძიძიგური.









