რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, რუსეთი ევროპაში გაყინულ ფინანსურ რეზერვებს დაიბრუნებს.
მისივე თქმით, „დასავლური ქვეყნების სამართლებრივი აგრესია“ საერთაშორისო სამართლის ფართო ინტერპრეტაციაში გამოიხატება.
„ევროკომისიას, როგორც უკვე ვთქვი, სურს ამ აქტივების კონფისკაცია და შემდეგ ჩვენთვის დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინას გარკვეულ რეპარაციებს გადავუხდით. ჩვენ მაინც უზრუნველვყოფთ ჩვენი ოქროსა და ვალუტის რეზერვების დაბრუნებას, ამაში ეჭვი არ მეპარება. ევროკავშირი ახლა სხვადასხვა კვაზი-სამართლებრივი გამართლების მოფიქრებას ცდილობს არა მხოლოდ ამ ქურდობის გასამართლებლად, არამედ ამ თანხების ბელგიის იურისდიქციიდან ამოსაღებადაც, რადგან ბელგიის პრემიერ-მინისტრი კატეგორიულად უარს ამბობს მათი კონფისკაციისკენ რაიმე ნაბიჯის გადადგმაზე. ეს ზუსტად ისაა, რაც ევროკავშირის ხელმძღვანელობას სურს“, – განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, „დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ, საკითხი ისე წარმოადგინონ, თითქოს რეზერვები რუსეთს ეკუთვნის, მაგრამ მათგან მიღებული მოგება, რომელიც აღემატება შეთანხმებულ წილს, არ ეკუთვნის რუსეთს“.
ცნობისთვის, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ევროკავშირი და ბელგია გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ აღწევენ.