პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მომღერალი ლიზა ყენია, ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით გამოეხმაურა, თუმცა როგორც ჩანს, მისი საკმაოდ ვრცელი პოსტი ზოგიერთი გამომწერისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
გამომწერის კითხვაზე, ქისტაურის გარდაცვალებას რატომ არ გამოეხმაურა, ლიზა შემდეგნაირად პასუხობს:
„მსგავსი რამ რამდენიმე ადამიანმა დამიწერა და ასე მგონია, თქვენ სეირის მაყურებელთან რიგს მიეკუთვნებით. ჯერ ერთი, ვინ გადაწყვიტა, რომ აუცილებელია პოსტებში და სთორებში გლოვა. მერე მეორე, ჩემი აზრი დავაფიქსირე და მწუხარება გამოვხატე ფეისბუკზე. ასევე, მინდა ისიც აღვნიშნო, რომ მე და ლიზა მეგობრები არ ვყოფილვართ. ჩვენ უბრალოდ დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით. ცხოვრებაში ალბათ სულ 5-ჯერ მყავს ნანახი. აქედან 2-ჯერ ჩემთან იყო სტუმრად, საერთო მეგობრებთან ერთად.
ძალიან კარგი დამოკიდებულება გვქონდა, თუმცა კომუნიკაცია წლების განმავლობაში არ გვქონია. მართლა მაოცებს ის ხალხი, რომ მიწერთ, რატომ არ გიდევს ფოტოები, რატომ არ ამბობ არაფერსო...
მე ვიცი ჩემს გულში რა ხდება და როგორ მეწყინა ამ ადამიანის წასვლა. იმიტომ, რომ თქვენ დაგანახოთ რაღაცები და დაწყნარდეთ, ამისთვის არ ვცხოვრობ და ასე არ ვმოქმედებ მე.“ - წერს მომღერალი.