„დამხვდა ძალიან მძიმე მესიჯი, ცრემლები მახრჩობს...“ - თაია ჭიჭინაძე მიმართვას ავრცელებს

თაია ჭიჭინაძე

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, თაია ჭიჭინაძე ემოციურ პოსტს წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

გავიღვიძე და დამხვდა ძალიან მძიმე მესიჯი, რომელიც აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ... ცრემლები მახრჩობს, მაგრამ მაინც დავალაგებ აზრს... ძალიან გთხოვთ, გადავარჩინოთ ერთი ლამაზი გოგოს სიცოცხლე, რომელიც ჯერ სულ რაღაც 26 წლისაა, რომელმაც პატარა ანგელოზი ლიზა გააჩინა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ გაიცნო, რადგან 22 ოქტომბრის შემდეგ სიცოცხლისთვის იბრძვის...

„იმედის“ კლინიკაში მშობიარობის შემდეგ ლანა გადაიყვანეს საუნივერსიტეტო კლინიკაში შემდეგი დიაგნოზებით :

1.სეფსის; 2.ორივე თირკმლის უკმარისობა; 3.ფილტვის უკმარისობა(პნევმონია);  4.ღვიძლის უკმარისობა; 5.ანემია;

აღნიშნულ კლინიკაში ლანას დასჭირდა დიალიზი და ამ რიგი პრობლემების ფონზე გაეთიშა გულის კუნთი.
ამ ეტაპზე, ისევ მკურნალობას აგრძელებს ინგოროყვას კლინიკაში, რომლის მდგომარეობასაც ექიმები აფასებენ როგორც უმძიმესს. მეოთხე თვეა, მდგომარეობა არ იცვლება, ამიტომაც ოჯახი ცდილობს თანხების მობილიზებას, რომ ლანა თურქეთში წაიყვანოს...

გთხოვთ, გადავარჩინოთ ერთი ქალის სიცოცხლე, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან პატარაა ცივი მიწისთვის.
გთხოვ დავუბრუნოთ ეს ახლგაზრდა დედა შვილებს და მოვახდინოთ კიდევ ერთი სასწაული. თქვენ ხომ იცით, ხალხს რამხელა ძალა აქვს?!

თითო თეთრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ. აუცილებლად მოვახერხებთ ამ გოგოს გადარჩენას,“ - წერს თაია ჭიჭინაძე.

საქ:GE96BG0000000917376000

თბს:GE29TB7764445061100068

მიმღები: ციცინო ქობესაშვილი