ავარია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე - არიან დაშავებულები

ლენტა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად 4 ავტომობილი დაზიანდა, მათ შორის როგორც მოძრავი, ასევე გაჩერებული მანქანები.

დაშავებულია ორი ადამიანი.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

✕