სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის სტაბილური მიწოდების შენარჩუნების პარალელურად, კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა არ მოხდეს ფასების უსაფუძვლო მატება.
„მომარაგების არანაირი შეფერხება არ არსებობს, შევთანხმდით, რომ საჭიროების შესაბამისად მაქსიმალურ კოორდინაციაში ვიმუშავებთ იმპორტიორებთან და მიმწოდებლებთან ერთად," - განაცხადა მინისტრმა.
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ივა ჭყონია გარკვეული ბრენდის პროდუქტების დეფიციტს ლოგისტიკური პრობლემებით ხსნის, რაც ომს უკავშირდება
„ბაზარზე, ამ ეტაპზე, არის სტაბილური ვითარება, ის, რომ უახლოეს პერიოდში შეინიშნებოდეს გარკვეული დეფიციტი პროდუქციის, ასე ნამდვილად არ არის. გარკვეულ ბრენდებთან დაკავშირებით შეიძლება ჩავარდნები იყოს, ეს გამოწვეულია იმ ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტით, რაც თანმდევი არის ომის. თუ დღეს გარკვეული ბრენდის ქვეშ - ზეთი, წიწიბურა თუ შაქარი არ დახვდათ დახლზე, იმას არ ნიშნავს, რომ 2-3 დღეში არ იქნება," - ამბობს ჭყონია.