1732386875
ჯანდაცვის სამინისტრო:„კოვიდ-19“-ით ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები 24-ჯერ, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები კი, 12-ჯერ შემცირდა
კოვიდ-19“-ით ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები, თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით, 24-ჯერ, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები კი, 12-ჯერ შემცირდა. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემცირებულია აქტიური შემთხვევების რაოდენობა (8-ჯერ) და ლეტალობის (4-ჯერ) მაჩვენებლებიც.
„შემთხვევების კლების პარალელურად, საგრძნობლად შემცირებულია კლინიკების დატვირთვაც. „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული კლინიკები კვლავ განაგრძობენ პაციენტებისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების მიწოდებას“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.