1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რუსეთი რიგი პროდუქციის ექსპორტ-იმპორტს კრძალავს - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში - „რუსეთის ფედერაციაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შიდა ეკონომიკური საქმიანობის სფეროში სპეციალური ეკონომიკური ზომების გამოყენების შესახებ“ - არის აღნიშნული.
ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებულ ბრძანებაში რუსეთიდან რიგი პროდუქციის ან ნედლეულის ექსპორტის ან იმპორტის შეზღუდვასა და აკრძალვაზეა საუბარი, რომელიც რუსეთის მთავრობის მიერაა განსაზღვრული.
დოკუმენტი ასევე რუსეთის მოქალაქეებისთვის, უცხოელებისთვის თუ მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის რუსეთში პროდუქციის ან ნედლეულის შეტანისა და გატანის გამონაკლის შემთხვევებს განსაზღვრავს.
ამავე ბრძანების მიხედვით, რუსეთის მთავრობა უფლებამოსილია, განსაზღვროს პროდუქტების სია და მათთან მიმართებით გასატარებელი ზომები.
ამასთან, რუსეთის ფედერაციის მთავრობამ 2-დღიან ვადაში იმ სახელმწიფოების ჩამონათვალი უნდა განსაზღვროს, რომელთა მიმართ აღნიშნული ზომები ამოქმედდება.