როცა შემეძლო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, 2014 წელს ჯანდაცვის მინისტრი ვიყავი და ჩავედი უკრაინაში - დავით სერგეენკო

სერგეენკო

"როცა შემეძლო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა 2014 წელს, პირველი იყო საქართველოს დელეგაცია და პირველი ვიყავი მე, ვინც ჩავედი მაშინ უკრაინაში, ახლაც უნდა შეფასდეს პოლიტიკური მიზანშეწონილობა.  ყველაფერი, რითაც შეიძლება მხარში ამოვუდგეთ ამ ადამიანებს, უნდა შესრულდეს",- ამის შესახებ ვიცე - სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

„უკრაინაში მიმდინარე ომმა და იმ დიდმა ტრაგედიამ, რაც ახლა ხდება, წარმოუდგენელია ნორმალური ქვეყანა და ნორმალური ადამიანი გულგრილი დატოვოს. სოლიდარობის ნებისმიერი გამოხატულება მართლაც მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის, ჩვენც გამოვხატავთ იმით, რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია. პირადად მე დაკავებული ვარ იმით, რომ ვაკეთებ ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებას. რაც შეეხება სახელმწიფო ვიზიტებს, ამის მიზანშეწონილობაზე და გეგმებზე შესაბამისი ადამიანები გააკეთებენ კომენტარს.

მე, როცა შემეძლო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, 2014 წელს, როცა ვიყავი ჯანდაცვის მინისტრი საქართველოს დელეგაცია პირველი იყო და პირველი ვიყავი მე, ვინც ჩავედი უკრაინაში, ახლაც უნდა შეფასდეს პოლიტიკური მიზანშეწონილობა და ვფიქრობ, ამით არის დაკავებული მთავრობა და პარტიული ლიდერშიფიც. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე ვერ ვიქნები პრაგმატული და რაციონალური ამასთან მიმართებაში, რადგან ემოციები მძალავს ყოველთვის, რადგან უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა. ყველაფერი, რითაც შეიძლება მხარში ამოვუდგეთ ამ ადამიანებს, უნდა შესრულდეს,"- განაცხადა სერგეენკომ.