რომელი დღეები იქნება თებერვალში ყველაზე იღბლიანი და როდის გექნებათ შანსი წარმატებას მიაღწიოთ

ჰოროსკოპი

ნუმეროლოგები გვიზიარებენ პროგნოზს, თუ რომელი დღეები იქნება თვის განმავლობაში ყველაზე ხელსაყრელი და როდის უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად:

1, 10, 19, 28 თებერვალი 

ეს სუპერ სასარგებლო დღეებია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც გუნდურ მუშაობასაა მიჩვეული და შეუძლია, კოლეგებსა და თანამოაზრეებს საკუთარი იდეები გაუზიაროს. დიდი შანსი გაქვთ, რომ თქვენი საინტერესო იდეები, ინიციატივები გუნდმა ერთხმად აღიაროს და შესაბამისი მხარდაჭერაც მიიღოთ. არ დაგავიწყდეთ კეთილგანწყობის გამოხატვა. ამ დღეს სამყარო თქვენს ემოციებს განსაკუთრებით კარგად იზიარებს. ამიტომაც, გაეცით ბევრი სითბო, სიყვარული, ღიმილი. დადებითი განწყობა უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ.

2, 11, 20, 29 თებერვალი

ამ დღეებში მნიშვნელოვანია, რომ ძველ, არასაჭირო საქმეებსა და ურთიერთობაზე უარი თქვათ და ახლის ძიება, განხორციელება დაიწყოთ. წარმატების გაცილებით მეტი შანსი გექნებათ და ის, რასაც აღნიშნულ პერიოდებში წამოიწყებთ, შესაძლოა, თქვენთვის განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდეს.

3, 12, 21 თებერვალი

ამ დღეებში მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვა ადამიანებზეც იფიქროთ. გამოხატეთ კეთილგანწყობა, ყურადღება. ნახავთ, რომ სასიამოვნო ემოციები თქვენც დადებითად დაგმუხტავთ და მოტივაციას აგიმაღლებთ.

4, 13, 22 თებერვალი

აღნიშნულ დღეებში კომუნიკაცია გართულებულია, ამიტომაც ფრთხილად იყავით. ნუ ჩაერთვებით უსაფუძვლო კამათსა და კრიტიკაში. შეეცადეთ, დრო მშვიდად გაატაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომატებული ემოციური ფონის გამო, შესაძლოა, მნიშვნელოვან ადამიანს ძალიან აწყენინოთ და შემდგომ თქვენი ქმედება ინანოთ. წყარო

ასევე წაიკითხეთ:

აუცილებლად გაითვალისწინეთ პარტნიორის აზრი და გაუწიეთ ანგარიში მის სურვილებს - ცაგარელის გაფრთხილება

„...უცებ ლიკა წამოხტა, რას ლაპარაკობ, ჩვენ ამათ ყველას ფორას მივცემთო“ - რას იხსენებს დინი ვირსალაძე ლიკა ქავჟარაძეზე

„უზომოდ მიყვარხარ და უზომოდ მენატრები“ - კაკული გურიელაშვილის შვილი გარდაცვლილ მამას ემოციურ სტატუსს უძღვნის

„სამყარო გაძლევთ შანსს, დაწინაურდეთ, შემოსავალი გაიზარდოთ და ოცნებები აისრულოთ“ - ნახეთ თუ ხართ ამ იღბლიანების სიაში