VIDEO: ექიმთა საერთაშორისო დღე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში აღინიშნა

ბოჭორიშვილის კლინიკა

ექიმთა საერთაშორისო დღე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში აღინიშნა.

კლინიკამ პანდემიის ორი წელი შეაფასა, ისაუბრეს გამოწვევებზე, ღონისძიებაზე განსაკუთრებით აღინიშნა ჟურნალისტების როლი, პანდემიის დროს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების საქმეში.

ღონისძიების დასასრულს ბოჭორიშვილის კლინიკის მედპერსონალზე მომზადებული ფილმის ჩვენება გაიმართა. ამავე ღონისძიების ფარგლებში კი მედიის წარმომადგენლებს კომპანია „ავერსმა“ სიმბოლური საჩუქრები უსახსოვრა.

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილს დღეს 98 წელი შეუსრულდებოდა. 

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელი მის მიერ დაარსებულ კლინიკას აკადემიკოსის გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა.

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის იუბილე წელსაც, როგორც ყოველთვის, სიყვარულითა და პატივისცემით აღინიშნა კოლეგებისა და ახლობლების მიერ. ღონისძიებაზე მისალოცი და სამადლობელი სიტყვით გამოვიდნენ კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე,  კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია, კლინიკური დირექტორი - კახა იშხნელი,  კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი - მაკა სოლოღაშვილი და კლინიკის მედპერსონალის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ბოჭორიშვილი სამედიცინო მეცნიერების ახალი დარგის - სეფსისოლოგიის შემქნელი გახლდათ. 1970 წელს, ქოლერის ეპიდემიის დროს, ინფექციის საწინააღმდეგოდ პირველმა გამოიყენა ფილიპსის ხსნარი. 1970–1973 წლებში იყო საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მინისტრი. შექმნა სეფსისის რესპუბლიკური ცენტრი, რისთვისაც 1985 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. შეიმუშავა და დანერგა ადრეული ასაკის ბავშვთა სალმონელოზის კლინიკური დიაგნოსტიკის კრიტერიუმები, რამაც უზრუნველყო სიკვდილიანობის შემცირება.

 

სხვა სიახლეები