1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
დღეს ქართველი ტრანსგენდერი ქალი, ლიზა ქისტაური ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში დაკრძალეს. მისი მეგობრები თბილისში, 21:00 საათზე შეიკრიბებიან და ამით გარდაცვლილის ხსოვნას პატივს მიაგებენ.
„რამდენიმე დღის წინ, ბელგიაში გარდაიცვალა ქართველი ტრანსგენდერი ქალი, ხელოვანი, ბლოგერი, ლიზა ქისტაური. დაგვაკლდა თემის კიდევ ერთი წევრი, რომელიც მუდამ გვემახსოვრება.
11 იანვარს, ოთხშაბათს, შევიკრიბებით ვაშლოვანის ქუჩაზე სანთლებით და ყვავილებით და ერთად გამოვემშვიდობებოთ ნიჭიერ, მხიარულ, გამორჩეული იუმორის მქონე, სიცოცხლის მოყვარულ ლიზას.
გელით ოთხშაბათს, 21:00 საათზე, ვაშლოვანის ქუჩაზე.“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.