„განა რა გიქნეს ასეთი...“ - სოფო ბიბილაშვილის მიმართვა

გურამ დადიანიძე

გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს. ის იმედოვნებს, რომ ყველაფერი მალე გაირკვევა.

„გაირკვევა, გური, ცოტაც შვილო...

ვიყვირე, დავიჩოქე, ცრემლად დავიღვარე, ჩემი ხმა ვერ მოგაწვდინე, შვილო, გური... განა რა გიქნეს ასეთი...“ - წერს სოფო ბიბილაშვილი.

შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე, ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება.

✕