ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს

ალექსანდრე მიქელაძე

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა მორიგ მიმართვას ავრცელებს.

"დეე, ალექს, ნეტა იცოდე, რა ქარიშხალია ჩემში და რა ძალისხმევა იხარჯება ამ ყოველივეს გადასაფარად, ჩემო უკიდეგანო მონატრება... ჩემო, ჩემო და მხოლოდ ჩემო ალექსანდე. სულის კივილი რომ ისმოდეს სამყაროს, დავაყრუებდი, დეეე...!!!" - წერს ნათია დიაკვნიშვილი.

ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 6 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.

✕