უცნობი ფობიები - რატომ გვეშინია ნივრის, სკოლაში სიარულის, წვერის, ცოლის მშობლების

ნიორი

ფობია არის გარე მოვლენებისა და გენეტიკური მიდრეკილების კომბინაციის შედეგი.როდესაც ჩვენ განვიცდით ფობიას, გვიჩნდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა – გახშირებული გულისცემა, არითმია, გაძნელებული სუნთქვა, ოფლიანობა და გულისრევა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, საკმაოდ ბევრი უცნაური ფობია გვახასიათებს ადამიანებს, თუმცა ამის შესახებ შეიძლება ეჭვიც არ გვქონდეს.

1. ალიუმფობია – ნივრის შიში

ალიუმფობია – ეს არის ნივრის ძლიერი შიში, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ადამიანი უარს ამბობს ჭამოს ნიორი ნებისმიერ ფასად, მას აკანკალებს უბრალოდ მის დანახვასა და სუნზე. 

გარდა ადამიანებისა, ალიუმფობია, სავარაუდოდ, დამახასიათებელია კოღოებისთვის.

2. დიდასკანეიფობია – სკოლაში სიარულის შიში

დიდასკანეიფობია ხასიათდება სკოლისადმი ანტიპათიით, რაც თვისობრივია მოსახლეობის 5%-ისთვის. შიშის საფუძველი სწავლის სირთულეა, უუნარობა, გაუმკლავდე სასწავლო პროცესის დროს წარმოქმნილ დაძაბულობას ან ტრავმულ მოვლენებს, მაგალითად, ძალადობა თანაკლასელების მხრიდან. ბავშვები და მოზარდები, რომლებიც განიცდიან ამ ფობიას, უარს აცხადებენ სკოლაში სიარულზე, უჩივიან წარმოსახვით დაავადებებს, გაურბიან სხვებთან კონტაქტს.

3. სოკერაფობია – ქმრის ან ცოლის მშობლების მიმართ შიში

სოკერაფობია – ხასიათდება მუდმივი შიშით, შფოთვით იმ აზრის გამო, რომ ურთიერთობა მოგიწევთ ქმრის ან ცოლის მშობლებთან.

პენტერაფობია – ეს არის შიში სიდედრის ან დედამთილის მიმართ. როგორც წესი, ეს არის ცრუ მოლოდინის შედეგი, რომ დედამთილი ან სიდედრი არ აღმოჩნდება ისეთი, როგორიც დედაა. ამ ფობიისგან იტანჯება მრავალი ახალდაქორწინებული.

4. პოგონოფობია – წვერის შიში

პოგონოფობია წარმოდგება ბერძნული სიტყვისგან „პოგონო“, რაც ნიშნავს „წვერს მიკუთვნებულს“, და „ფობია“ – „შიში“.

ძალიან ბევრი ადამიანისთვის სახეზე თმა მოუვლელობასა და არაჰიგიენურობასთან ასოცირდება.

5. ეუფოფობია – კარგი ამბის მოსმენის შიში

ჩვენ ვიცით, რომ ყველას უყვარს კარგი ამბის მოსმენა და არ უყვარს ცუდი ამბავი, მაგრამ არიან ადამიანები ეუფოფობიით, რომელთაც ეშინიათ ნებისმიერი სახის კარგი ამბის მოსმენა.

ერთ-ერთ მიზეზად სახელდება შეშფოთება, რომ ყოველი კარგი ამბის უკან იმალება ცუდი. ასეთი ადამიანს მოჭარბებული აქვს უარყოფითი და პესიმისტური შეხედულებები.

6. ჰიპპოპოტომონსტროსესკიპპედალოფობია – გრძელი სიტყვის შიში

თავად ეს სიტყვა შედგება 33 ასოსგან, მისი ფუძეა „სესქუიპედალიან“, რაც ნიშნავს „გრძელ სიტყვას“. სიტყვები „ჰიპპოპოტამუს“ და „მონსტრუმ“ დაამატეს შიშის გასაძლიერებლად.

ამ ფობიის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება რთული სიტყვების დამახსოვრების ან გონებრივი დამუშავების შიში. შიში კონკურსების, გამოცდების წინ, რომელიც უკავშირდება ლექსიკური მარაგის ან ორთოგრაფიის შემოწმებას.

თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ბევრმა ადამიანმა მიატოვა კითხვა, ეს ფობია შეიძლება ნაწილობრივ განვითარდეს... ვრცლად..

 

ასევე ნახეთ:

„დამხვდა ძალიან მძიმე მესიჯი, ცრემლები მახრჩობს...“ - თაია ჭიჭინაძე მიმართვას ავრცელებს

„ოცნება ამისრულა...“ - ვინ გაახარა გია სურამელაშვილი

რომელი დღეები იქნება თებერვალში ყველაზე იღბლიანი და როდის გექნებათ შანსი წარმატებას მიაღწიოთ